x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მომავალი წლიდან ტექნიკური დათვალიერება მკაცრდება?!
ავტომობილის ტექნიკური დათვალიერება 2019 წლიდან ყველასათვის სავალდებულო გახდა. აღნიშნული პროცედურა უმრავლესობამ უკვე გაიარა, ნაწილმა წარმატებით, ნაწილმა წარუმატებლად, თუმცა სამომავლოდ, არის საუბრები, რომ ტექნიკური დათვალიერება უფრო გამკაცრდება. ეს გასაკვირი არც არის, რადგან მძღოლების დიდი ნაწილი სხვადასხვა მანიპულაციებს მიმართავს ავტომობილის გამართულობის საბუთის მისაღებად, და არა სატრანსპორტო საშუალების მწყობრში მოსაყვანად. კერძოდ, გამონაბოლქვის შესამცირებლად, საწვავში ურევენ სხვადასხვა დანამატებს ან დროებით მოიხმარენ მაღალი ხარისხის საწვავს ( საწვავის ხარისხის ზოგადი დაბალი დონე კიდევ ცალკე საკითხია, რომელიც კონტროლს საჭიროებს); ასევე ხშირია საბურავების თხოვება ან ქირაობა უშუალოდ ტექნიკური დათვალიერებისათვის და ა.შ.

image


ყოველივე ზემოთაღნიშნულის გამო, შესაბამისი ორგანოები მუშაობენ საკითხზე, თუ როგორ აღმოფხვრან ხსენებული ჩავარდნები. უკვე ცნობილია, რომ 2020 წლის 1 იანვრიდან ავტომობილებს, რომელთაც ვიზუალურად ექნებათ მომეტებული გამონაბოლქვი, ამასთან ეს უკანასკნელი იქნება მუქი ან ნაცრისფერი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გადაამოწმებენ ჰაერის დაბინძურებაზე შესაბამისი აპარატით.


ასევე იგეგმება:

ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, ავტოსატრანსპორტო საშუალებებს აუცილებლად ჰქონდეთ კატალიზატორი.



ყურადღება მიექცევა ასევე ვიზუალურ მხარეს, გარეგანი დაზიანება ხელს არ უნდა უშლიდეს უსაფრთხო მოძრაობას.


ასევე შესაძლებელია შემოწმდეს ავტომანქანის სალონის გამართულობა, კერძოდ: ღვედები ( რაც ზოგიერთ შემთხვევაში ამჟამად არ მოწმდება), სალონის განათება, სავარძლების მდგომარეობა.


ასევე იგეგმება და ვფიქრობ, ეს აქამდეც უნდა შემოწმებულიყო, რომ ავტომობილში აუცილებლად იყოს ცეცხლმაქრი და აფთიაქი, აუცილებელი ინვენტარით პირველადი დახმარებისათვის.



1 იანვრიდან შესაძლოა სათადარიგო საბურავის ქონაც აუცილებელი მოთხოვნა იყოს.


თუმცა ჯერჯერობით ზემოთაღნიშნული არცერთი მოთხოვნა ოფიციალურად დადასტურებული არაა.


თქვენთვის საინტერესოა:

როგორ გადიან ქართველი მძღოლები ტექდათვალიერებას?!

რა მოხდება, თუ ჩვენს ავტომობილში ზეთს დროულად არ გამოვცვლით?!

image

3
607
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
607
  
2019, 13 ნოემბერი, 23:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 5 ნოემბერი, 2:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 28 ოქტომბერი, 21:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3