x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
საქართველოში 15 000 ვებ-გვერდი გატეხეს

image


საქართველოში 15 000 ვებ-გვერდი გატეხეს - ნათქვამია „პროსერვისის“ განცადებაში.

„დღეს, 28 ოქტომბერს, გამთენიისას საქართველოს კიბერსივრცეზე განხორციელდა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმა. თავდასხმის ერთ-ერთი ადრესატი კომპანია „პროსერვისის“ მფლობელობაში არსებული სასერვეროა, სადაც განთავსებულია სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და მედია ორგანიზაციების ვებგვერდები. თავდასხმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა კომპანია „პროსერვისის“ სერვერებზე განთავსებული დაახლოებით 15, 000 ვებგვერდი.

პრობლემის აღმოჩენისთანავე, კომპანია „პროსერვისი:, შინაგან საქმეთა სამინსტროსთან და დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს პრობლემის სრულ აღმოფხვრაზე. 28 ოქტომბრის, დღის 20:00 საათის მდგომარეობით, აღდგენილია კომპანიის კუთვნილ სერვერებზე განთავსებული ვებგვერდების 50%-ზე მეტი.

კომპანიაში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პრობლემის აღმოსაფხვრელად. პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და ვებგვერდების აღდგენა ხვალ დღის ბოლომდე იგეგმება.

კომპანია პროსერვისი დიდ ბოდიშს უხდის ყველა მის კუთვნილ სერვერებზე განთავსებული ვებგვერდის მფლობელებს და მადლობას უხდის ყველას ამ რთულ წუთებში თანადგომისა და დახმარებისთვის“, - აღნიშნულია „პროსერვისის“ განცხადებაში.

0
102
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0