x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
პარლამენტში ჩხუბის დროს პიროვნება გარდაიცვლება...

image

(ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი, გაგრძელება, ნაწილი 17)
2003 წელი, 4 იანვარი
...მიხეილ საააკაშვილი ჩაკეტილ წრეში დარჩება. დიდ პოლიტიკურ დარტყმებს მიაყენებენ. ფრთხილად!
ცამეტი წელია ვხედავ, რომ აფხაზეთს ბრძოლით ვიბრუნებთ. ვხედავ, უომრად არაფერი გამოვა!!! ჰოდა, დაიწყება კიდეც...
მნიშვნელოვანია ერთი რამ: აფსუები რუსებს უღალატებენ და ძალიან მწარედაც. რუსებს ძალიან, ძალიან მზაკვრული გეგმები აქვთ აფხაზეთთან მიმართებაში, რომლებიც არ ასრულდება. პირიქით, უკან მიუბრუნდებათ.
ვხედავთ, რუსეთის პრეზიდენტი ძლიერ დასუსტდება. იმ ტერორების გამო, რომლებსაც ჩეჩნები მოუწყობენ (ანუ ტერორების სერიალების გამო), რუსებს შიშის ზარი შეიპყრობს – მთელ რუსეთს.
დიახ, ლტოლვილები უნდა დააბრუნონ ყველგან, რასაც კი მათი ბინძური ხელი შეეხო. ღმერთი უხდის მათ სამაგიეროს.
ქართველ პარლამენტარებს ვაფრთხილებ: ვხედავ, პარლამენტში ერთმანეთს დაერევიან და ჩხუბის დროს პიროვნება გარდაიცვლება. ვიცი, ვინც არის. საწყალი! ასეთია ბედისწერა!
2003 წელი, 5 იანვარი, დილის 8 საათი
ამერიკა მოულოდნელად რუსეთს დაუპირისპირდება აფხაზეთთან დაკავშირებით. მათ ქმედებებს – რუსეთის მთავრობისა, შეაფასებენ, როგორც ავანტიურას და უაზრო მცდელობებს.
ვხედავ, აფსუები ცუდ დღეში ჩაცვივდებიან. ისინი მიხვდებიან, რომ რუსეთი უფრო საშიშია მათთვის, ვიდრე საქართველო.
აფხაზეთში მცხოვრებლებს რუსეთის მოქალაქეობა ძალიან ცუდ და დიდ დარტყმას მიაყენებს. საქმე ისე შებრუნდება, რომ რუსეთის მოქალაქეებმა უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია. ის იდეა, რაც რუსებმა ჩადეს ამ თამაშში, არ გაამართლებს, ისინი მწარედ წააგებენ მომავალში, ვხედავ.
გუდაუთასაც და მთელ აფხაზეთს დატოვებს რუსული ვითომ არმია (არმიაც რომ ჰქვიათ ამ „მარადიორებს!“), ჰოდა, „აფხაზი რუსებიც“ მიჰყვებიან მათ — ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან, ტერიტორია კი საქართველოსია.
მალე ყველაფერი დაიძაბება, კულმინაციას მიაღწევს. ერთმანეთს დაჭამენ. რუსეთის მთავრობა აირევა და ძალიან სერიოზულადაც. ამერიკასთან მიმართებაში მომავალში არასწორ პოლიტიკას გაატარებენ. ვხედავთ, ორმაგ თამაშებს იწყებენ. მუსლიმთა ხელშეწყობას ამერიკა არ აპატიებს და ამაზე ატყდება ერთი ამბავი. პრეზიდენტის მდგომარეობა, ვხედავთ, ძალიან რთულია. იგი ძალიან სერიოზულ თამაშებს წააგებს.
რუსეთში დიდ მიწისძვრას ვხედავ მომავალში. ფრთხილად!
აფხაზეთში – წყალდიდობები; მატარებელს ააფეთქებენ! იწყება მოულოდნელი ბრძოლები. ქართველები გაბედულ ნაბიჯებს დგამენ – აფსუები გარბიან! საქართველო სუფთავდება! ამინ!!!
2003 წელი, 10 იანვარი, დილის 9 საათი
პრეზიდენტი ცდილობს კადრების შეცვლას. ჯერ უცდის, რომ ერთმანეთი დაჭამონ, ამით გზები თავისუფლდება და იწყებს მოქმედებას... მაგრამ ყველაფერი მცდარია. იგი დიდ, უდიდეს შეცდომებს დაუშვებს...
კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, ისე მოუვათ. პოლიტიკაში სულ სხვა ძვრებია, ვხედავ. წინასწარმეტყველებები სრულდება. ეს კი ჩემი საქართველოსი და ჩემი ხალხის გადარჩენაა. ამინ!
2003 წელი, 2 მარტი, ღამის 12 საათი
დღეს, საღამოს 7 საათზე წავედი საპატრიარქოში. უწმინდესი ილია II მელოდებოდა... ორი საათი ვისაუბრეთ.
უწმინდესი მეფერებოდა, მიღიმოდა. იგი გამოცოცხლდა, როცა წინასწარმეტყველებები წავუკითხე. „საოცარია! საოცარია! საოცარია!“ – ამბობდა უწმინდესი.
ვანახე, 1996 წელს რომ მეწერა, პრეზიდენტსა და პატრიარქს შორის იქნება დიდი შეჯახება-მეთქი; მერე ისიც გავაცანი, რაც დღეს – 2003 წელს ხდება და რომ წავუკითხე, ბოლოს რაც მოხდება, შვებით ამოისუნთქა.
„მე ყოველთვის დიდი სიამოვნებით მოგისმენ, ჩემო ლელა!“ – მითხრა უწმინდესმა.
მე ვიცი, პატრიარქო, რომ გწამს ლელა კაკულიას წინასწარმეტყველების, ჩვენი ხედვებისა და ყურს გვიგდებ. ეს მღვდლებმაც იციან.
2003 წელი, 15 მარტი, დილის 7 საათი
საქართველოს მძიმე პერიოდები ელის სარწმუნოების მხრივ, მაგრამ ყოველივე დასრულდება ისე, როგორც ჯერ კიდევ 1992-1995 და ა.შ. წლებში ვწინასარმეტყველებდი. ვერცერთი სექტა ფეხს ვერ მოიკიდებს საქართველოში. ეს ასეა ასი პროცენტით. პატრიარქი გაიმარჯვებს!!!
მომავალში პრეზიდენტი უდიდეს შეცდომებს დაუშვებს. მას შთაგონებული აქვს, რომ დიდი მისია აკისრია, ენერგიებს ფლობს, წინსაწარმეტყველია და საერთოდ, ღმერთზეც მაღალია. ფრთხილად!
ვხედავთ, რომ იგი უძლური ადამიანია, რომელსაც უაზრო აზრები აქვს თავში. ამბიცია არ აძლევს საშუალებას, რომ დამშვიდდეს და ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნდეს. ცოდვაა რელიგიაში ასეთი ჩარევა. ეს მაგალითია მისი სისუსტისა და ამპარტავნებისა, ვითომ ყოველივეს ცოდნისა და ყოვლისშემძლეობისა. ეს უკვე მარაზმია.
ჯერ სად ხართ?! ისეთ ნაბიჯებს გადადგამს (სულელურს), რომ ყველა გაოცდება. ფრთხილად!!!
მალე ყველას, პირველ რიგში კი, პრეზიდენტს, აეხდება ნიღაბი. მართლმადიდებელი ეკლესია პრეზიდენტს დაწყევლის. იგი განწირულია. ასეთია ნება ღვთისა... საქართველოში მისი ნოსტალგია, მისი პერიოდის მონატრება არავის ექნება, არცერთ ქართველს…
ვხედავ, საქართველოში მართლმადიდებლობა ზეიმობს!!!
2003 წელი, 16 მარტი, დილის 6 საათი
პატარკაციშვილს პრეზიდენტი მოთხრის და მოძირკვავს! რატომ? ნახავთ, მისი ტელევიზია და გაზეთები წამოიმართებიან პრეზიდენტის წინააღმდეგ, დიდი სკანდალი ატყდება...
2003 წელი, 30 მარტი, დღის 1 საათი
ვხედავთ, მომავალში იქნება დიდი არეულობები. მაფია ფრთებს შლის პოლიტიკაში. ეს უკვე ძალიან საშიშია. ფრთხილად!
მოდის ძალა, რომელიც არ უნდა მოვიდეს. წავა დიდი ბრძოლები. ისინი მალე გაქრებიან.
...ამერიკის იმედი აქვს საქართველოს პრეზიდენტს და მართლაც, ამერიკა ევროპასა და რუსეთს დაუპირისპირდება, პასუხს მოსთხოვს.
