x
image
კატაპულტი
დედა ანასტასიას საფლავი - ადგილი,სადაც რწმენით მისულებისთვის სასწაულები ხდება
image
ანასტასია ნიკიშევა დაიბადა 1886 წელს.ის თბილისში, ახლანდელი ნაძალადევის რაიონში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. დედა 3 წლის ასაკში გარდაეცვალა, მამამ კი მეორე ცოლი შეირთო და მისგან ორი შვილი ეყოლა. დაახლოებით 19 წლის ასაკში ანასტასიას ჰყოლია საქმრო, რომელიც გვარდიის ოფიცერი გახლდათ. სწორედ სიყვარულის ტრაგიკული ისტორიით დაიწყო ანასტასიას სასწაულებრივი ცხოვრება. ერთ დღეს ანასტასიასთან მისი საქმრო მისულა ხელის სათხოვნელად, თუმცა ის ტაძარში იყო და დედინაცვალს უთქვამს, ანასტასია გაგიჟდა და საგიჟეთში წაიყვანესო. ოფიცერს იარაღი ამოუღია და იქვე მოუკლავს თავი. შინ დაბრუნებული ანასტასია, საზარელი ამბის შემყურე, მიწაზე მუხლებით დაცემულა და მას შემდეგ 65 წელი ასეთ მდგომარეობაში გაატარა ლოცვებით, რათა შეყვარებულის თვითმკვლელობის ცოდვა გამოესყიდა. ამ ფაქტის გამო, მოგვიანებით, ხალხმა მას მჯდომარე ანასტასია შეარქვა.


მუხლებზე მდგომ ანასტასიას დედინაცვალი საშინლად ექცეოდა, ზამთარში ღია ცის ქვეშ მყოფს წყალს გადაასხამდა ხოლმე. ერთადერთი პატრონი მისი დისშვილი გიორგი იყო, რომელიც იხსენებს, რომ ანასტასიას წინასწარმეტყველებისა და სასწაულების მოხდენის ძალა გააჩნდა. მასთან ხშირად მოდიოდნენ განსაცდელში მყოფი ადამიანები და შეწევნას ითხოვდნენ.ხშირი იყო სასწაულები, განკურნებულან უიმედო ავადმყოფები. დედა ანასტასიას სტუმრებს შორის მაშინდელი მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები და მათი ახლობლებიც იყვნენ, მათ შორის ვასილ მჟავანაძე და ლავრენტი ბერიას დედა.


65 წლის განმავლობაში მუხლებზე მდგარ ანასტასიას ბარძაყის ძვალი წვივს შეეზარდა.ამის გამო, გარდაცვალების შემდეგ ის მჯდომარე მდგომარეობაში დაასაფლავეს. ანასტასია გარდაიცვალა 1970 წლის 7 ივნისს 84 წლის ასაკში, თუმცა მასთან დაკავშირებული სასწაულები არ დასრულებულა, მის საფლავს დღესაც უამრავი ადამიანი სტუმრობს შეწევნის სათხოვნელად და სასწაულებიც მრავლად ხდება.


დედა ანასტასია დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე.მის საფლავს ეროვნებით ქურთი, ბატონი რამაზი უვლის, რომელიც ამბობს, რომ ამდენი სასწაულების შემხედვარე, ის და მთელი მისი ოჯახი მართლმადიდებლებად მოინათლნენ. ბატონი რამაზი საფლავზე აგროვებს ხელმოწერებს, რათა დედა ანასტასია საპატრიარქომ წმინდანად შერაცხოს, ასევე ინიშნავს მომხდარ სასწაულებს, რომლებიც იქ მისულთ გადახდენიათ დედა ანასტასიას ლოცვის წყალობით.


დედა ანასტასიას ძალიან ჰყვარებია წითელი ვაშლები და მსხლის ლიმონათი, ამიტომ მის საფლავზე მისულებს ხშირად მიაქვთ ისინი, ლოცულობენ, ზეთს იცხებენ, სურვილს ჩაუთქვამენ და ვაშლს მიირთმევენ.მრავალი ადამიანი ადასტურებს ისეთ სასწაულებს, როგორიცაა უიმედო სნეულების დამარცხება, უშვილობის პრობლემის მოგვარება, ნარკომანიის დაძლევა და სხვა.



ასევე საინტერესოა:

საინტერესო ფრაზები რწმენის შესახებ

რომის პაპი “მამაო ჩვენოს" აკრიტიკებს

მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი

1
477
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
477
  
2019, 1 ნოემბერი, 18:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1