x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რუსეთის მოქალაქეებმა მეგობარი და მტერი ქვეყნები დაასახელეს
image


გამოკითხულ რესპონდენტთა აზრით, ამერიკის შეერთებული შტატები რჩება იმ ქვეყნად, რომელთანაც ჩვენ ყველაზე დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთს.



რუსების 45% ჩინეთს რუსეთის მთავარ მეგობარ ქვეყნად მიიჩნევს. გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა (ВЦИОМ).).


რუსეთისთვის ყველაზე მეგობრული ქვეყნებში სიაში შევიდნენ ბელორუსია და ყაზახეთი -შესაბამისად გამოკითხულთა 30% და 21%-ი.



რუსები კვლავ თვლიან, რომ ქვეყანას ყველაზე დაძაბული ურთიერთობა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან (გამოკითხულთა 67%), ასევე უკრაინასთან (53%), დიდ ბრიტანეთთან(25%) და პოლონეთთან.


რუსების აზრით საფრანგეთთან და გერმანიასთან ურთიერთობა გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ამ სახელმწიფოებს მეგობრად მიიჩნევს, შესაბამისად გაიზარდა 10% და 9%.-ით.


ამასთანავე რუსების მესამედზე ცოტა ნაკლები (31%) შიშობს, რომ რუსეთზე სამხედრო შეტევა განხორციელდება, ამათგან ნახევარზე მეტი (53%) მიიჩნევს, რომ ასეთი საფრთხე შეერთებული შტატებისგან არის მოსალოდნელი.

0
1554
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1554
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0