x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
Mediator image
ახალი სიტყვა: ისინი სათითაოდ გაქრებიან არენიდან

image

(ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი, გაგრძელება, ნაწილი 19)
2004 წელი, 10 დეკემბერი, თბილისი
ვხედავ, პრეზიდენტისა ხალხს აღარ სჯერა. მისი გამოსვლები ტელევიზიით და ათასი დაპირება, რომ საქართველოს სამოთხედ გადააქცევს, დღეს უკვე ჩანს, რომ დიდი ტყუილია. რა დაპირებებსაც იძლევა, არ სრულდება. ამბობს ერთს და აკეთებენ მეორეს, ანუ საპირისპიროს. პრეზიდენტი ნდობას დაკარგავს. ეს კი მისი დასასრულია. იგი ერევა ვიღაცის გასამართლებაში და მოსამართლეს ტელევიზორიდან მიუთითებს, რომ არ გაუშვას და მიუსაჯოს მას ციხე. ცხვირწინ რომ სარწმუნოებას თელავენ უწმინდურნი, აგინებენ მართლმადიდებელ ერს და ქვეყანას, პრეზიდენტი ამას ვერ ხედავს? ფრთხილად! გაფრთხილდეს! უფლის სახლის დარბევას ღმერთი არ დაუშვებს და ნახავთ ყველა, რომ ისინი დაისჯებიან.
სასულიერო აკადემია დასუფთავდება. ეკლესია მომავალში ისევ მყარად დგას, გაბრწყინებული, ჩვენი მთავრობა კი არა.
იწყება დიდი დაპირისპირებები. პრემიერ-მინისტრი იწყებს დიდ თამაშს. პრეზიდენტი მას გადააყენებს. მეორდება წარსული, ისტორია. ეს ადრეც აღვნიშნე.
ვხედავ, რომ სოროსი საქართველოში მწარედ წააგებს.
ვხედავ მასიურ გამოსვლებს, ხალხის აზვირთებულ ტალღას. მათ მართავს ძალა, რომელიც ძალიან შეაშინებს მთავრობას. ოპოზიცია იკვრება.
მთავრობა ვერ მოერევა. მილიონობით ადამიანი გაყვება ოპოზიციას. მათ არ აინტერესებთ პოლიტიკა, მათ ერთი სურვილი ამოძრავებთ: მთავრობის გადაყენება. ვხედავ, როგორ ყვირის ხალხი „გადადექით!“ ამ ძალას ვერავინ შეაჩერებს.
2004 წელი, 14 დეკემბერი
აზერბაიჯანის პრეზიდენტს საფრთხე ელის. ვხედავ, ოპოზიცია ხმას ამოიღებს. თითქოს ძირფესვიანად მოთხარა ისინი, მაგრამ ყოველივე გარედან ხდება მართვადი. გეგმა „რაც საქართველოში მოხდა“ საქართველოშივე იგეგმება. აზერბაიჯანის პრეზიდენტი არ ენდობა საქართველოს პრეზიდენტს, უფრო მეტიც, ეზიზღება საოცრად. მათ შორის, ვხედავ, დიდი ბრძოლა მიდის; ჯერ ფარულად, მერე კი ღიად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტს გაუჭირდება. თუ კოსმოსი, ენერგიები არ ჩაერთო, იგი წააგებს. ვხედავ გეგმას: რევოლუცია და პრეზიდენტის გაძევება სამშობლოდან. ისინი ხალხში დაძვრებიან...
2005 წელი
წმიდა მამის სიზმარი
ზღვის პირას სველ სილას მიუყვება ხან ერთი და ხან ორი კაცის ნაკვალევი.
- ეს ვისი ნაკვალევია, უფალო?
- იგი შენ მიერ გავლილი ცხოვრების გზაა, შვილო ჩემო.
- კი, მაგრამ, ეს მეორე ნაკვალევი ვიღასია?
- ეს ჩემი ნაკვალევია. მე ხომ მთელი ცხოვრების განმავლობაში შენთან ვიყავი.
- და მაინც მიგიტოვებივარ, უფალო. ზოგჯერ სილას მარტოდმარტო მიუყვება ჩემი კვალი.