...ვხედავთ, ამერიკა და ინგლისი მსოფლიო ეკონომიკას განაგებენ. დღეს რუსეთი და ევროპა სხვაგვარად ფიქრობენ, მაგრამ ეს ასე იქნება. რუსეთი ამერიკასთან იწყებს საქართველოსთან დაკავშირებით ვაჭრობას. მთელი ძალები თავს მოიყრის საქართველოში, ბაზებზე განლაგდება ნატოს ჯარები, ანუ ქართული ჯარები. თურქეთს ამერიკა აღარ ენდობა და ამით თურქეთი ბევრ რამეს წააგებს. ეს კი საქართველოსთვის მომგებიანია ძალიან.
რუსეთი, სურს თუ არა, საქართველოს დათმობს! ვხედავთ, იკეტება საზღვრები: აფხაზეთი, სამაჩაბლო, მესხეთ-ჯავახეთი. ამინ!
2003 წელი, 3 აპრილი, დილის 7 საათი
...ისევ ვხედავ მრავალჯერ დანახულს: ლტოლვილები აფხაზეთში ბრუნდებიან ასი პროცენტით. ეს საკითხი ძალიან სწარფად გადაწყდება. რუსეთი უძლურია, წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევს საქართველოს.
...ვხედავ, გალში ლტოლვილები შედიან.
საოცარია! გალელებს გალში დაბრუნება არ სურთ! ასეთებს ღმერთი სჯის – თბილისში დაკარგავენ ყოველივეს, თუ საკუთარ სახლში არ დაბრუნდებიან!
ამერიკა საქართველოს ბოლომდე იცავს. რუსეთს საკუთარი თავი აქვს მისახედი. იგი საქართველოდან მოშორდება, ვხედავ და ამოისუნთქებს მთელი საქართველო. ამინ!
2003 წელი, 9 აპრილი
...აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ვიბრუნებთ. სულ სხვა ეტაპები იწყება საქართველოში.
რუსეთი დათმობს ყოველივეს. მართალია, ძალიანაც არ სურთ, მაგრამ 1992 წელს ვთქვი, აფხაზეთის წართმევა და მიერთება რუსეთის მხრიდან ღია, უტვინო თამაშია, რომელიც არასდროს ასრულდება-მეთქი. ამინ!
2003 წელი, 28 ივნისი
მომავალში ვხედავ ახალ ხალხს, ახალი ტალღა მოაწყდება ქართულ პოლიტიკას – მოდიან ახალი კადრები. ნაწილი იმ ახალგაზრდებისა, ვინც მართლა სასწავლებლად წავიდა საზღვარგარეთ, სამშობლოში დაბრუნდება. აქ ჩაერევიან ისეთი ძალები, რომლებიც იმუშავებენ ასეთ ახალგაზრდებზე, რათა მოიზიდონ ისინი საქართველოში. ამაზე ილაპარაკებენ ტელევიზიით
ეს ის ჯანსაღი ძალაა, რომელსაც ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით წლების წინ. ისინი დაიკავებენ თანამდებობებს, მათ ესმით საქმე, ქმნიან ახალ დაჯგუფებებს, ანუ პარტიებს, რომელნიც საქმეს აკეთებენ. მათ ესმით პოლიტიკა, ჰყავთ ლიდერი და ეს ლიდერი ფეხს იკიდებს საქართველოში. ისიც საზღვარგარეთიდან მოდის.
პრეზიდენტი დიდად შეუწყობს ხელს ამ ახალგაზრდებს. ისინი ფეხს იკიდებენ მყარად. გამოჩნდება მათი ცოდნა საქმიან ურთიერთობებში და ხალხს იმედი ჩაესახება. ამიტომ პრეზიდენტი მომავალში მენაგვის როლშია – იგი ხვეტავს პოლიტიკურ ნაგავს, რათა გზა გაუთავისუფლოს ახალ მომავალს საქართველოში. მათი ლიდერი ჩემი და პრეზიდენტის ახლობელი პიროვნება იქნება. წავა დიდი ბრძოლები, მაგრამ ამ თამაშში ვერავინ მოიგებს!
საერთო ჯამში, ყოველივე ის, რაც მოხდება, ვხედავ, საქართველოსთვის სასიკეთოა!
ვიბრუნებთ აფხაზეთს, სამაჩაბლოს და საზღვრები იკეტება უფლის ნებით და ეს დრო ძალიან ახლოსაა.
ვხედავ ახალ ძალებს – მოდიან ახალგაზრდები. ისინი გადაარჩენენ საქართველოს. ეს ასეა!
