x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მარადონა სოციალურ ქსელში მასხრად აიგდეს
image
"ხიმნასია ლა-პლატას " მთავარი მწვრთნელი დიეგო მარადონა "ნიუეს ოლდ ბოიზთან " მატჩს არგენტინის ჩემპიონატზე საგანგებო ტახტრევანზე მჯდომი ადევნებდა თვალს, მარადონას გუნდმა მატჩი ანგარიშით 4:0 მოიგო, "ხიმნასიას" 11 ქულით ბოლოდან მეორე ადგილი უკავია სატურნირო ცხრილში.

ტახტრევანზე გამოჯგიმული მარადონა საყოველთაო დაცინვის საგანი გახდა სოციალურ ქსელში, მარადონა "სიმსონების" სერიალის და "ნათლიმამის" გმირებს შეადარეს, გაიხსენეს მისი წარსულიც-, " იქ ალბათ ნარკოტიკის სპეციალური სამალავი აქვს მოწყობილი" - წერს ერთ-ერთი, ხოლო მეორემ მარადონას "თვითკმაყოფილი გასიებული იდიოტი " უწოდა.


59 წლის მარადონა კლუბ "ხიმნასია ლა-პლატას" ამა წლის სექტემბერში ჩაუდგა სათავეში, მანამდე თანამშრომლობდა არაბულ კლუბებთან.

იყო არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე 1/4 ფინალამდე მიაღწია.


მარადონას კაპიტნობით არგენტინა 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

0
579
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
579
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0