x
მეტი
  • 21.11.2019
  • სტატია:96737
  • ვიდეო:343736
  • სურათი:458623
არამიწიერი სილამაზე: მედუზას დღისთვის ამ წყალქვეშა ცხოველის საუკეთესო ფოტოები შეაგროვეს
ცოტა თუ უფიქრდება, რომ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ არსებები, რომლებიც დედამიწაზე დინოზავრების გაჩენამდე დიდი ხნით ადრე არსებობდნენ.


image

ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ პირველი მედუზა პლანეტის ოკეანეებში 650 მლნ წლის წინ გამოჩნდა.


image


იდუმალი გამჭვირვალე და გრაციოზული მედუზა უკვე საუკუნეებია ადამიანის აღფრთოვანებას იწვევს. მისი ეშინოდათ და აღტაცებულნი იყვნენ, მედუზას წარმოშობაზე ლეგენდებიც კი არსებობს. იაპონელი აკვარიუმისტები სახლის აუზებში მედუზებზე დაკვირვებაზე გიჟდებიან: მათი სილამაზე და მონოტონური მოძრაობა ნერვებს ამშვიდებს.


image

ხალხს უძველესი უხერხემლოების ცხოვრების თავისებურებები იმდენად აინტერესებს, რომ 3 ნოემბერი მედუზას მსოფლიო დღედ აღიარეს.


ორგანიზმის აგებულება

მედუზა ჟელეს მსგავსი სხეულის სტრუქტურით, რადიალური სიმეტრიით და საცეცებზე უნიკალური მსუსხავი უჯრედებით გამოირჩევიან. დაჭერის დროს ეს უჯრედები სკდება და მსხვერპლის პარალიზებას იწვევს.


image

პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ორგანიზმია. მედუზას ტვინი, ნერვები, გული და სასუნთქი ორგანოები არ აქვს. მათი ნახევრად გამჭვირვალე სხეული ეპიდერმისის უჯრედების, შუა მეზოგლიის და წყლისგან შედგება. სხვადასხვა სახეობებში წყლის რაოდენობა 94-დან 98%-მდე მერყეობს.


image

სასიცოცხლო ციკლი კვერცხის განაყოფიერებით იწყება, რომელიც შემდგომ პოლიპებად გარდაიქმნება. რამდენიმე თვის, ზოგჯერ წლის შემდეგ პოლიპი ძლიერი, ზრდასრული და თავისუფლად მოცურავე მედუზა ხდება.

ზოგიერთი სახეობა დღეში 40 ათას განოყიერებულ კვერცხს დებს.


უკვდავები ჩვენ გვერდით

მედუზას Turritopsis nutricula შეიძლება თითქმის უკვდავი ვუწოდოთ: სიკვდილის წინათგრძნობის დროს ფსკერზე ეშვება, საცეცებს იშორებს და პოლიპის სტადიას უბრუნდება. რამდენიმე თვეში კვლავ ახალი მედუზას ფორმას იღებს.


image

თავიდან აღმდგარი არსება წინას ზუსტი გენეტიკური ასლია. თეორიულად თავიდან დაბადების ციკლი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.


image

ზღვის ბიოლოგები და გენეტიკის სპეციალისტები ამ არსებების უჩვეულო უნარს სწავლობენ და ცდილობენ დნმ-ს ელემენტების აღმოჩენას, რომლებიც გაახალგაზრდავების პროცესზე არიან პასუხისმგებელნი.


ზომას მნიშვნელობა აქვს

მედუზა არა მხოლოდ მარილიან ზღვასა და ოკეანეებში, არამედ მტკნარ წყალშიც ცხოვრობს. ამასთან მტკნარ წყალში მობინადრე აბსოლუტურად უსაფრთხოა.


image

ბუნებაში ყველაზე დიდი მედუზის, არქტიკული ციანეს საცეცები 35-37 მეტრს, ხოლო გუმბათის დიამეტრი 2, 5 მეტრს აღწევს. ეს სახეობა პლანეტაზე ყველაზე გრძელი არსებაა.


image

მისი მეტოქის, მედუზა Nomura-ს წონა 220 კგ-ს აჭარბებს, ხოლო გუმბათის დიამეტრი ადამიანის სიმაღლის ტოლია.

უჩვეულო მედუზა პორტუგალიური გემი სინამდვილეში მონათესავე ორგანიზმების კოლონიისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებენ. თხელი საცეცები 50 მეტრს აღწევს.


image

ერთი შეხედვით სუსტი არსებები ოკეანეში 10 კმ სიღრმეში ცხოვრობენ.


ასევე დაგაინტერესებთ:

ეს პუმა ზოოპარკიდან გადაარჩინეს და ახლა დიდი შინაურული კატაა

image

25 სურათი იმის შესახებ, რომ დედა აფრიკაშიც დედაა

image

“ცხოველთა მომთვინიერებელი”: ირლანდიელი ფოტოგრაფის კაშკაშა სელფები ცხოველებთან ერთად

image

15 იმდენად იშვიათი ცხოველი, რომ მათი არსებობის დაჯერებაც კი გაგიჭირდებათ

image

15 ცხოველი, რომელზეც დედა ბუნებამ კარგად იმუშავა

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
94
2-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
94