x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
ჩარლზ ბუკოვსკის "ათი რჩევა ახალგაზრდებს"

ჩარლს ბუკოვსკი

1. ნუ დასჯერდები მინიმუმს;

მე მინდოდა მთელი მსოფლიო, ან არაფერი.

2. გიყვარდეს საკუთარი თავი;

არასოდეს შევხვედრივარ ისეთ კაცს, რომელიც სიამოვნებით ვიქნებოდი.

3. იცხოვრე სავსე ცხოვრებით;

საშინელება სიკვდილი კი არა, ის გამოფიტული სიცოცხლეა, რომელსაც ადამიანები სიკვდილამდე ატარებენ. ზოგიერთი ადამიანი არასოდეს გიჟდება, წარმომიდგენია, რა მოსაწყენი ცხოვრება აქვთ.

4. ნუ შეგეშინდება ტკივილის, მის გარეშე ბედნიერებას ვერ გამოსცდი;

უნდა მოკვდე რამდენჯერმე, იმისთვის, რომ ნამდვილი ცხოვრება გამოსცადო.

5. იყავი ის, რაც ხარ და კომპლექსების გარეშე გამოხატე საკუთარი თავი;

უმჯობესია გააკეთო მოსაწყენი რაღაცები საკუთარი სტილით, ვიდრე სახიფათო – სტილის გარეშე.

6. უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე გგონია;

ზოგჯერ, როცა საწოლიდან დგები და გარეთ გასვლას აპირებ, ფიქრობ, რომ ვერ შეძლებ, მაგრამ მერე გახსენდება რამდენჯერ გიფიქრია მსგავსი რამ და გეცინება.

7. ნუ შეგეშინდება სიკვდილის;

სიკვდილი ჩემს მარცხენა ჯიბეში მიდევს. ზოგჯერ ამომაქვს და ველაპარაკები: გამარჯობა პატარავ, როგორ ხარ? როდის უნდა მესტუმრო? მზად ვიქნები.

8. გქონდეს თვითრწმენა;

სამყაროს მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჭკვიანი ადამიანები ეჭვებით არიან სავსე.

9. ნუ მიიღებ ცხოვრებას ზედმეტად სერიოზულად;

ზოგჯერ რაღაცები უბრალოდ უნდა გაატარო.

10. მარტოობაზე ბევრად უარესი რაღაცებიც არსებობს.

რა თქმა უნდა, მარტოობაზე უარესი რაღაცებიც არსებობს, მაგრამ ამის გაცნობიერება დიდ დროს მოითხოვს, ხოლო, როცა აცნობიერებ, უკვე გვიანია.

0
163
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0