x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"ხმის გა­მოც ნამ­დვი­ლად მაკ­ლდა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა, მაგ­რამ რა წამ­საც დაკ­ვრა და­ვი­წყე და ჟი­უ­რის წევ­რებს შე­ვა­ტყვე, რომ მოვ­წონ­დი..." - ლაგოდეხელი ვირტუოზი "საქართველოს ვარსკვლავში"

"სცე­ნა არის ია­რა­ღი, როკ-ენ-როლი არის ტყვია, ხალ­ხი - სა­მიზ­ნე" - ეს „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ ერთ-ერთი პირ­ვე­ლი აღ­მო­ჩე­ნის, ერეკ­ლე თურ­ქა­ძის სი­ტყვე­ბია, რომ­ლის გა­მოს­ვლა­მაც ჟი­უ­რის წევ­რებ­ზე სა­ო­ცა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა.


რო­გორ შეძ­ლო 16 წლის ლა­გო­დე­ხელ­მა მსმე­ნე­ლის გა­ო­ცე­ბა და რა გეგ­მე­ბი აქვს მო­მა­ვალ­ში - ამის შე­სა­ხებ ერეკ­ლე თა­ვად გვიყვება



- რო­დის გა­მოჩ­ნდა მუ­სი­კა შენს ცხოვ­რე­ბა­ში?



- ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მუ­სი­კა ბავ­შვო­ბი­დან­ვე იყო. დე­და­ჩე­მიც მღე­რის და რომ ვის­მენ­დი, სულ ვცდი­ლობ­დი, მეც ავ­ყო­ლო­დი. ოჯა­ხის წევ­რებ­მა რომ შე­ამ­ჩნი­ეს ჩემი მუ­სი­კი­სად­მი ინ­ტე­რე­სი, მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში მი­მიყ­ვა­ნეს, მაგ­რამ მა­ლე­ვე მივ­ხვდი, რომ ნო­ტე­ბის და­ზე­პი­რე­ბა არ გა­მომ­დი­ო­და და არც მინ­დო­და. არ შე­მიძ­ლია, რა­მის ფარ­გლებ­ში ვიყო მოქ­ცე­უ­ლი და რა­ღაც მზღუ­დავ­დეს, მუ­სი­კა თა­ვი­სუფ­ლე­ბაა.


როცა და­ვა­ლე­ბად გვაძ­ლევ­დნენ ნო­ტებს და კომ­პო­ზი­ცია უნდა დაგ­ვეკ­რა, მე ნო­ტებს არ ვი­ღებ­დი. მუ­სი­კას ვის­მენ­დი და ისე, ნო­ტე­ბის გა­რე­შე ვუკ­რავ­დი. იყო პე­და­გო­გი, რო­მე­ლიც ხში­რად პირ­ვე­ლი ის­მენ­და ჩემს მუ­სი­კას - ციცო ლობ­ჟა­ნი­ძე, სამ­წუ­ხა­როდ, ცოტა ხნის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. იგი ერთ-ერთი უსაყ­ვარ­ლე­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო ჩემ­თვის, ყო­ველ­თვის დიდი ინ­ტე­რე­სით ის­მენ­და ჩემს მუ­სი­კას, მი­წო­ნებ­და და ამ­ბობ­და, რომ იდე­ა­ლუ­რი სმე­ნა მქონ­და.


- სა­კუ­თა­რი მუ­სი­კი­სა და სტი­ლის შექ­მნის­კენ რამ გი­ბიძ­გა?


- როცა გა­ვი­გე, რა იყო მუ­სი­კა, რო­გორ უნდა შე­ვუ­თავ­სო ერ­თმა­ნეთს მუ­სი­კა და ფან­ტა­ზია, რე­ა­ლუ­რად, მა­შინ გავ­ხდი მუ­სი­კა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თავ­და­პირ­ვე­ლად ბლუზ­მა გა­მი­ტა­ცა. ჯერ "იუ­თუბ­ზე" მუ­სი­კას ვუს­მენ­დი და სხვე­ბის მი­ხედ­ვით ვსწავ­ლობ­დი დაკ­ვრას. თან­და­თა­ნო­ბით, ყუ­რე­ბაც აღარ მჭირ­დე­ბო­და და მხო­ლოდ მოს­მე­ნი­თაც ვა­ხერ­ხებ­დი ბგე­რე­ბის გად­მო­ტა­ნას.


