x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ხორვატიის მომავალი პრეზიდენტი შეიძლება ისევ ქალი და ამასთანავე Playboy-ს მოდელი იყოს
image

Playboy-ის ყოფილმა მოდელმა, 31 წლის ავა კარაბატიჩმა გამოაცხადა, რომ კენჭს იყრის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე.



"აღარ შემიძლია ვუცქირო იმ საშინელ ამბებს, რომელიც ჩემს ქვეყანაში ხდება"-დაწერა სოციალურ ქსელში კარაბატიჩმა


კარაბატიჩი Playboy-ის მოდელი და მსახიობია, ითამაშა ხორვატულ ფილმებში, მაგალითად :"ცხოვრების გაზაფხული"(2016) და "Tina & Sendy"(2018)


image

მან წინ წამოწია მთელი რიგი პოლიტიკური საკითხები, მათ შორის მოუწოდა მოიმატოს დაბეგვრამ და მოხდეს სექს-მუშაკების ლეგალიზაცია, რომ ეს ინდუსტრია უფრო უსაფრთხო გახდეს ქალებისთვის

image

"გადავწყვიტე, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად ვიყარო კენჭს”, - წერს იგი Instagram- ზე.


"Instagram-ზე ბევრი შეტყობინება მომდის, მადლობას გიიხდით მხარდაჭერისთვის"

"პოლიტიკა ჩემი მეორე სიყვარულია"

"აღარ შემიძლია ვუცქირო იმ საშინელ ამბებს, რომელიც ჩემს ქვეყანაში ხდება"


"თითქოსდა ყველა თავს იბრმავებს, ახალგაზრდები ტოვებენ ქვეყანას, შობადობა კლებულობს"


აი გამონათქვამების მცირე ნაწილი, რომელიც ექს-მოდელმა არჩევნების წინ დაწერა ან გამოთქვა.

image

წინა საარჩევნოდ საკუთარი თავი კანდიდატებმა უნდა წარადგინონ 2019 წლის 21 დეკემბრიდან 2020 წლის 20 იანვრამდე.


კარაბატიჩის მეტოქე იქნება ხორვატიის მოქმედი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, რომელიც მეორედ იყრის კენჭს



"ვიცი რომ ტროლებისგან ვიღებ კომენტარებს"-აღნიშნა კარაბატიჩმა მას შემდეგ, როდესაც ონ-ლაინ მანიფესტი გამოაქვეყნა, იგი შეეხება მარიხუანას ლეგალიზაციას, "ხალხის თავისუფალი გადაადგილების პრობლემის" მოგვარებას და აბორტის ვადის შემცირებას 9 კვირიდან 6 კვირამდე.

image

მან აგრეთვე გააკრიტიკა კორუფცია ხორვატიულ პოლიტიკაში და მოუწოდებს რეფორმები მოხდეს განათლების სფეროში.

”ვიცი, რომ ბევრ კომენტარები მომდის ტროლებისგან, რადგან ვარ მოდელი, მაგრამ ეს არ უგულებელყოფს ჩემს ინტელექტუალურ მხარეს, რადგან მე ვარ იტალიური ენისა და რომაული ლიტერატურის პროფესორი."-დასძინა პრეზიდენტობის კანდიდატმა.


0
499
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
499
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0