x
მეტი
  • 21.11.2019
  • სტატია:96738
  • ვიდეო:343738
  • სურათი:458623
5 ნიშანი იმისა, რომ არასაკმარისი რაოდენობის წყალს სვამთ - ნუ დააიგნორებთ მათ!
წყალი, ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელობით მეორე ნივთიერებაა ჟანგბადის შემდეგ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმის თითქმის 2/3 შედგება წყლისგან. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ საკვების გარეშე ადამიანს შეუძლია გაძლოს 4 კვირა, მაშინ, როცა წყლის გარეშე იგი ვერ გაძლებს 7 დღე. წყალი დაბერების პროცესის ინდიკატორია. ბავშვის ორგანიზმი დაბადებიდან ერთი წლის ასაკამდე შეიცავს 80-85% წყალს; 18 წლის ასაკისთვის, ორგანიზმში წყლის შემცველობა მცირდება 65-70%-მდე, ხოლო მოხუცებულობაში 25%-მდე.



image


ბევრი მეცნიერი იხრება იმ აზრისკენ, რომ ახლგაზრდობის შენარჩუნების საიდუმლო ორგანიზმის ხარისხიანი წყლით და იმ რაოდენობით მომარაგებაშია, რომელიც აუცილებელია ნორმალური ნივიერებათა ცვლის პროცესისთვის. წყალი უნივერსალური გამხსნელია, იგი ასრულებს „სატრანსპორტო სისტემის“ როლს (გადააქვს მკვებავი ნივთიერებები, ანტისხეულები, ენზიმები, მეტაბოლიზმის პროდუქტები და ა.შ), გამოაქვს ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის პროცესის პროდუქტები და ხელს უწყობს თერმული წონასწორობის შენარჩუნებას.


წყალი ერთადერთი ნივთიერებაა, რომელიც გვხვდება უზარმაზარი რაოდენობით და ბუნებრივ პირობებში სამივე აგრეგატულ (ფიზიკურ) მდგომარეობაში - მყარი, თხევადი და აირადი (ორთქლი).



ХVIII-ე საუკუნის შუა პერიოდამდე, წყალი ითვლებოდა დაუყოფელ ნივთიერებად. მხოლოდ 1783 წელს, ფრანგი ქიმიკოსი ანტუან ლორან ლავუაზიე მივიდა დასკვნამდე, რომ წყალს რთული აგებულება გააჩნია და მის შემადგენლობაში შედის წყალბადი და ჟანგბადი. ამის შემდეგ, ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, წყალს ყველა თვლიდა უსუნო, უგემო და უფერო შენაერთად, რომლის აღწერაც შეიძლებოდა ერთადერთი შესაძლებელი ფორმულით - წყალბადის ოქსიდი - H2O.


image



ნებისმიერ შემთხვევაში, წყლის ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ის არის, რომ ის საოცარი რეაგენტია.


უნდა გესმოდეთ, რომ წვენი, ჩაი, ყავა და სხვა სასმელები - ეს არ არის წყალი და არც ჯანმრთელობის ეფექტი, ამ თვალსაზრისით. ამიტომ, როდესაც ორგანიზმს წყალი აკლია, ის სიგნალს გვიგზავნის შემდეგი 5 ფაქტორის სახით და თუ კი ეს ნიშნები თქვენს განგაშს დაემთხვა, აუცილებლად უნდა მიიღოთ საჭირო რაოდენობის წყალი.



5 ნიშანი იმისა, რომ არასაკმარისი რაოდენობის წყალს სვამთ!




1. იშვიათი შარდვა.


საშუალოდ ადამიანი საპირფარეშოს დღეში 6-7-ჯერ სტუმრობს, მაგრამ თუ თქვენ მხოლოდ 2-3-ჯერ შედიხართ, აუცილებლად უნდა დაიწყოთ მეტი წყლის სმა, რადგან თუ არასაკმარისი რაოდენობის წყალს იღებთ, ამით ვნებთ თქვენს თირკმელებს.





2. კანის სიმშრალე.

image


გლუვი და ნაზი რომ იყოს კანი, მას აუცილებლად სჭირდება წყალი. ანუ მას სჭირდება მუდმივი ჰიდრატაცია. თუ გამომშრალი კანი გაქვთ და ამ პრობლემას ვერც შესაბამისი საცხები ვერ აგვარებენ, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ გაზარდოთ წყლის მიღების რაოდენობა და არ დაგავიწყდეთ, რომ დღე-ღამის ნორმა 1, 5-2 ლიტრია.





3. თავის ტკივილი.

image


წყლის ნაკლებობის ერთ-ერთი გამომხატველი ფაქტორია თავის ტკივილი. ტკივილის შეგრძნება განსაკუთრებით გამოხატულია გადაადგილების დროს - სიარული, კიბეზე ასვლა, რაც თავბრუსხვევა და მცირე ტკივილი. აიძულეთ თავს, რომ მეტი რაოდენობის წყალი მიიღოთ.






4. პირის სიმშრალე.

image


ორგანიზმში სითხის ნაკლებობის ერთ-ერთი პირველი ნიშანი პირის სიმშრალეა. მსგავს შემთხვევაში, აუცილებლად იქონიეთ მუდამ ბოთლი წყლით.






5. შარდის ფერის ცვლა.

image


შარდის გაუფერულება, ასევე მიანიშნებს ფაქტს, რომ თქვენ არ სვამთ საკმარისი რაოდენობის წყალს.


გამჭვირვალე ყვითელი ფერის შარდი ნიშნავს, რომ ყველაფერი ნორმალურად გაქვთ, მაგრამ თუ ის მუქი ყვითელი ან ძალიან ღია ფერისაა, სჯობს მიმართოთ ექიმს.



image




იხილეთ აგრეთვე:



არ დალიოთ დღეში 8 ჭიქა წყალი, საშიშია!image






როგორ გარდაქმნის ცივი წყალი თქვენს საკვებს საწამლავადimage






ძილის წინ აუცილებლად დალიეთ ეს სითხე, თუ გინდათ, რომ...image






რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ დღეში ჩვენი წონიდან გამომდინარე? ეს უნდა იცოდეთ!image


1
656
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
656
  
30 ოქტომბერი, 13:18
საინტერესო სტატიაა, თან ჩემი ძველი პრობლემაც გამახსენა-წლების წინ სამსახურში ონკანის წყალს გადმოყოლილმა ჭიაყელამ წყალი შემაძულა და მინერალურ წყალზე გადავედი, ძალიან ცუდ დღეში ჩამაგდო.
არავის ვურჩევ მინერალური წყლით ჩაანაცვლოს სასმელი წყალი.
0 1 1