- შენ ცდები, შვილო ჩემო. მარტო მიმავალი კვალი ჩემია. შენი ცხოვრების უმძიმეს წუთებში მე ხომ ხელში აყვანილი მიმყავდი…
...და ყოველივე ნათქვამი, დანახული წინასწარმერტყველება მთელ მსოფლიოზე აღსრულდება ბოლომდე. ასეთია ნება უფლისა, ამინ! ამას ვერავინ გაექცევით. მიიღეთ ისე, როგორც ვწინასწარმეტყველებ!
მე მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე საქართველოზე, ჩემს ხალხზე ფიქრსა და წერაში. ასეთი იყო ნება უფლისა.
…და წარმომგზავნეს მე, რათა ვამცნოთ ქვეყნიერებას ყოველივე, რაც მოხდება. ვაი მას, ვინც მე შემეხება, რადგან ის მამას შეეხება!
2005 წელი, 3 იანვარი, თბილისი
ვხედავ, საქართველო უფრო იძაბება. ხალხი გარეთ გამოდის. საშინელი გაჭირვებაა. მაფია ფრთებს შლის. სარწმუნოებას კვლავ ბრძოლას უცხადებენ. ერთი პერიოდი თითქოს შეჩერდება ყოველივე, მაგრამ ეს დროებითია, ვხედავ...
ვხედავ, თითქოს ოსმალო შემოესია საქართველოს, ცდილობენ ცეცხლი წაუკიდონ მთელი ქვეყნის ეკლესიებს. ვხედავ ბინძურ ჩანაფიქრს, ვხედავ მცდელობას, რომ დაწვან სამების ტაძარი!!! ცეცხლი ინთება, მაგრამ უფალი არ დაუშვებს ამ ბარბაროსობას. იგი აღკვეთს ურწმუნოთა ქმედებას და დასჯის მათ სახალხოდ და იქნება ყოველივე და ყველაფერი ხილული მთელი ქვეყნისათვის, რათა გამოფხიზლდეს და გონს მოეგოს ხალხი.
...დაიწყება დიდი გამოსვლები. ვხედავ მიტინგების რბევას, დიდი ძალადობაა ყველგან – ქალაქებსა თუ სოფლებში. მთავრობის პასუხი კი ასეთია: „ეს პერიოდები გაიარა ამერიკამაც და ევროპამაც. ასე იქნება ჩვენთანაც...“ მოკლედ, დიდი ქაოსია.
ვხედავ მაღალი თანამდებობის პირის სიკვდილს. ეს ანგარიშსწორებაა!
დაისადგურებს დიდი შიში. ზემოთ, მთავრობაში აფორიაქდებიან.
პრემიერ-მინისტრს დიდი დარტყმა ელის, ძალიან გაუჭირდება, თითქმის ყველა დაუპირისპირდება. მისი ერთგული ქალი უღალატებს, ზურგს შეაქცევს. დიდი შიში ისადგურებს ირგვლივ.
2005 წელი, 5 იანვარი, თბილისი
ვხედავ, მომავალში ოპოზიცია ფართო გამოსვლებს მოაწყობს, ხმას აიმაღლებენ, მოქმედებას იწყებენ. ოპოზიციის რიგებში გამოჩნდებიან ცნობილი სახეები. დღეს თითქოს ყველა ფრთხილობს, ერიდებიან მთავრობასთან კონფლიქტს, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. ერთიანი დიდი ცეცხლი დაინთება და სახეს არავინ დამალავს. შიში ქრება. იწყება სერიოზული გამოსვლები. მითი ვარდების რევოლუციისა დაიმსხვრევა, ყველა ერთად ალაპარაკდება. უმრავლესობა პარლამენტში იშლება, დიდი დაპირისპირებები წავა ერთმანეთში. ხალხი გაოცებული დარჩება. თუმცა, რაც დათესეს, იმას იმკიან. ჯგუფებად დაიყოფიან, უმრავლესობის ლიდერს აუმხედრდებიან. პარლამენტი ძალიან დაიძაბება, მოითხოვენ ლიდერის შეცვლას. იქნება ლანძღვა-გინება, ცემა-ტყეპა. ვხედავ, აირჩევენ უმრავლესობის ახალ ლიდერს. ისე, მთავრობასაც მობეზრდა მისი დარიგებები... ვხედავ პერიოდებს, როცა ორ კვირაში ერთხელ მინისტრებს შეცვლიან, მოხსნილებს კი დაიჭერენ...
