x
მეტი
  • 21.11.2019
  • სტატია:96738
  • ვიდეო:343736
  • სურათი:458623
თავზე ნაგვის ვედროს ჩამომხობისათვის გორის მერიის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს სასჯელს ნაფიცი მსაჯულები განუსაზღვრავენ

გორის მერიის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, თემურ მანველიშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 პრიმა მუხლის მეორე “ბ" ნაწილითაა ბრალდებული, რაც ხუთიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კადრი  ტელეკომპანია “დიას" ვიდეოდან

კადრი  ტელეკომპანია “დიას" ვიდეოდან

საქმე ეხება 2018 წლის 10 ოქტომბერს გორის მერიის წინ მომხდარ ინციდენტს, როდესაც მერის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქციის ერთ-ერთ ლიდერს გიგა მაქარაშვილს მერიის ადმინისტრაციის მაშინდელმა უფროსმა ნაგვის ვედრო ჩამოამხო თავზე. პროტესტი ეხებოდა გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებას, რომ 2008 წელს გორის სოფლების დაბომბვა და ომის დაწყება საქართველოს ბრალი იყო. აქციის მონაწილეებმა მერისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს და ადმინისტრაციული შენობის წინ ფუნა და საკენკი მიიტანეს, რა დროსაც თემურ მანველიშვილი გამოვიდა შენობიდან და მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას" აქტიურ წევრს, გიგა მაქარაშვილს ნაგვის ვედრო ჩამოამხო თავზე. ამ უკანსკნელმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომ მას მიადგა სულიერი ტრავმა და ფსიქიკური ტკივილი. პროკურატურამ საჯარო მოხელეს ბრალი ამა წლის 9 თებერვალს წაუყენა, ხოლო 23 აპრილიდან საქმის განხილვისათვის ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დაიწყო, რაც ამჟამადაც აქტიურად მიმდინარეობს და მალე სასამართლო პროცესიც გაიმართება.

საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ნაფიცი მსაჯულები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

თქვენთვის საინტერესო:

რა კავშირი აქვს ერთმანეთთან გიორგი სანაიას, ზურაბ ჟვანიასა და ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტებს?!

0
394
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
Mediator image
394
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0