2003 წელი, 9 ივლისი, ლიკანი
...ამერიკა ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს გადაგამს საქართველოს პოლიტიკაში. ვხედავ, მოსკოვი, ანუ რუსები იძულებულნი არიან, ანგარიში გაუწიონ ამერიკელებს და ბევრ რამეს დათმობენ საქართველოსთან მიმართებაში. სხვა გზა არც რჩებათ, გარდა იმისა, რომ აფხაზეთში დაბრუნებაში დაეხმარონ ქართველებს. ეს ასეა!
ამერიკელები საქართველოში მოუხშირებენ სიარულს. ეს ქართულ არმიას შეეხება. ისინი მოამზადებენ მფრინავებს – დიდ ჯგუფს ქართველებისა მოსამზადებლად ამერიკაში წაიყვანენ.
31-ე ქარხანა ისევ ამუშავდება. აქაც ამერიკელების ხელი ურევია. მომავალში ქარხანა, ვხედავ, საბრძოლო თვითმფრინავებს ამზადებს თანამედროვე სტანდარტებით.
რუსეთს საკუთარი თავი უჭირს. ისინი ფარ-ხმალს დაყრიან. დაინახავენ, რომ საქართველო ჩეჩნეთი არაა, ბატონო!
2003 წელი, 11 ივლისი, ლიკანი
იქმნება ახალი პარტია. მას ბიზნესმენი უდგება სათავეში...
...რუსეთი მოულოდნელად დატოვებს საქართველოს ტერიტორიებს – აფხაზეთს, სამაჩაბლოს, მესხეთ-ჯავახეთს და თუ კი სადმე არიან კიდევ.
2003 წელი, 21 აგვისტო, ურეკი
ვხედავ, მთავრობის ცვლა ისევ იქნება და ყველაფერს ძველებს გადააბრალებენ, როგორც წესია.
...საქართველოსთან თამაშს ღმერთი არ პატიობს რუსეთს – მომავალში მძიმე დღეები ელით. პუტინზე ტერაქტი განახორციელეს, მაგრამ რუსეთმა ეს დამალა. მომავალში, ვხედავ, ვეღარ დამალავს.
ალიევი მკვდარია. მის შვილს ძალიან გაუჭირდება. იქნება ტახტის, გვირგვინის დაკარგვის საშიშროება.
2003 წელი, 12 სექტემბერი, ღამის 4 საათი
...რჩეულიშვილების დინასტიის დამხობას ვხედავ პოლიტიკაშიც და ბიზნესშიც. ასეთია ბედისწერა...
2003 წელი, 14 ოქტომბერი
...რუსეთის ზეგავლენა ძალიან ძლიერი იქნება. ის საუბრები, რომლებიც რუსეთის ჩარევაზე მიდის, არასწორია და ბლეფი. რუსეთი სულ სხვა გზით ერევა, რასაც ჩვენი მთავრობა ვერც კი წარმოიდგენს. ყველაფერი ეს ხდება სამთავრობო ბლოკში და ყველაფერი მოდის პრეზიდენტისგან! დიახ, ასეა. პირს ნუ დააფჩენთ! ძალიან ბევრ რამეს ვხედავ, მაგრამ ჯერ ხმამაღლა თქმა არ მსურს, გაჩუმებას ვარჩევ.
...და ისევ ვიმეორებ: პატარკაციშვილი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ფარდის მიღმა, მაგრამ ეს ნაბიჯები მაინც ჩანს. კი, იგი მეტად ჭკვიანია, მაგრამ ვიმეორებ: ვხედავ, უდიდეს შეცდომებს დაუშვებს მომავალში და წააგებს...
2003 წელი, 14 ნოემბერი, დილის 5 საათი
მთავრობის სახლის წინ მოწყობილი აქცია მომავალში არ გაამართლებს ხალხის იმედებს. ეს საბედისწერო იქნება სააკაშვილისთვის, ანუ „ნაციონალური პარტიის“ წარმომადგენელთათვის. ვხედავთ, ისინი წააგებენ მომავალს. მათ არავინ ენდობა, სასამართლოებს გაუმართავენ.
ომი თბილისში არ იქნება, გამორიცხულია!
...გამოდის მასმედიის კანონი ასი პროცენტით. ეს ბევრ რამეს შეამსუბუქებს და ხალხის ფსიქოლოგიას დაამშვიდებს.
...მომავალში „ნაციონალები“ მწარედ წააგებენ! ბოლოს მათი ლიდერი საბრალდებო სკამზე აღმოჩნდება. თვითონაც რომ ვერ წარმოიდგენს, ეს ისე მოულოდნელად მოხდება. რაც დათესეს, იმას იმკიან.