მერე როკ-ენ-როლ­მა გა­მი­ტა­ცა, დაკ­ვრი­სას მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა ხე­ლის შე­ნაც­ვლე­ბა „და­ვა­მუ­ღა­მე“. ამის შემ­დეგ ჯა­ზიც შე­მო­ვი­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. თან­და­თან ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, ჟან­რე­ბი­სა და კომ­პო­ზი­ცი­ე­ბის შერ­წყმა და ასე­ვე, სა­კუ­თა­რი მუ­სი­კის შექ­მნა, ბლუ­ზის სო­ლო­ე­ბის სა­ა­თო­ბით დაკ­ვრა და­ვი­წყე.


ყვე­ლა წყნარ და მშვიდ მუ­სი­კას ვიყ­ვან­დი ამ სამ მუ­სი­კა­ლურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში. მთე­ლი დღე და ღამე ვუკ­რავ­დი, ჩემს ფან­ტა­ზი­ა­ში კონ­ცერ­ტებს ვა­ტა­რებ­დი და ვოც­ნე­ბობ­დი, რომ ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი გავმხდა­რი­ყა­ვი. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა.


სხვა­თა­შო­რის, სამი წლის ვი­ყა­ვი როცა სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლად მოვ­ხვდი... ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლი ლა­გო­დე­ხის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში უკ­რავ­და. და­სას­რულს სცე­ნა­ზე უნდა ავ­სუ­ლი­ყა­ვი და მის­თვის ყვა­ვი­ლე­ბი მი­მერ­თმია. ყვა­ვი­ლე­ბი რომ გა­და­ვე­ცი, სცე­ნი­დან უნდა ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ დავ­რჩი და შევ­ხე­დე ხალ­ხს, რომ­ლე­ბიც თვა­ლებ­ში შე­მომ­ცი­ცი­ნებ­დნენ და იმ­დე­ნად მე­სი­ა­მოვ­ნა, მიკრო­ფონ­თან მი­ვე­დი და რა­ღაც ვთქვი... მთელ­მა დარ­ბაზ­მა და­ი­წყო სი­ცი­ლი, მაგ­რამ მა­შინ მივ­ხვდი, რომ სცე­ნა­ზე იყო ჩემი ად­გი­ლი.


image


- ნერ­ვი­უ­ლობ­დი კონ­კურ­სის კას­ტინგზე? მით უმე­ტეს, გარ­და­ტე­ხის ასა­კიც ახ­სე­ნე და გე­ში­ნო­და, ხმის და­მორ­ჩი­ლე­ბა რომ ვერ მო­გე­ხერ­ხე­ბი­ნა.


-შე­იძ­ლე­ბა, არ მე­ტყო­ბო­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. მე კი მომ­წონს ჩემი მუ­სი­კა, მაგ­რამ ბევ­რს ვფიქ­რობ­დი იმა­ზე, რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას მო­ვახ­დენ­დი ჟი­უ­რის წევ­რებ­სა და მა­ყუ­რე­ბელ­ზე.


ხმის გა­მოც ნამ­დვი­ლად მაკ­ლდა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა, მაგ­რამ რა წამ­საც დაკ­ვრა და­ვი­წყე და ჟი­უ­რის წევ­რებს შე­ვა­ტყვე, რომ მოვ­წონ­დი, ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­და და ბო­ლომ­დე გავ­გიჟ­დი, გავფრინ­დი, რა­საც ჰქვია...


- სკა­მიც "გა­აფ­რი­ნე" სიმ­ღე­რის დროს და ეს წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი იყო, თუ იქვე მო­ი­ფიქ­რე?


- არა­სო­დეს არ ვფიქ­რობ არც წი­ნას­წარ და არც პრო­ცეს­ში. ვმოქ­მე­დებ ისე, რო­გორც ვგრძნობ. მაგ დროს გო­ნე­ბა გა­თი­შუ­ლი მაქვს. სკა­მიც რომ გა­ვის­რო­ლე, ისიც იმ ემო­ცი­ის შე­დე­გი იყო, რაც ჩემი მუ­სი­კი­სა და ჟი­უ­რის რე­აქ­ცი­ებ­მა გა­მო­იწ­ვია.


