x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
დედამ საკუთარი შვილი სისხლისმსმელ ზომბად აქცია
image

ფოტოგრაფი Tiffany Renfroe ალაბამადან, სოციალურ ქსელში საკუთარი ოჯახის ძალიან საინტერესო და კრეატიულ სურათებს აქვეყნებს. ფოტოსესია ჰელოუინს უკავშირდება და მისმა განსხვავებულობამ და რეალურობამ სოციალური ქსელის მომხმარებლები ნამდვილად აღაფრთოვანა.

image

ტიფანიმ 11 თვის შვილი, სახელად Oakley, სისხლისმსმელი ზომბის მსგავსად გამოაწყო და მამასთან ერთად გადაუღო სურათები. პატარას გარეგნობა რომ უფრო რეალური ყოფილიყო, ჭუჭყიანი ტანსაცმელი ჩააცვა და საზარელი მაკიაჟი გაუკეთა.


image

ტიფანის მეუღლე დანიელიც ზომბის მსგავსად შეიმოსა და ბავშვთან ერთად პოზირებდა. სურათებზე იგი ნაწლავებგადმოყრილ მდგომარეობაში ჩანს. სინამდვილეში მისი ნაწლავები ტორტის ნაჭრებია, რომლებსაც 11 თვის პატარა ჭამს.

image

imageimage

ფოტოები რომ უფრო შთამბეჭდავი გამოსულიყო, ტიფანიმ ტყეში გადაღება გადაწყვიტა.

image

ფოტოებში საშინელებათა ფილმის - ჰელოუინის მთავარი გმირის, მაიკლ მაიერსის თემაც იქნა განვითარებული. ერთ შემთხვევაში მამა-შვილი ძველი ფარდულის წინ პოზირებს, ხოლო მეორე შემთხვევაში ტყეში მოსეირნე Oakley ჩანს, რომელსაც მაიკლ მაიერსის ფორმაში გამოწყობილი მამა იტაცებს.

imageimageimage


სურათებმა ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მას 153000-ზე მეტი გაზიარება აქვს გამოქვეყნების დღიდან, კერძოდ 23 ოქტომბრიდან.


სურათებთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ორად გაიყო. ბევრს ძალიან მოეწონა მსგავსი ტიპის გართობა, ბევრმაც აღნიშნა, რომ 11 თვის პატარასთვის მსგავსი გადაღება სტრესული იქნებოდა, ვინდაიდან საზარელი კოსტუმირება მას შეაშინებდა.


დედამ აღნიშნა, რომ გადაღების დროს არავინ დაშავებულა და ბავშვსაც არ შეშინებია. კოსტუმირების დეტალები კი, მაგალითად ბავშვის თვალები ფოტოშოფის მეშვეობით იქნა დამუშავებული.



0
317
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0