პრეზიდენტი კი დარბის... სად? კაცმა არ იცის. ხალხს ესეც მობეზრდა და იწყება დაბალ ფენაში დიდი უკმაყოფილებები. ეს ის ხალხია, ვინც პრეზიდენტს მხარი დაუჭირა. აი ზუსტად მათგან მიიღებს დიდ უარყოფას.
ვხედავ რუსეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებას. ისინი საქართველოს წინააღმდეგ წამოიმართებიან. ეს რუსეთის დიდი ხნის ოცნება იყო. გეგმაც კი აქვთ შემუშავებული. ორივეს ეშინია რევოლუციისა. მოგებული არავინ რჩება.
საქართველოში ვხედავ ახლა „იების რევოლუციას“. საქართველო გადარჩება, ამინ! ამინ! ამინ!
2005 წელი, 6 იანვარი, თბილისი
აზერბაიჯანი ძალიან დაიძაბება, პრეზიდენტს ეშინია „ვარდების რევოლუციისა“. ხმამაღლა აცხადებს ყოველივეს. ყოველ ღონეს იხმარს, ვხედავ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რომ რევოლუცია აიცდინოს. საშიშროებას, თანაც ძალიან დიდს, საქართველო და მისი მთავრობა წარმოადგენენ. ერთი პერიოდი აზერბაიჯანი საქართველოსთან თითქოს კავშირს წყვეტს. რუსეთის კარზე ხშირად გამოჩნდება აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ერთად გეგმავენ, თუ როგორ მოიშორონ ეს „ვარდების ჭირი“ (ასე დაარქმევენ).
სუსხი უკვე იგრძნობა. ოპოზიცია თავს წამოყოფს. ვხედავ, ისინი თბილისიდან ღებულობენ რჩევებს, არც ერიდებიან. თუ ძალადობა იქნა გამოყენებული აზერბაიჯანის პრეზიდენტის მხრიდან, საქართველო ევროპასა და ამერიკაში გაახმოვანებს ამ ინფორმაციას, ყოველივეს ფარდას ახდის. მოკლედ, პროგრამა „ვარდები“ ახლა აზერბაიჯანში სურთ განხორციელდეს.
ვხედავ გამოსვლებს. ძველი ოპოზიცია ფეხზე დგება, იწყება მიტინგები, გამოსვლები. აზერბაიჯანის პრეზიდენტი სასტიკად გაუსწორდება ოპოზიციას, ყველა ხელმძღვანელს დაიჭერენ, მიტინგებს სასტიკად დაარბევენ. იქნება დიდი ქაოსი. „ევროპის აზრი საერთოდ არ აინტერესებს აზერბაიჯანს!“ – ასე იტყვიან. ფრთხილად! ეს ყოველივე მხოლოდ დასაწყისია. რევოლუცია, ომი... ვხედავ ომს! გეგმავენ, რომ რამდენიმე ქალაქში ერთდროულად დაიწყონ მიტინგები, ხალხი აყარონ. მოკლედ, ვხედავ დიდ შეთქმულებას აზერბაიჯანის პრეზიდენტის წინააღმდეგ. დიდი კრახი ელით. ვხედავ დიდ დამარცხებას. რუსეთი ღიად ჩაერევა. პრეზიდენტის ორი დაახლოებულ პირის ღალატს ვხედავ, ფრთხილად!
