სხვა ქართველ კანონიერ ქურდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა 2019, 30 ოქტომბერი, 11:42 ქართველმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა გურამ ჩიხლაძემ (კვეჟოევიჩი)სცემა თავისივე მეგობარი, კანონიერი ქურდი თეიმურაზ ჭურაძე -მეტსახელად შოშია და უწოდა მას ინტრიგანი, იტყობინება Прайм Крайм-ი. ამ ამბავის წინა ისტორია ჯერ კიდევ 2014 წლიდან იწყება, როდესაც ქართველი კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე მისმა თანამემამულეებმა გიორგი გოგელიანმა (გია)და ვარლამ კუხიანიძემ (ვატია)სცემეს..ჩიხლაძეს შურისძიება სურდა, თუმცა მას ამ საქმეში მხარი არავინ დაუჭირა მანამდე, სანამ ესპანეთიდან შაქრო კალაშოვის ექტრადირება არ მოხდა რუსეთში. ჩიხლაძემ თანხმობა მიიღო კალაშოვისგან და მანაც მზადება დაიწყო, გოგელიანი-კუხიანიძის გამოტყუებას თავის მეგობრის ჭურაძის, იგივე შოშიას მეშვეობით შეეცადა, თუმცა ამ უკანასკნელმა "ჩაუშვა" და გოგელიან-კუხიანიძეს უთხრა ჩიხლაძე თქვენზე შურისძიებას აპირებსო. 29 ოქტომბერს ოთხივე კრიმინალური ავტორიტეტის შეხვედრა მოხდა, საქმის გარჩევის დროს ჭურაძემ დაადასტურა, რომ ჩიხლაძე მათზე თავდასხმას აპირებდა, თუმცა ვერ დაამტკიცა, რის შემდეგაც ჩიხლაძემ ჭურაძეს ინტრიგანი უწოდა და ფიზიკურად გაუსწორდა. მთავარი ფოტო: თეიმურა ჭურაძე იგივე "შოშია". 316 3-ს მოსწონს
|