x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აუცილებელი არაა მარილიანი იყოს: ჩემი ბავშვები ვაშლის ომლეტზე გიჟდებიან
ამ რეცეპტისთვის შეგიძლიათ ნებისმიერი ხილი გამოიყენოთ. ეს ომლეტი უფრო მსუბუქ და ძალიან წვნიან დესერტს ჰგავს. ქერქი კი ხრაშუნა და შებრაწული აქვს.


image

ინგრედიენტები:

4 ს/კ შაქარი


150 გრ ორცხობილა

2 კვერცხი

1 ს/კ ლიმონის წვენი

კარაქი გემოვნებით

1 ვაშლი


image

ვაშლი გარეცხეთ, საშუალო ნაჭრებად დაჭერით, 150 მლ წყალი დაასხით და მოხარშეთ. ის რბილი უნდა იყოს, მაგრამ არა პიურეს მდგომარეობამდე. შემდეგ კანი მოაშორეთ, კარაქის ნაჭერი, შაქარი და ლიმონის წვენი დაუმატეთ. აურიეთ. მასა მაცივარში შეინახეთ, რომ სრულად გაგრილდეს.


image

ახლა კვერცხი კარგად ათქვიფეთ. მასა აფუებული უნდა იყოს. შემდეგ კვერცხი და ვაშლის მასა ფრთხილად აურიეთ.


image

საცხობ ფორმას კარაქი წაუსვით. ფორმის ძირში დაქუცმაცებული ორცხობილა მოაყარეთ. ვაშლის მასა დაასხით და ზემოდან კვლავ ორცხობილა მოაყარეთ.


image

საშუალო ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში ნახევარი საათით აცხვეთ. თქვენ მსუბუქ და მკვებავ საუზმეს მიიღებთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

ბიუჯეტური და ძალიან გემრიელი წასახემსებელი სადღესასწაულო სუფრაზე

image

გემრიელი პაშტეტები საკუთარი ხელით

image

ცხელი ლავაშის რულეტი კარტოფილით და სოკოთი: წასახემსებელი, რომელსაც ყველაზე მეტად აქებენ

image

ყველაზე სასარგებლო პური სხეულის ფორმებისთვის: მარცვლეულით და საფუარის გარეშე

image

ნაზი, როგორც ღრუბელი - იაპონური ფუნთუშა „ჰოკაიდო“

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
247
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
247