2005 წელი, 7 იანვარი
მიწისძვრა ინდოეთში 1994 წელს ვიწინასწარმეტყველე. ათი წლის შემდეგ ასრულდა. დღეს კი ვხედავ, რომ ეს ყოველივე ადამიანის ხელით არის ჩადენილი. ვხედავ სამხედროებს, რომლებიც გამოცდებს ატარებენ ოკეანეში, სწავლებებს მართავენ. ადამიანი საკუთარი ხელით ანადგურებს მშვენიერ პლანეტას. ამდენი ატომური აფეთქება, ამდენი რადიაციული ნარჩენი, სად მიდის ეს ყოველივე? დედამიწის ქერქში, მის გულში რჩება, იწოვება და ეს ყველაფერი იწვევს საშინელ, დამანგრეველ შედეგებს. ესე იგი, ადამიანი აღწევს უმაღლეს ზღვარს, მერე კი იწყება პირველყოფილი პერიოდი!
საინტერესოა, რადიაციის გავლენით თუკი გოგრა, კიტრი, ვაშლი უზარმაზარ ზომამდე იზრდება, რატომ არ გაიზრდება, მაგალითად, ხვლიკი დინოზავრად? ეს ძალიან კარგად იციან ამერიკაში, ევროპაში და აზიაშიც, მათ მთავრობებში, საიდუმლო ორგანიზაციებში.
ადამიანო, მიხვდი ბოლოს და ბოლოს, რომ შენ არ მართავ დედამიწას; იწამე, რომ ყოველივე მართულია ზემოდან! მოგევლინებიან ხოლმე მოციქულნი, მაგრამ... დედამიწა ხომ ერთ–ერთი ცოცხალი ორგანოა კოსმოსისა?!
...და იწყება ყოველივე თავიდან!
ვხედავ, რომ აზია – იაპონია, კორეა, ჩინეთი დიდ გამოგონებებში არიან. იგონებენ, ქმნიან, რათა ჩაიძირონ. ბუნება თუ არ შეაწუხე, ის არასდროს არაფრით შეგაწუხებს, გარდა პატარ-პატარა შემოტევებისა.
დიახ, ვხედავ, ადამიანი საკუთარი ხელით ანადგურებს ყოველივეს, თავისდაჭირად ქმნის ყველაფერ დამანგრეველს. ფრთხილად! ვხედავ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ცუნამებს, წყლის ტალღებს, მიწისძვრებს, დიდ ნგრევებს.
2005 წელი, 9 იანვარი, თბილისი
ვხედავ აღშფოთებულ მასას. ხალხი უკმაყოფილებას გამოთქვამს უკვე ხმამაღლა, მთავრობის პიარი ყელში ამოუვიდათ. შავი ძალები, კრიმინალები ჩნდებიან მინისტრების გვერდზე. მთავრობაში მათი საქმიანი მოძრაობები ხალხს არ გამოეპარება. ისინი ჩნდებიან ტელევიზიით, არც ერიდებიან. მაგრამ ფრთხილად, ხალხს აღარ ეშინია!
ბევრი რამ ამოტივტივდება. ვხედავ ჟურნალისტები ომს, დიახ, ომს გამოუცხადებენ მთავრობას. ისინი გარეთ გამოდიან.
პრემიერ-მინისტრს ძალიან გაუჭირდება. ფრთხილად! იგი ძალიან მალე ძალაუფლებას კარგავს...
ამერიკა და ევროპა ხელმოცარულნი დარჩებიან. მათი შექმნილი მთავრობა არ გაამართლებს. ისინი უკან იხევენ.
კრიმინალები თარეშობენ მონღოლებივით, იქნება ძარცვა-გლეჯა, მკვლელობები. გარეთ დარჩენილი უმუშევარი პროფესიონალი – პოლიციელი თუ მეცნიერი, იარაღს იღებს ხელში არსებობისთვის. ამ მთავრობის კანონი მათთვის კანონი არ არის. პირიქით, ისინი განაცხადებენ, რომ საქართველოს ჰყავს კრიმინალური მთავრობა, რომელსაც უნდა ებრძოლონ და ხალხსაც მოუწოდებენ გარეთ გამოსვლისკენ. და მთელი ერი აღსდგება მათ წინააღმდეგ.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბოხებულების მხარეს გადაიხრება, იგივე თამაშს იწყებს, რაც წარსულში ითამაშა, მაგრამ წააგებს.
