x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134371
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
რა სურთ კაცებს?

image
იმაზე მეტად, ვიდრე კაცებს, ქალებს გვაინტერესებს რა სურთ ამ უკანასკნელთ. ზუსტად ვიცი, რამდენი ქალიცაა, იმდენი განსხვავებული პასუხია ამ კითხვაზე. ჩვენს გარშემო კაცები სხვადასხვა როლით ჩნდებიან. მშობელი მამა, პაპა, ძმა, ბიძა, მეზობელი, შეყვარებული, თაყვანისმცემელი, მეუღლე, შვილი და ეს სია დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, მათ ყველას განხვავებული მოლოდინები აქვთ ჩვენგან. ოჯახის წევრებს და ახლო ნათესავებს მუდმივად აქვთ იმედი, რომ ვიქნებით სამაგალითოები, გვარის საამაყო წარმომადგენლები, თითით საჩვენებელი ბავშვები :) ძმას ყოველთვის საუკეთესო უნდა ჩვენთვის, ოღონდ თუ სადმე გადავიხვეწებით და ნერვებს არ მოვუშლით! მეზობელი კაცი ალბათ ფიქრობს ნეტა ჩემი შვილი უფრო კარგი გოგოა თუ ეს ჩემი მეზობლის თმაგაწეწილი შვილიო?! ამ კითხვაზე ყველა მამის პასუხი კარგად ვიცით :) ცოტას თუ გავართულებთ, შეყვარებულის ჯერიც მოვიდა. შეყვარებულებს ბევრი უცნაურობა სურთ ქალისგან. უმანკოება, სათნოება, ფულიანი თუ იქნები და მანქანა გეყოლება, ჩათვალე რომ საცოლოობისკენ გადადგი ერთი ნაბიჯი. აუცილებლად უნდა იყო განათლებული, მაგრამ უკეთესია, თუ ბრძნულ აზრებს შენთვის შეინახავ და ძალიან ცოტას ილაპარაკებ. არ უნდა გაბრაზდე, თუ ძილის წინ არ მოგწერს, ან მთელი დღე არ დაგირეკავს, მათი ენით რომ ვთქვა, ტვინი არ უნდა "ბურღო"! ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ ამ ყველაფერს კი არ გეუბნება, ტვინში ატრიალებს და ხმამაღლა არ ამბობს. შენც გიკვირს, რა ჭირს ამ ბიჭსო, მაგრამ ან იმდენად გიყვარს, რომ არ იმჩნევ, ან გულზე სამუდამო დაღს აჩნევ!(ამას გაჯერებენ დაშორების პირველ საათებში).მტრისას თუ თაყვანისმცემელი გყავს და არ გაუმართლე იმედები და ვერ მოგიპოვა, შეიძლება, ისე გაბრაზდეს ამის გამო, უსაზიზღრესი იარლიყი აგაკრას, მარა "ნიჩივო, ვსო პრაიძოტ!" და შეხვდები ბოლოს იმ ერთს! და თუ მართლა შეხვდი-ესეიგი ზემოთ ჩამოთვლილ ტვინის ბურღვებს გაუძლო შენმა რჩეულმა, მაგრამ! თქვენ ერთ ჭერქვეშ ხართ და მას აღარ რჩება დრო, რომ თავისი დაღლილი ტვინი, რომელიც მისი აზრით თქვენი ლაქლაქით დაიღალა, დაასვენოს. ხოდა, რაც აქამდე მალა, ერთიანად იფეთქებს ხოლმე ტექსტით:"რა მინდოდა, რა ცოლი, რის ცოლი!" ვინმე რომ შეხვდება ქუჩაში და კითხვას, ჰა როგორია ქმრობა? ეგრევე მიაჯახებს არ მოიყვანო ცოლი, ძმაოვო! და შენ რაღა დაგრჩენია? იღიმები და ტვინში იმ ტექსტს ამუშავებ ღამე რომ უნდა გამოხვიდე საძინებელში სიტყვით ამ მიქარვის გამო! ხოდა თუ შვილი გეყოლათ, კი იცით იმას რაც ენდომება, და ბოლოს "დე, გოგო უნდა ვნახო და ფული მომე, რააა"არ აგცდება. თან ჩუმად სიგარეტს იყიდის, ზემოდან საღეჭ რეზინს დააყოლებს და მოვა სახლში გვიან! რა უნდა ქნა, ბიჭია:) სხვა ბიჭები რომ დადიან? ქალუსიას იარლიყს ხომ არ ააკვრევინებ სხვის ბიჭებს?

აქედან დასკვნა, კაცებს სურთ აუცილებლად დამჯერი, კარგი დიასახლისი, განათლებული მაგრამ მოდებილო ქალები, რომ არ შემოგეკაპუნოს! უნდა იყო მოვლილი, კარგად ჩაცმული, მაგრამ ამისთვის ფული არ უნდა მოითხოვო. შენი კაცი სხვა ქალს რომ გახედავს, იქვე უნდა დაითხარო ორივე თვალი, რომ არაფერი "მოგეჩვენოს"! ხან სულ არ უნდათ ქალები...მაგრამ ყველას ავიწყდება, რომ სიცოცლის ბოლოს ვინც მათ უვლით ან დედაა, ან მეუღლე, ან შვილი და ან რძალი. და ამ ოთხივეს ერთი რამ აერთაიებთ-ისინი ქალები არიან, სწორედ ისინი, მთელი ცხოვრება რომ ტვინი გიჭამეს, აგიტანეს და არ მიგატოვეს <3

0
53
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ელიაური
მარიამ ელიაური
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0