ნა­თია ადგა და ცეკ­ვა და­ი­წყო, დათო ევ­გე­ნი­ძემ მი­თხრა, რომ როკ-ენ-რო­ლის დრა­ი­ვით ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი, თი­ნა­თინ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა ვარ­სკვლა­ვი მი­წო­და, და­თუ­ნა ალა­დაშ­ვილ­მა დაკ­ვრა მო­მი­წო­ნა. მოკ­ლედ, ჟი­უ­რის წევ­რე­ბის შე­ფა­სე­ბის შემ­დეგ იმ­დე­ნად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ვარ, რომ რა დაბ­რკო­ლე­ბაც არ უნდა შემ­ხვდეს, ყვე­ლა­ფერს გა­დავ­ლა­ხავ და აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევ ჩემს მი­ზანს.


image


- ოჯახს რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს შენს მუ­სი­კა­ზე? ხელს არ უშ­ლით შენი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში დაკ­ვრა?


-რა თქმა უნდა, გარ­კვე­უ­ლი დო­ზით შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვი­საც და მე­ზობ­ლე­ბის­თვი­საც. ისი­ნი თა­ვის საქ­მეს აკე­თე­ბენ, მუ­შა­ო­ბენ, რა­ღა­ცას უყუ­რე­ბენ, შენ კი ამ დროს შენს სამ­ყა­რო­ში ხარ და აშ­კა­რად ხელს უშლი იმათ. მარ­თლა რთუ­ლია მათი შე­წუ­ხე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბის ყუ­რე­ბა, მაგ­რამ იმ­დე­ნად მიყ­ვარს ჩემი საქ­მე, რომ მას­ზე უარს არა­სო­დეს ვი­ტყვი.


თა­ნაც, ოჯა­ხის წევ­რებ­მა რომ და­ი­ნა­ხეს, ეს საქ­მე გა­მომ­დის, მიყ­ვარს და თან ხალ­ხსაც მოს­წონს, უფრო ხელს მი­წყო­ბენ. ჩემი მთა­ვა­რი და ყვე­ლა­ზე დიდი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი არი­ან.


- მხატ­ვრუ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბით, შე­და­რე­ბე­ბი­თა და მე­ტა­ფო­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი. წი­ნას­წარ იგო­ნებ, სად­მე კი­თხუ­ლობ?

- არ­სად არ ვკი­თხუ­ლობ, ყო­ველ­თვის თა­ვის­თა­ვად მო­დის. ერთხელ ესე­ე­ბის კონ­კურ­სში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სწო­რედ მაგ მხატ­ვრუ­ლო­ბის გამო გა­ვი­მარ­ჯვე. იგი­ვე ხდე­ბა მუ­სი­კა­ში. უბ­რა­ლოდ, ის შე­და­რე­ბე­ბი და მე­ტა­ფო­რე­ბი, რა­საც მე­ტყვე­ლე­ბა­ში ვი­ყე­ნებთ, მუ­სი­კა­ში მუ­სი­კა­ლურ ბგე­რე­ბად გარ­და­იქ­მნე­ბა.


- და რა მი­ზა­ნი გაქვს ცხოვ­რე­ბა­ში და ვინ არის შენი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო?


- და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ და­ვი­წყე იმა­ზე ფიქ­რი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი იბა­დე­ბი­ან და უმე­ტე­სო­ბა ისე კვდე­ბა, მათი კვა­ლი არ არ­ჩე­ბა. ამ ფიქ­რმა ისე ცუ­დად გამ­ხა­და, მივ­ხვდი, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბით კვა­ლი დავ­ტო­ვო ამ ცხოვ­რე­ბა­ში. მინ­და მტრე­დი­ვით ვიყო მუ­სი­კა­ში, დავფრი­ნავ­დე და ჩემი ფან­ტა­ზია ბგე­რე­ბით გად­მოვ­ცე.


ჩემი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო არის მო­მავ­ლის „მე“ - შემ­დგა­რი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მუ­სი­კო­სი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდ მწვერ­ვა­ლებს და­ი­პყრობს და რომ­ლის მუ­სი­კა­საც მი­ლი­არ­დო­ბით მიმ­დე­ვა­რი ეყო­ლე­ბა.


- ვინ არის ერეკ­ლე თურ­ქა­ძე ახლა, სა­ნამ „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში“ ბოლო სი­ტყვას იტყვის?

- ერთი ონა­ვა­რი ბიჭი, რო­მელ­საც აქვს ში­ნა­გა­ნი დრა­ი­ვი, ცოტ­რა­ო­დე­ნი ფან­ტა­ცია, ემო­ცი­ე­ბი და ოც­ნე­ბე­ბი.


ავ­ტო­რი: მა­რი­ამ ტუ­რ­ძი­ლა­ძე

0
146
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0