x
მეტი
  • 20.11.2019
  • სტატია:96725
  • ვიდეო:343731
  • სურათი:458628
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მავნე ჩვევების შეცვლა

image

თავდაპირველად, იმისათვის, რომ ადამიანმა დაიწყოს ზრუნვა ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევების თავიდან აცილებისთვის, უნდა ჰქონდეს საკმარისი სურვილი და მოტივაცია.ზოგიერთ შემთხვევაში ატიტუდის შეცვლაზე ორიენტირებული მიდგომები შიშზე აპელაციასაც ახდენენ, რისი ძირითადი იდეაც არის ის, რომ თუ ადამიანს შეეშინდება, რომ გარკვეული ჩვევა მის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად იმოქმედებს, ის უფრო მზად იქნება ამ ჩვევის შესაცვლელად.შიშმა შეიძლება გაუჩინოს ადამიანს ქცევის შეცვლის სურვილი, მაგრამ ამისათვის ის კომბინირებული უნდა იყოს რეკომენდაციებთან ჯანმრთელობის ხელშემწყობი ქცევების ეფექტურობაზე და სარგებელზე, რომლის გარეშეც აზრი არ ექნებოდა შიშზე აპელაციას. ადამიანებს აქვთ ტენდენცია, შეცვალონ თავიანთი ცუდი ჩვევები სწორი ინფორმაციის არსებობის საფუძველზე.
ამისათვის აუცილებელია რამდენიმე პირობა:

* ინფორმაცია მიწოდებულ უნდა იქნას რაც შეიძლება თვალსაჩინო და „ცოცხალი“ სახით, ნებისმიერი აუდიტორიისთვის გასაგები ენით;

* ინფორმაციას უნდა აწვდიდეს აუდიტორიისათვის ნაცნობი და ავტორიტეტული ფიგურა, რომლის სიტყვებსაც გარკვეული ფასი აქვს საზოგადოებასა თუ კონკრეტულ აუდიტორიაში;

* ძლიერი არგუმენტები ტექსტის თავში და ბოლოში უნდა იყოს მოცემული და არა შუაში გაფანტული, რადგან, როგორც წესი, შუაში მოცემული ინფორმაცია უფრო ნაკლებად ამახსოვრდებათ ხოლმე;

* მესიჯები უნდა იყოს მოკლე, ნათელი და პირდაპირი;

* ზედმეტად მომთხოვნი მესიჯები ნაკლებად ეფექტურია;

* დაავადების გამოვლენაზე მიმართული ქცევებისთვის უფრო ეფექტურია იმის ხაზგასმა, თუ რა მოხდება ამ დაავადებების გამოვლენის დაგვიანებისას, ხოლო ჯანმრთელობის ხელშემწყობი ქცევებისთვის უფრო ეფექტური იქნებოდა იმის ხაზგასმა, თუ რა დადებითი შედეგები მოყვება ამ ქცევებს.

* თუ აუდიტორია მზად არის ქცევის შესაცვლელად, მიწოდებული ინფორმაცია ხაზს მხოლოდ დადებით მომენტებს უნდა უსვამდეს, მაგრამ თუ აუდიტორია ჭოჭმანობს, აუცილებელია ორივე მხარის გაშუქება - არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების საშუალებით.

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:სესილი გოგიბერიძე
სესილი გოგიბერიძე
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0