2003 წელი, 1 დეკემბერი
არჩევნები სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს, განსაკუთრებით, საპრეზიდენტო. დროის გაწელვა არ შეიძლება, სანამ ხალხი გონზე მოვა. რასაც ხალხს დაპირდნენ, ძნელია და თითქმის შეუძლებელი ყოველივე იმის ასრულება. ხელფასები, პენსიები, გადასახადებისგან განთავისუფლება – მოკლე დროში ეს ზღაპარია. ხალხი უკიდურეს მდგომარეობაშია და ისინი ელოდებიან ყველაფერს ერთბაშად – დღეს, ამ საათში, ამ წუთში და არა ერთ, ორ ან სამ წელიწადში. არ არსებობს მოთმენა. ფრთხილად! ფრთხილად!
სააკაშვილი – პრეზიდენტი! მას შეუძლია მასების შეყრა, ხალხის გამოყვანა, სირბილი, გინება, ფურთხება (უკაცრავად) და ა.შ და ა.შ. ენერგია საშინელი, უარყოფითი ენერგიები; თამაში ყველანაირ სიტუაციაში. გაწირავს ყველასა და ყველაფერს, მოიხმარს და მოისვრის განურჩევლად ყველას. ფრთხილად! ძალიან ფრთხილად!
თითქმის არავითარი სერიოზული პოლიტიკური სკოლა არა აქვს გავლილი, არავითარი პროფესიონალიზმი, არავითარი! იგი საშიშია მტრისთვისაც და მოყვრისთვისაც. თავს ვერასდროს დაიოკებს. არ აქვს გლობალური აზროვნება, არა!
მოკლედ, ორი გზა აქვს და ორივე ფატალური — ოღონდ მოგვიანებით, რაღაც პერიოდის მერე. მეცოდება, მაგრამ მე არ მეკითხებიან (რედაქციის შენიშვნა: ხელნაწერში დაკონკრეტებულია, რა იგულისხმება ფატალურობაში).
მზადდება შეთქულება. უსაშინლესი გეგმა აქვთ ჩაფიქრებული – საქართველოს მთლიანი პრივატიზაცია! დიდი სისხლი და განუკითხაობა, მაფია ფრთებს შლის. ისინი მთელ საქართველოში იკიდებენ ფეხს.
მესამე ძალა თავს გამოავლენს და ყველა დაინახავს, ვინ ვინ არის!
2003 წელი, 3 დეკემბერი
მათში ყველაზე ჭკვიანი და მართლაც მოაზროვნე ყოველთვის ზურაბ ჟვანია იყო. იგი, როგორც პოლიტიკოსი, ჩამოყალიბებულია უკვე, მაგრამ გარემოცვა ბლოკავს. ვხედავ, ის სააკაშვილს ვეღარ მართავს, ბურჯანაძის ხასიათი ხელ-ფეხს უბორკავს, ამიტომ იძულებულია, რომ პარტნიორების შემხედვარემ, ითამაშოს საკუთარი გეგმით.
ზურაბ ჟვანია იმ სიგიჟეებს, რაც საქართველოში მოხდება, დიდ წინააღმდეგობას გაუწევს. დაიწყება დიდი ბრძოლები. მოკლე დროში კი… ყოველივე დამთავრდება სწრაფად.
2003 წელი, 5 დეკემბერი
ვხედავ სამეულის დაშლას. ისინი ინანებენ, რომ გაერთიანდნენ. დიდი ომი ატყდება. ისინი სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდებიან. ვხედავ, ერთმანეთის არ ესმით. ახლა ერთმანეთში იწყებენ ბრძოლას ძალაუფლებისთვის.
...სააკაშვილი პრეზიდენტის სკამს ბოლომდე ვერ მოირგებს, ვერ ჩაჯდება. ყველა და ყველაფერი აღსდგება მის წინააღმდეგ. იგი გადაიკიდებს იმ ხალხს, ვისი გადაკიდებაც არცერთ შემთხვევაში არ შეიძლებოდა...
იგი დაერევა ინტელიგენციას და სრულად ჯდება 1937 წელი. საშინელებაა! მაგრამ ვერ მოასწრებს, უბრალოს ვერ მოასწრებს. მადლობა ღმერთს!
დღეს ყველა ფეხქვეშ გაეგება, ხვალ კი ყველა აღუდგება და წინააღმდეგობას გაუწევს. მთელი ინტელიგენცია მის წინააღმდეგ მოიმართება...
საქართველო გადარჩება! ამინ! ამინ! ამინ!
image
1
421
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
421
  
2019, 29 ოქტომბერი, 14:31
მოკლედ,არ გვეშვებით...
0 1 1