x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ამერიკამ შესაძლოა თურქეთის მიერ სომხების გენოციდი აღიაროს

image

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში სომხეთის გენოციდის აღიარების შესახებ კენჭისყრაზე სამშაბათს მიიღებენ რეზოლუციას. მას მხარს უჭერს როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიების გავლენიანი წარმომადგენლები.


რეზოლუციის დაჩქარებული განხილვა განაპირობა თურქეთ-აშშ-ს შორის წარმოქმნილმა კრიზისმა, ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის მიერ წამოწყებული სამხედრო ოპერაციის გამო.


როგორც ცნობილი გახდა, ოფიციალური ანკარა გენოციდის აღიარებას უპასუხებს ვაშინგტონიდან ქვეყნის ელჩის გაწვევით, ანკარა დოკუმენტის ტექსტს უწოდებს სრულიად "უსაფუძვლო ბრალდებას".




1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში განხორციელებული სომეხთა მასობრივი დეპორტაცია და მკვლელობა გენოციდად აღიარეს რუსეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, კანადასა და მსოფლიოს რამდენიმე სხვა ქვეყანაში. თურქეთი მუდმივად აპროტესტებს ამ მოვლენების ინტერპრეტაციას.



რეზოლუციას აქვს დიდი შანსი, რომ სამშაბათს საღამოს დაამტკიცონ. ორშაბათს, კომიტეტში გაიარა რეგლამენტის ყველა წესი, რომელიც გადაეცემა წარმომადგენელთა პალატას - სხვათა შორის ყოველგვარი ჩასწორების გარეშე, სწორედ ამას ცდილობდნენ სომეხი ლობისტები.


კანონპროექტს ლობირებდა ორი მსხვილი ჯგუფი, რომლებიც წარმოადგენენ სომხური წარმოშობის ამერიკელებს - "ამერიკის სომეხთა კომიტეტსი"(ANCA) და "ამერიკის სომეხთა ასამბლეა". მათ მხარს უჭერს ორი გავლენიანი ებრაული ორგანიზაცია - ამერიკის ებრაულთა კომიტეტი და ანტიდიფამაციური ლიგა.



0
159
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0