x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
„პრაქტიკულ აკადემიაში“ მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსმა მე-3 ნაკადი მიიღო
image


„პრაქტიკულ აკადემიაში“ მესამე ნაკადის სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო კურსი დაიწყო. 28 ოქტომბერს ახალი ნაკადის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ სასწავლო პროგრამას, „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შემავალი კომპანიების მუშაობის სპეციფიკას, შეხვედროდნენ მენტორებს.


აკადემიის სტუდენტების პირველ ლექციას, რომელიც კრეატიულ აზროვნებას შეეხებოდა, კოტე იანტბელიძე წარუძღვა. მათ საშუალება ჰქონდათ, გამოცდილი მენტორისგან კრეატიული აზროვნების შესახებ საჭირო რეკომენდაციები მიეღოთ და იდეები დაეხვეწათ.


„პრაქტიკული აკადემიის“ სტუდენტები, კურსის ფარგლებში მიიღებენ ინფორმაციას იმ ხელსაწყოების შესახებ, რომლებიც მულტიმედია პროექტების შესაქმნელად არის საჭირო, შეისწავლიან მულტიმედია ჟურნალისტიკის არსს, ისწავლიან, როგორ იქმნება ნიუსი და რა როლი აქვს ფოტოს ჟურნალისტიკის ამ ჟანრში.



კურსის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, თავად შექმნან ჟურნალისტური ნამუშევრები და პრაქტიკაში შეისწავლონ პროფესია. აღსანიშნავია, რომ წინა ორი ნაკადის სტუდენტთა ნაწილი „პალიტრა მედიის“ სხვადასხვა პლატფორმაზე დასაქმდა და ახლა აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევიან.


მე-3 ნაკადის სასწავლო კურსი 12 კვირას მოიცავს, რომელიც სრულიად პრაქტიკული და თანამედროვე მედია სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მიღებაზეა დაფუძნებული. მათ შორის, აქცენტი კეთდება მულტიმედია ჟურნალისტიკაზე, რომელიც დღეს, დიდი პოპულარობით სარგებლობს.


„პრაქტიკული აკადემია“ სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა. მისი კონცეფცია საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე პროფესიული განათლების ხელშეწყობაა, რომელიც მსოფლიოში დამკვიდრებული დუალური პროგრამებით მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადებასა და მათი დასაქმების ხელშეწყობას უზრუნველყოფს.


დუალური განათლების ეს მოდელი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კურსებს. „პრაქტიკულ აკადემიაში“ ფუნქციონირებს როგორც კომპლექსური პრაქტიკული პროგრამები, ისე მოკლევადიანი კურსები.


„პრაქტიკული აკადემიის“ პროფესიული გადამზადების პროგრამები მსოფლიოში არსებულ თანამედროვე ტენდენციებზეა დაფუძნებული და ქართველი ტრენერების მდიდარ პრაქტიკულ გამოცდილებასაც მოიცავს.



0
12
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0