პარალელურად უკრაინა იძაბება. მოსკოვი – კრემლი დიდ თამაშებს იწყებს. იუშენკო? გაიგეთ, იგი ვერ იქნება პრეზიდენტი. ძალიან ავადაა. საწყალი, არაფერი ეშველება.
იწყება დიდი ომები. ირგვლივ დიდი შიშია. საქართველო კი გადარჩება!
2005 წელი, 12 იანვარი
ვხედავ, იქნება ომი, შიდა ომი, რომლის გამოტანასაც ხალხში შეეცდებიან. „პიარშჩიკები გვყავს და არა მთავრობა“, – ასე იტყვიან. დაპირებები და დაპირებები, გასუფთავებული ქალაქი, ფეიერვერკები, თანამდებობის პირთათვის საჭირო ღონისძიებები – მხოლოდ მათთვის, მათი შვილებისთვის და არა ხალხისთვის, ლაზერული შოუ, ვითომ საქმიანი ვიზიტები ზღვასა და მთაში სეზონურად. მაგალითად, ბაკურიანში მოეწყო ყინულის ფიგურების გამოფენა, რუსი-უკრაინელი მოდელების ჩვენება, ანუ ქალები... რომელი ერთი დავინახოთ?!
...სანამ პატარა კაცები ზღვაზე ნებივრობენ, გუდაურისა და ბაკურიანის თოვლით ტკბებიან ცოლშვილიანად, საქართველო ივსება უარყოფითი ენერგიებით. ირგვლივ შიმშილია, თითქმის 99 პროცენტი უკვე უმუშევარია. ვხედავ და მესმის იარაღის ჩხრიალი. ფრთხილად! ფრთხილად! ფრთხილად!
მთავრობა კი ძველებური კურსით აგრძელებს ქვეყნის მართვას. მიდის ქონების დატაცება, ბიზნესში ყველას ყველაფერს ართმევენ, ქმნიან ახალ კანონებს, რათა თვითონ იმეფონ. მაგრამ ხალხი არ მოისურვებს 90-იანი წლების თავიდან გავლას და ვხედავ, დიდი ცეცხლი დაინთება.
პრემიერ-მინისტრი არენიდან ქრება! პრეზიდენტი დაარტყამს! იგი ხომ ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს?!
და მთავარი: ვხედავ, რომ ფილმს „მეფე დავით აღმაშენებელი“ ღმერთი კრიმინალებს არ გადააღებინებს — მიტომ რომ ჯერ საქართველოში დავითი არ დაბადებულა! იგი რამდენიმე საუკუნის შემდეგ იბადება.
ფრთხილად! ისტორია ყოველთვის ზუსტად არ მეორდება. დავითს უყვარდა საქართველო და იმიტომ იყო სასტიკი და გადარჩა საქართველო. ჩვენს დღევანდელ მთავრობას კი მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს და წააგებენ სასტიკად!
2005 წელი, 13 იანვარი
პროფესიონალები გარეთ დარჩნენ. უმუშევრების რაოდენობა? მთელი საქართველო!
ხალხი მედიას უარყოფს, ხალხს აღარ სჯერა ინფორმაციებისა. დგება დრო, როცა დიდი გაზეთები დაიხურება. რატომ? ხალხს აღარ აინტერესებს იმიტომ, რომ ტყუილებითაა სავსე, ინფორმაცია შეკვეთილია. აღარც ტელევიზორს უყურებენ. ისეთი დარტყმა აწერიათ ბედისწერაზე ჟურნალისტებსაც და ტელევიზიებსაც, რომ მტრის კარს!
ვხედავ ტერორებს. საპატრულო მანქანები ფეთქდება. არავინ ნებდება და აღარც არავის ეშინია. ბევრი პოლიციელი დაიღუპება. მოკლედ, ამერიკულ-ევროპული მოდელი არ გაამართლებს საქართველოში.
თანამდებობები უკავიათ ყვინჩილებს, უცოდინრებს. პროფესიონალიზმზე ლაპარაკიც ზედმეტია. არავინ არ იცის არც საკუთარი საქმე და არც არაფერი სხვა. მათი განათლება ნულის ტოლია.
