x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ჩემი სახელია იოზეფ გებელსი
image


"ფიზიკურად ძალიან პატარა ადამიანი ვარ, სულ რაღაც 165 სანტიმეტრი, არასიმეტრიული ფეხებით და საოცრად არაპროპორციული თავის ქალით. მე ლამაზი სიმღერით გავთიშე მთელი ჩემი ერის ცნობიერება და რათქმაუნდა ჩემდაუნებლიედ მივიყვანე ისინი სიკვდილთან, როგორც ზღაპარშია, გსმენიათ ალბათ. მანიპულაციის 100%-იანი გენიოსი, რომელსაც მტრულად განწყობილი სახელმწიფოების ლიდერებიც კი აქებდნენ "არაადამიანური შესაძლებლობების ტვინი", რომელიც იმპერიის სათავეში მოექცა მხოლოდ სიტყვების გამოყენებით და დღეს არავისთვის არის საიდუმლო, რომ ეს დამსახურება მეკუთვნის სწორედ მე, ყველაზე უდიდეს მონსტრს ისტორიაში, ფიურერის პატარა ნაცრისფერ კარდინალს. დარწმუნებული ვარ ნებისმიერი მმათველი იოცნებებდა ასეთი ერთგული ჯარისკაცის ყოლას, რომელიც ბევრისგან განსხვავებით ბოლო წუთებამდე, სიკვდილამდე გაყვა თავის მეფეს და უკვე დიდების პიკზე ასვლისას იწინასწარმეტყველა: "ფიურერთან მე ავღდგები ფერბლიდან, ფიურერთან მე მოვკვდები!". სავარაუდოდ ჩემს მიერ მასების ასე ეფექტურად მართვის საიდუმლო იმალება სწორედ ამაში, მე მთელი გულით მჯეროდა იმ ტყუილის რომელიც მოვახვიე ჩემს თანამემამულეებს და მე ნამდვილად ვიცოდი რაზეც მივდიოდი დამიჯერეთ - ჩვენ სიკვდილის მეუღლეები ვართ! და თქვენ თუ ჩაიხედებით ჩემს დღიურებში, რომლებსაც სიცოცხლის ბოლო დღემდე ვავსებდი, ამოიცნობთ ადამიანს რომელიც ყველაზე ძლიერად ოცნებობდა, რომ მომკვდარიყო თავისი ღმერთისთვის, ფიურერისთვის. ბევრ თქვენგანს ალბათ ეგონება, რომ ეს ყველაფერი უაზრობაა, მაგრამ ჩემი ცხოვრების ბოლო სცენას მე ვუწევ რეჟისორობას უფრო დიდი სიზუსტით, სცენა სცენაზე, და ამ დროს ჩემი შემხედვარე შეიძლება გაიფიქროთ, რა დიდი ენთუზიაზმით მიდის ეს ადამიანი სიკვდილზე.


...და აი ჩემი ცოლი მაგდა უკვე შედის ჩემი 6 შვილის ოთახში, როგორც ხედავთ ყველა მათგანი წევს მაგრამ არ სძინავთ, ბუნკერის კედლები ყოველ წამს ზანზარებს დაბომბვის შედეგად, რამდენიმე საათის შემდეგ ბერლინსაც აიღებენ, მაგდა ღიმილით ამბობს: "ბავშვებო, ნუ გეშინიათ ახლა ექიმი გაგიკეთებთ ნემსს, რომელსაც ყველა ჯარისკაცს უკეთებენ ფრონტზე". ამის შემდეგ ის გადის ოთახიდან, ექიმი იწყებს ბავშვების ორგანიზმში მორფის შეყვანას.. 10 წუთის შემდეგ მაგდაც ბრუნდება, ბრუნდება იმისთვის რომ ექვსივე მძინარე ბავშვს კალიუმის ციანიდი ჩაუდოს პირში. და აი ჩემი მაგდა, წაშლილი და გათეთრებული შემოდის ჩემს ოთახში და აცრემლებული მეუბნება: "ბავშვები აღარ არიან... ახლა ჩვენ თავს უნდა მივხედოთ", ამ რეპლიკაზე მე მას ვპასუხობ პირდაპირი ციტატით ნიბერლუნგებიდან "უნდა ვიჩქაროთ, ცოტა დრო გვაქვს". რამდენიმე წამის შემდეგ მტკიცედ და აბსოლიტურად დარწმუნებით ვიღებ პისტოლეტს, ვადებ მას საფეთქელს და წამის დაკარგვის გარეშე ვასხმევინებ ჩემს თავს ტვინს. მაგდა კი კალიუმის ციანიდს ყლაპავს..


...და აი მთლიანი ვალჰალა იშლება ჩემს თვალწინ...




image


მაშ ასე ქალბატონებო და ბატონებო, ეშმაკის ეშელონიდან, რომლებიც დედამიწაზე იყვნენ მეოცე საუკუნეში ის იყო ერთერთი, რომელსაც გაქცევის მცდელობაც კი არ ჰქონდა და რომელიც სამუდამოდ დარჩება კაცობრიობის ისტორიაში, როგორც თანამედროვე რეკლამის ტექნოლოგიების დამფუძვნებელი მამა, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ყნოსვით გრძნობდა ხალხის მოთხოვნილებას და ხასიათს, იცოდა რა, სად ელაპარაკა და მეტიც შეეძლო ემართა მთლიანი მასები, რომელსაც ასწავლა სწორად ფიქრი, სწორად ქმედება, სწორად ცხოვრება, სწორად სუნთქვა დროის მინიმალურ მონაკვეთებში. ადამიანი რომელმაც შექმნა ფსიქოლოგიური მანიპულირების სისტემა, რომელსაც ანალოგი არ აქვს, რომელსაც ომის ბოლო დღემდე კი ერთი ჩავარდნაც არ ჰქონია, სისტემა რომლის დამსახურებითაც 12 წლის ბავშვები შეძახილებით "ჰაილ ჰიტლერ!" სისხლის ბოლო წვეთამდე ებრძოდნენ მტერს ბერლინში და უარს ამბობდნენ ტყვედ ჩაბარებოდნენ საბჭოთა ბარბაროსებს.


29 ოქტომბერი პროპაგანდის დიდი გენიოსის დაბადების დღეა.

1
552
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
552
  
2020, 11 მაისი, 10:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1