x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ოჯახური გართობა, შემეცნება და ქვეყნის სიყვარული - რუკა, რომელიც საქართველოს აერთიანებს
image

გაერთიანებული საქართველო თითოეულ ოჯახში - სწორედ ეს არის ინოვაციური პროექტის, "საქართველოს ინტერაქციული რუკის" მთავარი იდეა. ეს არ არის რუკა, მისი სტანდარტული გაგებით, რომელიც წიგნის თაროზე დაიკავებს ადგილს. მას სრულიად განსხვავებული სტრუქტურა და კონცეფცია აქვს. "საქართველოს ინტერაქციული რუკა" არის სამგანზომილებინი რუკა, რომელიც თავად უნდა ააწყოთ, კედელზე მიამაგროთ ან მაგიდაზე მოათავსოთ. ის არის ადმინისტრაციული რუკის ანალოგი, თუმცა მისი თითოეული კუთხე პაზლია. პაზლებზე კი დატანილია ყველა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ერთეული, ქალაქი, დაბა, სოფლები და

კულტურული ძეგლები. პროექტი საქართველოს, ქართული კუთხეების, ტრადიციებისა და კულტურული ძეგლების მეტად დაფასებას და შეყვარებას ისახავს მიზანად. საქართველოს თემატიკის გარშემო ოჯახები გაერთიანდებიან და ერთად ააწყობენ, გააერთიანებენ ქვეყანას.



საერთო ჯამში რუკა 12 პაზლისა და 192 ტრადიციულ-კულტურული შინაარსის რუკაზე დასამაგრებელი ფიგურისგან შედგება.




ერთ პაზლს 16 სიმბოლო მოჰყვება. 11 ძირითადი და 5 პირობითი. მაგალითად, შიდა ქართლის რეგიონის პაზლს ატენის სიონის, უფლისციხის, ყინწვისის ანგელოზისა თუ გორის ციხის მინიატიურული ფიგურებით გააცოცხლებთ. იქვე ნახავთ 5 ზოგად ფიგურას, მაგ, . "დედა ენას", რომელიც შეგიძლიათ განათავსოთ როგორც შიდა ქართლის პაზლზე, ასევე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მიუჩინოთ ადგილი, რადგან ეს წიგნი ზოგადქართული ფასეულობაა.



პაზლს თან ახლავს ბროშურაც, სადაც წაიკითხავთ კონკრეტული მხარის მოკლე მიმოხილვას და იმ ძეგლების ისტორიას, რომლებიც რუკაზე უნდა განალაგოთ. საერთო ჯამში, თქვენ ააწყობთ საქართველოს სამგანზომილებიან რუკას და ამავდროულად მიიღებთ საჭირო და საინტერესო ინფორმაციას ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ.


image


რუკაზე ისტორიკოსმა და კარტოგრაფმა მანანა შეყილაძემ იმუშავა, კონსტრუქციის ავტორი კი ქაღალდის ინჟინერი და უამრავი კრეატიული პროექტის ავტორი კოტე იანტბელიძეა, ტექსტების ავტორია თეა ბარამაშვილი. პროექტში გამოყენებული ფოტომასალის ავტორები არიან ყველასთვის საყვარელი პროფესიონალი ფოტოხელოვანები: ბადრი ვადაჭკორია, გოგა ჩანადირი, ირაკლი გედენიძე და მათთან ერთად სხვა გამოცდილი თუ დამწყები ფოტოგრაფები. ასევე შეხვდებით ხელოვნების სასახლის დირექტორის, ისტორიკოს გიორგი კალანდიასა და ეროვნული მუზეუმის მიერ მოწოდებულ ფოტომასალასაც.



"პროექტის მთავარი იდეა იყო "საქართველოს ინტერაქციული რუკის" შექმნა, რომელიც იქნებოდა შემეცნებითიც, სახალისოც, ინფორმაციულიც და ძალიან მოქნილი, ვინაიდან მისი აწყობა შესაძლებელია როგორც მაგიდაზე, ასევე კედელზე. შეგიძლია, როცა გინდა დაშალო და შეინახო, შემდეგ ისევ ააწყო. პროექტის მიზანია, საქართველოს კუთხეებისა და რეგიონების, ღირსშესანიშნავი ადგილების, კულტურული ძეგლების, ბუნების ძეგლების და ა.შ. პოპულარიზაცია.



გამოიძებნა ოქროს შუალედი, რომლის წყალობითაც იდეალურად დაბალანსდა ინფორმაციის მოცულობა და თამაშის, ოჯახური გართობის, შემეცნების ელემენტები. სწორედ ამიტომ არის "საქართველოს ინტერაქციული რუკა" ასეთი შთამბეჭდავი და სახალისო როგორც პატარების, ასევე დიდებისთვის." - კოტე იანტბელიძე.



30 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით, "საქართველოს ინტერაქციული რუკის" შეძენა "კარფურში" 50%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი. ფასდაკლება იმოქმედებს, როგორც რუკის ცალკეულ ნაწილებზე (კუთხეებზე), ასევე მთლიან კომპლექტზე.





0
47
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0