ხალხი, ვხედავ, გაბოროტებულია. ქუჩაში გამოდის არა დაქირავებული მასა, არამედ გამწარებული, ნამუსახდილი, დაბეჩავებული, მაგრამ ფაფარაყრილი ნადირის მსგავსი და უკვე მეტად საშიში ადამიანები. ფრთხილად!
გაფრთხილებთ, ვხედავ დიდ შეჯახებებს და ამ ომს, რომელიც მალე დაიწყება, ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. ვხედავ სროლებს...
დიდი ომი გაჩაღდება. ისეთი შურისძიება, რაც აქ მოხდება, ვხედავ, არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა. ასეთია ნება უფლისა ჩვენისა.
ჩემი საყვარელი საქართველო გადარჩება, ამინ! ამინ! ამინ!
2005 წელი, 14 იანვარი
რუსეთს სძულს საქართველოს პრეზიდენტი: „он самозванец! იგი თვითმარქვია, ძალად მოსული პრეზიდენტია, გადატრიალება მოახდინეს“, – ასე ილაპარაკებენ და დაიწყებენ ეკონომიკური სანქციების გამოყენებას. რუსეთს ამერიკა და ევროპა ფეხებზე ჰკიდია, მათი შუამავლობა საქართველოსთან მიმართებაში ფუჭია, ტყუილია. ამერიკა ვერაფერს მიაღწევს – რუსეთი ომისთვის ემზადება. კომუნისტური სულისკვეთებით შეუტევენ საქართველოს მთავრობას, ისეთ დღეში ჩააგდებენ, მტრის კარს! მაგრამ უფალი – ღმერთი არ გაწირავს ჩემს საქართველოს, ჩემს ქართველებს და დიდ გასაჭირს ააცილებს ხალხს. მთავრობას კი დასჯის მამა ღმერთი და ძალიან მწარედაც – დაბადებას აწყევლინებს.
საქართველოში მომავალში ყველაფერი იცვლება – ახალი მთავრობა, მოულოდნელი ახალი სახეები, მართლაც პროფესიონალები საკუთარი საქმისა ძლიერი ნაბიჯებით მოდიან და გადარჩება ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი, ამინ! ამინ! ამინ!
მოდიან მეცნიერები, მოდის ტვინი საქართველოსი. ეს ჯერ კიდევ თხუთმეტი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე. დღეს კი ახალი ლიდერი ჩნდება არენაზე...
საქართველოში აღარასდროს, საუკუნეების განმავლობაში, სხვა ეროვნება მთავრობის სათავეში ვეღარ მოვა.
„საქართველო ქართველებისაა!“ — დიახ, ასე ვხედავ, ასე იტყვიან, ამინ!
2005 წელი, 16 იანვარი, თბილისი
ფრთხილად! ფრთხილად! ფრთხილად! მაგრამ საქართველოს მთავრობას ეს არ ესმის. ისინი ფიქრობენ, რომ ხალხი მშიშარაა, საკმაოდ დააშინეს ამდენი დაჭერებით. ირგვლივ ფსიქოზია, ზეწოლა, განუკითხაობა, კანონი არ კანონობს. ვხედავ დიდ მიტინგებს, მთელი საქართველო გარეთ გამოდის. პიარით თამაში ყელში ამოუვიდა ხალხს.
ვხედავ დიდი პიროვნების სიკვდილს — მას მოკლავენ! და თურმე არ უნდა გეშინოდეს?
იწყება ძარცვა, მკვლელობები, ყველაფერი ერთმანეთში აირევა, წავა ანგარიშსწორებები. პატრულის მანქანები აღარ მოძრაობს, ვხედავ, ეშინიათ. მოკლედ, დიდი განუკითხაობაა. რაც სხვებს გაუკეთეს – წაართვეს მთელი ბიზნესი, სახლები და მანქანები, ცოლ-შვილი ქუჩაში დაუყარეს, იგივეს მიიღებენ მთავრობის წევრები, ოღონდ მათ არავინ დაინდობს, სასტიკი ანგარიშსწორება წავა.
