x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ხვალ 12:00 ეკლესიაში ჯვარს ვიწერთ და თუ გინდა რომ დაგიჯერო მართლა ნანობ და გიყვარვარ მოდი და წამიყვანე, გეფიცები არც დავფიქრდები ისე წამოგყვები
image
– გენატრებოდი?
– მხოლოდ ღამღამობით..
– მაპატიებ?
– არასოდეს
– ისევ გიყვარვარ?
– აღარ..
– მატყუებ?
– არა...
– მაშინ წავალ..
– არა, მოიცა
– რატომ მაჩერებ?
– უნდა გითხრა რაღაც
– მეტის თქმა რასაჭიროა
– იქნებ მომისმინო
– კარგი..
– ხვალ ვთხოვდები.. ცოლად მივყვები იმ ადამიანს ვინც ისეთი მიმიღო როგორიც ვარ და შემიყვარა მიუხედავად იმისა რო მე სხვა მიყვარს
– კარგია, კაი ადამიანი ყოფილა,
მაგრამ ჩემგან რას ითხოვ? მოგილოცო
– არა, არც მიფიქრია ეგ უბრალოდ...
– რა უბრალოდ
– ხვალ 12:00 ეკლესიაში ჯვარს ვიწერთ და თუ გინდა რომ დაგიჯერო მართლა ნანობ და გიყვარვარ მოდი და წამიყვანე, გეფიცები არც დავფიქრდები ისე წამოგყვები.
– მართლა, მართლა წამოხვალ ჩემთან
– მართლა..
– მაშინ ხვალ ახალ ცხოვრებას ვიწყებთ, ბედნიერი ვარ . შეიძლება ჩაგეხუტო?
– შეიძლება..



გათენდა და მზის სხივების ამოსვლა რატომღაც არ მესიამოვნა არც დილა იყო ლამაზი და არც მე ვიყავი კაბაში კომფორტულად უკვე 11:00 გახდა და ეკლესიაში წამიყვანეს გვერდით მეჯდა ხალხი რომელსაც უხაროდა ჩემი გაბედნიერება და მეც ვუღიმოდი იმის ნიშნად რომ ბედნიერი ვიყავი .
– პატარძალი მზად არის საკურთხეველთან გასასვლელად
– მზად არის
– ცოტახანი დავიცადოთ, მაკიაჟი უნდა შევილამაზო
– კარგი 5 წუთი..
როგორც შემეძლო დროს ვიყვანდი მაგრამ დადგა დრო გასვლის, ჩაირთო სიმღერა გაისმა ხალხის ხმა ( ნახეთ რალამაზია, ნამდვილად კარგი წყვილია, შეაბერდებიან ერთმანეთს) და ყოველი სიტყვა მკლავდა რადგან მიწევდა იმ ნაბიჯის გადადგმა რაც არმინდოდა. საკურთხეველთან მივედი და ყურში ჩამჩურჩულა:

– იცი რო აგვიანებდი, რაღაც დროს მეგონა რომ გაიქეცი..
მე გამეღიმა და ვერაფერი ვუთხარი, იმის მოლოდინში ვიყავი თუ როდის გავიგებდი მის ხმას.
– თანახმა ხართ მოიყვანოთ ცოლად და შეაბერდეთ ერთმანეთს?
– დიახ
– და თქვენ თანახმა ხართ გაყვეთ ცოლად?
– ......
– თანახმა ხართ გაყვეთ ცოლად?
– .......
– ძვირფასო რამე თქვი ნუ ხარ ესე ჩუმად..
– დიახ.

-გილოცავთ დღეიდან ცოლ-ქმარი ხართ შეგიძლიათ აკოცოდ ერთმანეთს..
და ის ისევ გაიქცა ისევ დააგვიანდა ჩემთან, ისევ წავიდა როგორც ადრე და შეიქმნა ოჯახი რომელსაც მომავალი არ აქვს ნათელი... არ მტკენია გული რადგან ვიცოდი რომ არ მოვიდოდა უბრალოდ რამოდენიმე წამით დავიჯერე რო ადამიანმა წარსული ინანა...



literatura.mcvane ფეისბუქჩანახატი

1
1113
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1113
  
2019, 28 ოქტომბერი, 21:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1