x
მეტი
  • 20.11.2019
  • სტატია:96725
  • ვიდეო:343731
  • სურათი:458628
ამ სტატიის ნახვის შემდეგ მიხვდებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დამოკიდებულების შეცვლა
image

დღესდღეობით, ინტერნეტ სივრცე არის ადგილი, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი 24 საათიდან, საშუალოდ 10-12 საათს მაინც ატარებს. ამას გარდა, საყურადღებოა ისიც, რომ დროთა განმავლობაში, სუსტი ფსიქიკის მქონე ადამიანები ადვილად ეჯაჭვებიან სოციალურ ქსელებს, რაც თავისთავად გულისხმობს ნელ-ნელა " რობოტად "ქცევას.
ალბათ, თითოეული მშობლისთვის საყურადღებოა ის, თუ რატომ ატარებენ შვილები თითქმის მთელ თავისუფალ დროს ინსტაგრამსა და ფეისბუქში.
აღმაშფოთებელია, იმ მოზარდთა რაოდენობა, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულეს, ხოლო მიზეზად ინტერნეტ თამაშები დაასახელეს.

მაინც რა არის ის საკითხი, რაზეც მშობლებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ?

1)ყურადღება მიაქციეთ იმას თუ რა დროს უთმობს თქვენი შვილი ამა თუ იმ სოც. ქსელს, რამდენად აქტიურია, რა შინაარსის ე.წ პოსტებს ტვირთავს და ა.შ.
2) დააკვირდით მის დამოკიდებულებებს ოჯახის წევრების, კლასელებისა და მეგობრების მიმართ.
3)განსაკუთრებით საყურადღებოა 11-16 წლამდე ბავშვები, რომლებსაც განსაკუთრებით სუსტი ფსიქიკა აქვთ, შესაბამისად უფრო მარტივი მათზე ზემოქმედება, ისე რომ თავად ვერც იაზრებენ თუ რა მავნე ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან.
4) ფსიქოლოგები აღნიშნავენ იმასაც, რომ არა მარტო სოც.ქსელები, არამედ ასაკისთვის შეუსაბამო ინფორმაციის მიღებაც ერთ-ერთი მიზეზია იმ შედეგების, რომლებსაც შემდგომში გაუცნობიერებლად სჩადიან.

5)ასევე, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხშირად, მშობლები ვერ აცნობიერებენ თუ რამდენად დიდ პრობლემას წარმოადგენს მათსა და შვილებს შორის დედაშვილური ურთიერთობის გაუცხოვება.

სოციალური კვლევებისა და გამოკითხვების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ზემოთხსენებული პრობლემები განაპირობებს დღეისობით წიგნიერების დონის განსაკუთრებულმა დაწევამ თინეიჯერებში.


დარწმუნდით რამდენად კარგად იცნობთ საკუთარ შვილებსა და იმ სოციუმს, სადაც უმეტეს დროს ატარებენ.




0
9
შეფასება არ არის
ავტორი:თათია ბუზალაძე
თათია ბუზალაძე
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0