x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
იცით რატომ უქვეითდება თქვენს ბენზო ხერხს ძალა და შემდგომში საერთოდ არ იქოქება

image შემოდგომაა, ზამთარი მოდის და ზამთრისათვის საჭირო შეშის დამზადების დროცაა.
სოფელში და არა მარტო სოფელში ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ბენზო ხერხი, რომელიც დამეთანხმებით შეუცვლელი ინსტრუმენტია ოჯახში. მისი დახმარებით შრომა მარტივდება და ეს არ ეხება მხოლოდ შეშის დახერხვას.
პირადად სოფელში ციტრუსის, თხილის და ბამბუკის პლანტაციები გვაქვს, აღნიშნული ხერხი კი იდეალური დამხმარეა აღნიშნული პლანტაციების გასაწმენდად და გასაყიდი ბამბუკების მოსახერხად.
ბევრჯერ მინახავს, როცა ბენზო ხერხს ვერ ქოქავენ და ამას ეგრევე ანთების სანთელს ("სვეჩი") აბრალებენ, მიდის მისი მოხსნა ბენზინით გაწმენდა და ცეცხლის ალზე გაშრობა, თუმცა შედეგი იგივე რჩება.
ზოგსაც ელექტრო ნაპერწკლის სუსტ იმპულსზე მიაქვს ეჭვი და ბენზო ხერხს ხელოსნისაკენ მიარბენინებს.
ბევრჯერ მითქვამს სამხედრო ინჟინერი, რომ ვარ და თან ბავშვობიდან მიყვარს ჩხირკედელაობა, ასაკმა გამოცდილება შემძინა, გამოცდილებამ კი ცოდნა და დღეს ბევრ გამოცდილ ხელოსანს ფორასაც მივცემ იქნება, ეს ბენზო ხერხის შეკეთება, ელექტროგაყვანილობის გაყვანა თუ საოჯახო ტექნიკის შეკეთება.
ბენზო ხერხის მუშაობისას მისი სიმძლავრის დაცემას ან სულაც ჩაქრობას კი ხშირად მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს-ჰაერის ფილტრის დაბინძურება.
რა უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში!
ვხსნით ფილტრის და კარბურატორის დამცავ ხუფს

ვხსნით დაბინძურებულ ფილტრს და ვცვლით ახლით, თუ არ გვაქვს ახალი ფილტრი, დაბინძურებულ ფილტრს ვრეცხავთ ბენზინით და ვაშრობთ ჰაერის ტემპერატურაზე, არაა სასურველი მისი გაშრობა ცეცხლთან ახლოს ან თმის საშრობით.

თუ ფილტრის ქვეშაც აღმოჩნდა მტვერი და ჭუჭყი მასაც ვასუფთავებთ სუფთა ნაჭრის და სახრახნისის დახმარებით, სახრახნისზე დახვეული ნაჭრით შესაძლებელია ისეთი ადგილების და კუთხეების გაწმენდა, რასაც ჩვეულებრივ ხელით, ნაჭრის დახმარებით ვერ გავწმენდთ.

გარდა ამისა აუცილებელია ბენზინის და ზეთის ნარევი ბენზო ხერხის მწარმოებლის მიერ მითითებული პროპორციებით იქნას შეზავებული და აღნიშნული ნარევი აუცილებლად ფილტრიანი ძაბრით იქნას ჩასხმული საწვავის ავზში.
დაიმახსოვრეთ!-თუ საწვავის ხუფი ჰერმეტულად არ იხურება ბენზო ხერხის დაქოქვის შანსი მიზერულია, რადგან კარბურატორიდან მომავალი ზედმეტი საწვავის მილი ვაკუუმის არარსებობის გამო კარბურატორს არ აძლევს საშუალებას ბენზინი გადაქაჩოს კარბურატორში და შესაბამისად ძრავის წვის კამერაში.
საწვავის ავზში მოთავსებულია ფილტრი, რომელიც ბენზო ხერხის ინტენსიურად გამოყენების შემთხვევაში რამდენიმე თვეში ერთხელ ამოსაღები და გასარეცხია ან სულაც შესაცვლელი.
აუცილებლად გამოიყენეთ მითითებული ოქტანობის ბენზინი და აუცილებლად ორ ტაქტიანი ძრავებისათვის განკუთვნილი ზეთი.
ამით პრობლემებსაც აირიდებთ, ზედმეტ ხარჯსაც და შესასრულებელ სამუშაოსაც სწრაფად და ხარისხიანად შეასრულებთ.

0
427
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
427