x
image
კატაპულტი
როდის და რომელი ჯიშის ვაშლი უნდა მიირთვათ?! -სასარგებლო რჩევები
ზოგადად, ხილი ძალზედ სასარგებლოა ორგანიზმისათვის, მაგრამ ვაშლი მაინც გამორჩეულია მასში, რადგან ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების მაღალი შემცველობით ხასიათდება.

image

გარდა იმისა, რომ ვაშლი განსაკუთრებული საკვებია, მნიშვნელოვანია ასევე იმის ცოდნა, თუ რომელი ჯიშის ვაშლი როდის უნდა მიირთვათ. ვიდრე ამას გავეცნობით, მოკლედ მიმოვიხილოთ საქართველოში ფართოდ გავრცელებული ჯიშები, ესენია: გოლდენი, სტარტი, რედი, ბანანი, კეხურა, ანტონოვკა, ბროცკი, ცარსკი, ქართული სინაფი, ივერია. აღნიშნული ჯიშები არის შედარებით მოძველებული და თანდათან მიმდინარეობს მათი ახალი ჯიშებით ჩანაცვლება, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ეს ჯიშები უფრო სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისათვის, ვიდრე ახალი გამოყვანილი.


ასე მაგალითად, ერთ-ერთი ძველი ჯიში, ანტონოვკა ძალზედ სასარგებლოა ბავშვებისათვის, რადგან მასში ორგანული მჟავები უფრო მეტია, ვიდრე სხვა ვაშლებში.პატარებისათვის კარგია ასევე ბანანი და გოლდენი ვაშლი.



შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებისათვის იდეალურია ბროცკი ვაშლი.



გასახდომად და ორგანიზმში ქოლესტერინის შესამცირებლად უმჯობესია მომჟავო გემოს ვაშლი მიირთვათ, ისეთი, როგორც უკვე ნახსენები ანტონოვკა და ბროცკია.

სისხლის ნაკლებობის მქონე ადამიანებმა უმჯობესია მიირთვან ვაშლი, რომელიც გაჭრიდან ცოტა ხანში ფერს იცვლის, მუქდება, რადგან ეს ნიშნავს, რომ მასში რკინის შემცველობა მაღალია.



რაც შეეხება მძაფრი ტკბილი გემოს მოყვარულებს, მათთვის კარგი იქნება შემდეგი ვაშლის ჯიშები დააგემოვნონ: სტარტი, აიდარიდი, ფუჯი, ცარსკი.


თუ გვიან გაზაფხულამდე გსურთ უმაცივროდ შეინახოთ ვაშლი, ამისათვის ადგილობრივი ჯიშის ვაშლი, კეხურა იდეალურია.

ასევე საინტერესოა:

რატომ და როგორ უნდა მიირთვათ ვაშლი?! რა იშვიათი სასარგებლო თვისებები აქვს მას?!

იცით, როგორ უნდა მიირთვათ და შეინახოთ პომიდორი?! - თუ არა, ეს სტატია თქვენთვისაა!

image

რატომ უნდა მიირთვათ ქლიავი?! -ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ


0
584
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
584
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0