x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ინდონეზიის ეს წყალსაცავი ერთ დროს ნაგავსაყრელი იყო, თუმცა, შემდეგ ის ტურისტებისთვის ნამდვილ მაგნიტად იქცა!

image


ინდონეზიაში, ცენტრალურ იავაზე, მცირე ზომის წყალსაცავი მდებარეობს, რომლის ფართობიც მხოლოდ 70/40-ზეა. სწორედ ის წარმოადგენს ადგილობრივ ღირსშესანიშნაობას, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. თუმცა, მსურველები ამ ულამაზესი სანახაობის, საკუთარი თვალით ხილვას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, ვინაიდან ერთ დროს, ამ ნაგავსაყრელის, "კრისტალივით" კამკამა წყლის აუზად საბოლოოდ გარდაქნას არც თუ მცირე დრო დასჭირდა, და ეს მეტაფორა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის, საკმარისია რომ მსოფლიოში "Umbul Ponggok" -ის წყალსაცავად ცნობილ ფოტოებს გადახედოთ და ყველაფერს თავად მიხვდებით. წყალსატევის რეკონსტრუქცია 2006 წლიდან დაიწყო, ის ჯერ გასუფთავდა და მხოლოდ ამის შემდეგ, შიგნით უკვე სხვადასხვა სახის დეკორაცია ჩაეშვა. პატარა სოფელი თვალსა და ხელს შუა ნამდვილ ტურისტულ ზონად იქცა. ოდესღაც უსარგებლო, ნაგავსაყრელად ქცეული წყალსაცავი აი, ასე მარტივად და რადიკალურად გარემოს სასიკეთოდ შეცვალა. ამ პატარა ინდონეზიურ სოფელს აზიის ქვეყნებიდან არაერთი ცნობილი და გავლენიანი პოლიტიკოსი და მსახიობი სისტემატურად სტუმრობს, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ უნიკალურ ადგილს კიდევ უფრო მეტ პოპულარობასა და ინტერესს სძენს.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



0
110
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
110