x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჭამთ და ხდებით - სასწაულმოქმედი კერძი
ჭარბი წონა – ეს ის თემაა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნება აქტუალური, ჩვენდა საუბედუროდ. კარგი გენების გავლენით ეს ბევრისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა განსაზღვრული ნაწილი იტანჯება გარკვეული საკვებისა თუ სასუსნავის აკრძალვებით, ხოლო ვისაც გააჩნია სახსრები, ის თავს იტვირთავს სპორტდარბაზებში ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. ნურც იმას იფიქრებთ, რომ მხოლოდ ჩვენს დროში ექცევა ფიგურას ყურადღება, ე.წ ტრენაჟორები ვიქტორიანულ ეპოქაში გამოიგონეს და მაშინაც აწუხებდა ხალხს ეს პრობლემა.



image



უმეტეს შემთხვევაში ჭარბი წონის მიზეზი არასწორი კვება და უმოძრაობა - ფიზიკური დაუტვირთაობა ხდება. ყურებს ნუ ჩამოყრით და ნუ იფიქრებთ, რომ შორს ხართ "პრიალა იდეალებისგან", ვინაიდან დღევანდელ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ რეცეპტი, რომლის საშუალებით ჭამის შემთხვევაშიც დაიკლებთ და გურმანებისთვის სწორედ რომ მისწრებაა.




ფარშირებული ქათამი ზღვის კომბოსტოს პიურეთი, სწორედ ის კერძია, რომელიც განაყრებთ და თან წონაში კლებაშიც გეხმარებათ. როგორ მოვამზადოთ ეს ჯადოსნური კერძი?




ინგრედიენტები:


ქათმის ფილე (ხორცი)- 150 გრ.

წიწაკა - ½ .

ნიახური (ნახევარი კონა).

ყვავილოვანი კომბოსტო - 150 გრ.

მწვანე ხახვი - 20 გრ.

ნაღების კარაქი გამდნარი 2 ჩ.კ.

⇒ 1 ნაჭერი პური.


მარილი, პილპილი, მწვანილი, ლიმონის წვენი - გემოვნებით.




მომზადების ტექნოლოგია:


დავჭრათ ქათმის ხორცი (ფილე), ან ჩავხეხოთ სახეხზე და შევაზავოთ მარილით და წიწაკით გემოვნების მიხედვით. გავახუროთ ღუმელი 200 C- მდე. დანარჩენ ინგრედიენტებს ჩავყრით და ავურევთ ერთმანეთში 1 ჩ.კ გამდნარ კარაქთან ერთად, ზღვის კომბოსტოს გარდა. ზღვის კომბოსტო მდუღარე წყალში გააჩერეთ 5 წუთით.


ქათმის დაჭრილ ხორცს დავალაგებთ ზევიდან შეზავებულ მწვანილ-სანელებლებს და შევდგამთ ღუმელში 180 C ტემპერატურაზე 15-20 წუთით.


ზღვის კომბოსტოს შევკაზმავთ პილპილითა და მარილით და გავაკეთებთ პიურეს. შემდეგ კი ამ პიურეს დავადებთ ზემოდან შებრაწულ ქათმის პიურეს, დავალაგებთ მწვანილებს და გავაკეთებთ რულეტს.


image


ჯადოსნური კერძი მზადაა. ჭამთ და ხდებით.






იხილეთ აგრეთვე:



ვიკლებთ დღეში ერთ კილოგრამს - უნივერსალური დიეტა!image







დაიკელით სწრაფად, დიეტის გარეშე - მონიკა ბელუჩის დიეტაimage








როგორ დავიკლოთ წონაში ყავით? - მარტივი და ეფექტური მეთოდიimage



1
220
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
220
  
2019, 25 ნოემბერი, 13:45
საინტერესოა, 1-2 მეგობარს უნდა წავაკითხო, თორემ ასცდნენ უკვე 120 კგ-ს. :)
0 1 1