x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ჯავშანმა ვერ უშველა ანუ ქურთმა მებრძოლებმა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსით "Конкурс" თურქული ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ACV-15" ააფეთქეს

image სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ზონაში ქურთმა მებრძოლებმა საბჭოთა წარმოების მართვადი, ტანკსაწინააღმდეგო სისტემა "კონკურს"-ის რაკეტით შეძლეს დაეწვათ თურქული ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ACV-15".
ქსელში გამოჩენილი ვიდეოთი თუ ვიმსჯელებთ ქურთმა მებრძოლებმა იერიში მიიტანეს ერთერთ თურქულ საყრდენ პოსტზე, რომელსაც თურქული ქვეითთა საბრძოლო მანქანები იცავდნენ.
დიდი ალბათობით ექსპერტების აზრით გამოყენებულ იქნა საბჭოთა წარმოების ტანკსაწინააღმდეგო მართვადი, სარაკეტო კომპლექსი "კონკურსი", რომლის რაკეტამაც გაანადგურა თურქული საბრძოლო მანქანა.
ქვეითთა საბრძოლო მანქანაში იმყოფებოდა ეკიპაჟი, თუმცა ვერც მათ და ვერც სხვა ქვეითთა საბრძოლო მანქანების ეკიპაჟებმა ვერ დააფიქსირეს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის გაშვების მომენტი. აფეთქება იმდენად სწრაფად და მოულოდნელად მოხდა თურქებმა ვერც კი მოასწრეს რაკეტის გაშვების სავარაუდო პოზიცია დაეფიქსირებინათ.
საბრძოლო მანქანის ეკიპაჟის ერთი წევრის გადარჩენა მოხერხდა, თავად საბრძოლო მანქანა კი დაიწვა.
საბრძოლო მანქანის აფეთქების მერე ქურთმა მებრძოლებმა თურქული პოსტის მიმართულებით ინტენსიური ცეცხლი გახსნეს ტყვიამფრქვევებიდან.
ადრე რამდენიმე სააგენტომ გაავრცელა კადრები და ინფორმაცია თუ როგორ ააფეთქეს ქურთმა მებრძოლებმა ასევე "კონკურსის" მეშვეობით თურქული არმიის ძირითადი ტანკი "Leopard-2А4". გარდა ამისა თურქებმა დაკარგეს რამდენიმე ჯავშანმანქანა, ნაღმებისაგან დაცვის ელემენტებით, საუბარია ჯავშანმანქანა "Kirpi"-ზე.
თურქული ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ACV-15" ჯერჯერობით პირველი დანაკარგია თურქული დანაყოფებისათვის, ქვეითთა საბრძოლო მანქანა შეიქმნა ამერიკული ჯავშანტრასპორტიორის "М113"-ის ბაზაზე. აღნიშნულ ქვეითთა საბრძოლო მანქანას აკრიტიკებდნენ სუსტი ჯავშნის გამო და მას საბრძოლო ვითარებაში დამატებითი შემაკავებელი ელემენტის სახით ჰკიდებდნენ ქვიშიან ტომრებს, რომლებიც ცხაურებიანი, კუმულაციური ჭავლისაგან დამცავი ეკრანებით შეცვალეს.
თუმცა დაცვის ამ ელემენტს საბრძოლო მანქანის დაცვა შეუძლია მხოლოდ ხელის ყუმბარმტყორცნების რამდენიმე ტიპის ყუმბარებისაგან, მაგრამ არა "ფაგოტის" ან "კონკურსის" რაკეტებისაგან.


0
586
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
586