x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ხორცპროდუქტების ყველაზე ცნობილი მწარმოებლები მსოფლიოსა და საქართველოში
image


ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი მსოფ­ლიო მას­შტა­ბით ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­დუქ­ტია. გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ხორ­ცის პრო­დუქ­ტე­ბი იდე­ა­ლუ­რად ეხა­მე­ბა რო­გორც სა­უზ­მეს, ისე სა­დილ­სა და ვახ­შამს. ის თა­ნაბ­რად უყ­ვართ დი­დებ­სა და პა­ტა­რებს. სწო­რედ ამი­ტომ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი 21-ე სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთ მთა­ვარ პრო­დუქ­ტად იქცა.


ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სი მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ არის და არა­ერ­თი სტან­დარ­ტის დაც­ვაა სა­ჭი­რო. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად კი­დევ ერთი მთა­ვა­რი პი­რო­ბა წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ინო­ვა­ცი­ე­ბის და­ნერგვაა.


მსოფ­ლიო მას­შტა­ბით არ­სე­ბობს არა­ერ­თი მსხვი­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის სა­წარ­მო, რო­მელ­თა ნა­წარ­მიც მსოფ­ლი­ოს უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში იყი­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე მას­შტას­ბუ­რია „ნი­კო­რა“. ახლა კი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებს გა­გაც­ნობთ მსოფ­ლი­ოს 3 უმ­სხვი­ლე­სი და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე დიდი სა­წარ­მოს შე­სა­ხებ.



Tyson Foods


image

ეს არის ამე­რი­კა­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მსხვი­ლი მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კორ­პო­რა­ცია, რო­მე­ლიც ამუ­შა­ვებს ქათ­მის, სა­ქონ­ლი­სა და ღო­რის ხორცს. კომ­პა­ნია 1935 წელს შე­იქ­ნა ჯონ ტა­ი­სონ­მა და სწო­რედ შემ­ქმნე­ლის გვარს ატა­რებს დღეს ის.


თა­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში კომ­პა­ნია ამე­რი­კის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ექ­სპორ­ტი­ო­რია. Tyson Foods ბა­ზარს რამ­დე­ნი­მე ბრენ­დით ამა­რა­გებს. მათ შო­რი­საა: Jimmy Dean, Hillshire Farm, Sara Lee, Ball Park, Wright Brand, Aidells და State Fair. 2015 წელს კომ­პა­ნია ასაქ­მებ­და 115 000 ადა­მი­ანს, რომ­ლე­ბიც 300 სა­წარ­მო­ში იყ­ვნენ გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბი­დან 100 სა­წარ­მო აშშ-ში მდე­ბა­რე­ობს, და­ნარ­ჩე­ნი კი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­შია გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი და თა­ნამ­შრომ­ლობს 6 729 ქათ­მის ფერ­მას­თან.


Tyson Foods ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბით ამა­რა­გებს ისეთ მსხვილ ბრენ­დულ ქსე­ლებს, რო­გო­რი­ცაა KFC, McDonald's, Burger King, Wendy's, Wal-Mart და სხვა.მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია კომ­პა­ნი­ის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ასორ­ტი­მენ­ტიც. ის მო­ი­ცავს ქათ­მის, სა­ქონ­ლის და შე­რე­უ­ლი ხორ­ცის ძეხ­ვე­ულს, სო­სისს, ლორს და ასე­ვე ქათ­მის ფრთებს, ნა­გეთ­სებს.


JBS S.A.


image


JBS S.A. არის გა­ყიდ­ვე­ბით ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია მსოფ­ლი­ო­ში. კომ­პა­ნი­ის სა­თა­ვო ოფი­სი სან პა­უ­ლო­ში მდე­ბა­რე­ობს, თუმ­ცა ბრენ­დი მსოფ­ლიო მას­შტა­ბით 150 ინ­დუსტრი­ულ ქარ­ხა­ნას აერ­თი­ა­ნებს. ის 1953 წელს და­არ­სდა რო­გორც პა­ტა­რა ფერ­მა რან­ჩო­ზე. თუმ­ცა წლე­ბის შემ­დეგ ბიზ­ნე­სი გა­ფარ­თოვ­და და სა­წარ­მომ ბრა­ზი­ლი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. ეტა­პობ­რი­ვად კომ­პა­ნი­ამ ხორ­ცის არა­ერ­თი სა­წარ­მო და მა­ღა­ზია შე­ი­ძი­ნა. უფრო მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი მას­შტა­ბი ბრა­ზი­ლი­ა­საც გას­ცდა.


რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, მათი წარ­მა­ტე­ბის მთა­ვა­რი გა­სა­ღე­ბი სა­წარ­მოო პრო­ცეს­ში მუდ­მი­ვად ინო­ვა­ცი­ე­ბის და­ნერგვაა. სო­ცი­ა­ლუ­რი მზრუნ­ვე­ლო­ბა და გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბი ბრენ­დის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია, რომ­ლე­ბიც მას წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში კი­დევ უფრო ეხ­მა­რე­ბა.


ამ­ჟა­მად კომ­პა­ნი­ის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და ის მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში იყი­დე­ბა.


Vion


image


Vion ევ­რო­პის უმ­სხვი­ლე­სი ხორ­ცის მწარ­მო­ე­ბე­ლი სა­წარ­მოა. სა­წარ­მო­ე­ბი ჰო­ლან­დი­ა­სა და გერ­მა­ნი­ა­ში მდე­ბა­რე­ობს. თუმ­ცა ოფი­სებს მსოფ­ლი­ოს 13 ქვე­ყა­ნა­ში ფლობს. კომ­პა­ნია სამი მი­მარ­თუ­ლე­ბით საქ­მი­ა­ნობს: ღო­რის ხორ­ცი, სა­ქონ­ლის ხორ­ცი და სერ­ვი­სი კვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სა­წარ­მო­ში ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად 17 500 ძრო­ხას ამუ­შა­ვე­ბენ. მისი ნა­წარ­მი კი მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში იყი­დე­ბა რო­გორც სა­ცა­ლო ბაზ­რებ­ზე, ისე კვე­ბის ობი­ექ­ტებ­სა და ხორ­ცის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ სა­წარ­მო­ებ­ზე.


Vion რამ­დე­ნი­მე ბრენ­დს აწარ­მო­ებს, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მომ­ხმა­რე­ბელს მე­ტად მრა­ვალ­ფე­რო­ვან პრო­დუქტს სთა­ვა­ზობს. სა­წარ­მო მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია და ცდი­ლობს, ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი სრუ­ლი­ად სფე­რო­ში და­ნერ­გოს. ესე­ნია ცხო­ვე­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა, ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტი, გა­რე­მოს გავ­ლე­ნა ხორ­ცის სა­წარ­მოო პრო­ცეს­ზე და ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა.


ნი­კო­რა


image


სა­ქარ­თვე­ლო­ში ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის წინ და­ი­წყო, თუმ­ცა პრო­ცე­სი სწრა­ფად გან­ვი­თარ­და და ამ­ჟა­მად ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა საკ­მა­ოდ მა­ღალ დო­ნე­ზე ხდე­ბა. ამ მხრივ სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რი კომ­პა­ნი­აა „ნი­კო­რა“. კომ­პა­ნი­ა­ში 6000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი.


"ნი­კო­რა" 1998 წელს და­ფუძნ­და და 21 წე­ლია კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის ბაზ­რის უც­ვლე­ლი ლი­დე­რია. კომ­პა­ნი­ის ჰოლ­დინ­გში ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის, ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბის, თევ­ზე­უ­ლის, რძის ნა­წარ­მის, ნა­ყი­ნის, პურ-ფუნ­თუ­შე­უ­ლის, სა­ლა­თე­ბის და ღვი­ნის სა­წარ­მო­ე­ბია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. ამას­თა­ნა­ვე, სწო­რედ "ნი­კო­რა" გახ­ლდათ კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ველ­მა და­ი­წყო სა­ფირ­მო ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბა და მომ­ხმა­რე­ბელს მა­ღა­ზი­ებ­ში მი­სი­ვე დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია შეს­თა­ვა­ზა.


ნი­კო­რას მზა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი იწარ­მო­ე­ბა თბი­ლი­სი­სა და ფო­თის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სა­წარ­მო­ებ­ში. დღეს, კომ­პა­ნია მზა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის 150-ზე მეტი სა­ხე­ო­ბის პრო­დუქტს აწარ­მო­ებს. ნედ­ლე­უ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით კი წლე­ბია თა­ნამ­შრომ­ლობს სწო­რედ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბულ Tyson Foods, JBS S.A. და სხვა ცნო­ბილ მწარ­მო­ებ­ლებ­თან.


ნი­კო­რას პრო­დუქ­ცია იყი­დე­ბა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით და არა­მედ, წელს და­ი­წყო მისი ექ­სპორტზე გა­ტა­ნა.


"ნი­კო­რა" უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ფლობს ხა­რის­ხის მარ­თვი­სა და სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ISO 9001 : 2008; ISO 22000 : 2005 – НАССР სერ­ტი­ფი­კა­ტებს.


0
154
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
154