x
image
ელენე გუმა
" ასეც ვიცოდი! ვიცოდი, რომ ბიძინა ივანიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს "მთავარ არხზე" გადასვლას არ აპატიებდა "
image
ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟლიანზე წერს და მის განცხადებას ხუმრობანარევი ტონით განიხილავს.


როგორც მძინარაშვილი წერს, ბიძინას გადაწყვეტილება, წყალტუბოს სასტუმროების და აბანოების შეძენაზე, ნანუკას "მთავარ არხზე" გადასვლამ გამოიწვია და ამას ვერ პატიობს ივანიშვილი მას.


"ასეც ვიცოდი! ასეც ვიცოდი!

ვიცოდი, რომ ბიძინა ივანიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს "მთავარ არხზე" გადასვლას არ აპატიებდა და მის მშობლიურ სანახებს მიიტაცებდა!


ასე ხდება ხოლმე, როცა მშობლიურ მხარეს უპატრონოდ მიატოვებ და მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემებით დაკავდები!

აქვე გაფრთხილებთ, რომ ამ შურისძიებას გაგრძელებაც ექნება: "წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალ ქარსაც" შეუცვლის მიმართულებას! დიახ, "მაისის ქუთაისმა" რატომ უნდა იცოდეს, "ვინ არის"?!მითუმეტეს, "ვისი სუნთქვაა"?!

და ეს ყველაფერი ნანუკას გამო მოხდა!

P. S. დღეს ისეთი კომენტარები მოვისმინე წყალტუბოს აღორძინების, მისთვის მეორე სიცოცხლის დაბრუნების პროექტთან და ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ სხვა ახსნა ვერ მოვუძებნე ამ იდიოტების უსაგნო და მავნებლურ მსჯელობას!

წყალტუბო მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური კურორტია და მისი ინფრასტრუქტურა მხოლოდ შენობებს არ გულისხმობს: ეს არის კომუნიკაციების მთელი ქსელის აღდგენა-გამართვა და არა მხოლოდ ამ რეგიონის, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანა!"


ცნობისთვის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად.


"გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, ცხრა აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში"- ნათქვამია განცხადებაში.


აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა.


"ახლა წყალტუბოს იყიდის. შემოარტყამს გალავანს და დამიწესებს რითი და რომელ საათებში უნდა ვიარო ჩემს ქალაქში. სიკეთეა ეს კაცი. ხალხისთვის ყიდულობს ლარად მთელ ქვეყანას." - დაწერა ნანუკამ.


0
2637
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
2637
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0