ღმერთო, შენ უშველე ადამიანებს! მაგრამ იმ დროს უფალი იქ არ იქნება, ვერსად იპოვიან, იგი მათთვის იმ დროს არ იარსებებს!
საქართველოს, ჩემ საყვარელ ხალხს ამ სირთულიდანაც გამოიყვანს უფალი, თუმცა მოსახდენი მაინც მოხდება. და დალაგდება ყოველივე არეული, განათდება ირგვლივ ყოველი და იხილავენ ადამიანები ყოველივეს და ირწმუნებენ უფლის სასწაულებს და დაწყნარდებიან.
და ვხედავ მას – „გიორგი ბრწყინვალეს“ და გაბრწყინებულ საქართველოს. საქართველო გადარჩება!
2005 წელი, 18 იანვარი
„უკრაინის პრეზიდენტი იუშენკოა თუ მისი ორეული?“ – ასე იტყვიან. იქაც ზუსტი სცენარია საქართველოსი. ვხედავ, უკრაინა ძალიან დაიძაბება, ომის, დენთის სუნი ტრიალებს. იწყება დაჭერები, მაგრამ ამ პროგრამას ბოლომდე ვერ მიიყვანენ.
იუშენკო ძალზე ავადაა. იგი ნელ-ნელა სუსტდება, პრეპარატები აღარ შველის. ის პრეზიდენტი არ არის, ვერ მართავს სახელმწიფოს, არ შეუძლია. მის ხელქვეითებს არ სჭირდებათ მისი აზროვნება. თუ ვეღარ გაუძლო, ვინ იქნება მომავალი პრეზიდენტი? მოკლედ, ქაოსია. ქალს – მის მარჯვენა ხელს, ესვრიან.
საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის იქნება დიდი უთანხმოება, მათ შორის შავი კატა გაირბენს, დიდი სკანდალი ატყდება. ამერიკა ვერ მოარიგებს. ეს იქნება ორი პრეზიდენტის დასასრულის დასაწყისი.
ვხედავ, ჯორჯ სოროსს კიბო – სიმსივნე აქვს. იგი მალავს ამას, მაგრამ ვერ დამალავს.
რუსეთის პრეზიდენტი საშიშ ნაბიჯებს გადადგამს, გამოუვა კიდეც. რუსები ამოძრავდებიან.
საქართველოში ძალიან გამძაფრდება სიტუაციები, ვხედავ. ხალხი გარეთ გამოდის და მათ ვერაფერი შეაჩერებს. „მოგვატყუა პრეზიდენტმა. ძირს!“ – ისმის კივილი. მთავრობას ვერც „ომონი“ უშველის და ვერც რეზერვისტები... ვხედავ, პრეზიდენტი თავისი ამალით გარბის...
2005 წელი, 25 იანვარი, თბილისი
საქართველოში დიდი ცვლილებები იქნება, ისევ გადანაწილება ხელისუფლებაში, ისევ შიდა ომები. სამეულს ძირი ეთხრება, შიგნით დიდი დაძაბულობაა. ისინი სათითაოდ გაქრებიან არენიდან.
ხალხი ბობოქრობს. ტერაქტები გაგრძელდება. პრეზიდენტს ძალიან გაუჭირდება. იგი მარტო რჩება, არავინ ენდობა. ბრძოლას იწყებს პარლამენტის თავმჯდომარე. პრეზიდენტი მას გაანადგურებს.
მოდის ახალი ძალა, ანუ ძველი ხალხი, ამოფარებული ახალ სახეებს. იწყება ბრძოლები. ხალხს უჭირს, არავინ და არაფერი არ აინტერესებს. „დაუჭამიათ ერთმანეთი“, – ასე იტყვიან.
ის შემართება, რევოლუციური, თოვლივით გაქრა. ხალხს აღარ სწამს არაფრის. მათ მიაჩნიათ, რომ მოტყუვდნენ. ასეც არის, მოატყუეს.
მალე „აჯანყება“ იქნება, ვხედავ. ამჯერად პრეზიდენტი წააგებს, ხალხი მას აღარ მიყვება, ვხედავ. „მისი ყოველი დაპირება ტყუილია“, – ასე ფიქრობს საქართველო. ის წააგებს... ფრთხილად! ფრთხილად! მაგრამ მან სიფრთხილე დაკარგა. ხუთი ათასი კაცი ტაშს გიკრავს? ეს არ არის მთელი საქართველო. ფრთხილად! მაგრამ პრეზიდენტს ეს არ ესმის.
2005 წელი, 12 თებერვალი, თბილისი
ტერორები გაგრძელდება. პანიკა მოიცავს ხალხს, განსაკუთრებით, უცხოელებს. მათ ეშინიათ, ისინი აღარ ენდობიან პრეზიდენტის სიტყვებს. ხალხი ბობოქრობს, მაგრამ ხალხს ლიდერი სჭირდება. საკმარისია იგი გამოჩნდეს და ხალხი მას გაჰყვება.
ვხედავ დამუშავებულ გეგმას. ხედვაში ძლივს ვარჩევ, თითქოს წერია „მიშიკო“. საშინელებაა, პრეზიდენტს სასიკვდილის განაჩენი გამოუტანეს!
პრემიერ-მინისტრზე ადრე ვიწინასწარმეტყველე, საერთოდ ქრება პოლიტიკური არენიდან-მეთქი...
იგივე შემიძლია ვთქვა ამ მთავრობაზეც, ვხედავ, მათი დრო დათვლილია. ისინი არენიდან, პოლიტიკიდან ქრებიან. საერთოდ უცნობი სახეები ჩნდებიან.
ერთი პერიოდი „ლეიბორისტების“ რეიტინგი აიწევს მაღლა, იმიტომ, რომ სხვა ლიდერი არ არსებობს. ხალხი „ლეიბორისტებს“ არ პატიობს წარსულში ნათამაშევ პოლიტიკას, მაგრამ ისინი დღეს ყველაზე უკეთესნი არიან (ასე ფიქრობენ). ხალხი ნელა იკრიბება მათ ირგვლივ, მაგრამ ეს არ არის „მეცნიერთა პარტია“, რომელიც მთავრობაში მოვა.
ვინ არიან „რესპუბლიკელები?“ არავინ, ისინი ქრებიან. ვხედავ, დრო როგორ გაჩერდა. არაფერი კეთდება, მაგრამ გვესმის, რომ თურმე ყველაფერი კარგადაა, რომ საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ძლიერი და მდიდარი სახელმწიფოა, რომ ხალხი მუშაობს, მაღალია ხელფასები, პენსიები და ა.შ. ხალხი, ვხედავ, გააფრენს. დაიწყება დიდი გამოსვლები. ყველა და ყველაფერი აღსდგება ამ მთავრობის წინააღმდეგ.
2005 წელი, 13 თებერვალი, თბილისი
საქართველო კიდევ ერთ რევოლუციას გადაიტანს. ეს არ არის „ვარდების რევოლუცია“, ეს ძლიერი ოპოზიციაა, რომელიც სწრაფად ყალიბდება. გაჭირვება ხალხს აერთიანებს. იმსხვრევა მითი ვითომ დემოკრატიული საქართველოსი, დიდი სიბინძურეები ამოტივტივდება. ვხედავ ხალხის გაოგნებულ სახეებს, ამას ვერც კი წარმოიდგენენ. უამრავი ადამიანი გარეთ გამოდის და ამ ძალას ვერავინ შეაჩერებს.
საქართველო გაიწმინდება, გადარჩება ჩემი ხალხი. იწყება ახალი ეტაპი, მხოლოდ სიკეთისკენ! ამინ!image
2
570
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
Mediator image
570
  
29 ოქტომბერი, 17:19
ბარემ დარეგისტრირებული ხარ და ნაბოდვარი თუ არა რამე სერიოზული დაწერე და არ დამლაიქებელს და არ გამზიარებელს აუფეთქდა 3 კილო ტროტილი უბანში...
29 ოქტომბერი, 14:32
ამ ქალის ნაბოდვარს რომ არეკლამებთ,მაგიტომაც ვერ გამოდიხართ არასერიოზული პრესის არეალიდან.
0 1 2