x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"TIGER"-ამერიკული დრონების საწინააღმდეგო ქვემეხი, რომლის ვიზუალი გაგაკვირვებთ

image დრონების ეფექტურმა გამოყენებამ საბრძოლო მოქმედებების ზონებში თუ სპეცოპერაციებში, ასევე ტერორისტების მიერ პრიმიტიული საშუალებით დამზადებულმა დრონმა-კამიკაძეებმა დიდი საფრთხე შეუქმნა მთელ რიგ ობიექტებს თუ სამხედრო ბაზებს. შესაბამისად მთელი რიგი ქვეყნების სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში შემავალი კომპანიები ცდილობენ შექმნან დრონების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებები.
ამერიკულმა ფირმა "Leidos"-მა, რომელიც სპეზიალიზირებულია თავდაცვითი, საავიაციო, ინფორმაციული ტექნოლოგიების და ბიოსამედიცინო კვლევების მიმართულებებში, წარმოადგინა მიკროტალღური უპილოტო თვითმფრინავების საწინააღმდეგო დანადგარი "TIGER" (Time Integrated Gigawatt Electromagnetic Response). გეგავატი სიმძლავრის 50 კალიბრის კონუსური ქვემეხიდან ხდება ფართო სპექტრის ულტრამოკლე ტალღების ფართო სპექტრი, რომელიც დანადგარის შემქმნელების თქმით ცაშივე გაანადგურებს დრონს. აღნიშნული პროტოტიპი საკმაოდ უცნაური ფორმისაა, თუმცა მისი შექმნელების თქმით აღნიშნული დანადგარი არ იქნება ხელით სატარებელი, არამედ ის დამონტაჟდება სატრანსპორტო საშუალებებზე.
ჯერჯერობით დანადგაის ტექნიკური მახასიათებლები სრულად არაა აფიშირებული, შესაბამისად არაა ცნობილი გააჩნია თუ არა დანადგარს დამიზნების ავტომატიზებული სისტემა.
ლაზერული დრონების საწინააღმდეგო დანადგარების უარყოფითი მხარეა-დრონი დიდი ხნის მანძილზე უნდა იყოს ლაზერის ზემოქმედების ზონაში, რაც ოპერატორისაგან დიდ გამოცდილებას და სიზუსტეს მოითხოვს.
აღნიშნული დანადგარიდან დრონის მიმართულებით გამოირტყორცნება ფართო სპექტრის მიკროტალღური სიხშირე, რაც ლაზერული დანადგარისაგან განსხვავებით დიდ სიზუსტეს არ მოითხოვს.
დანადგარის შემქმნელების თქმით, დანადგარი ეფექტურად იქნება გამოყენებული კუსტარული და მცირე ზომის დრონების წინააღმდეგაც.

იარაღი რომლის დახმარებითაც მოწინააღმდეგის დრონებს დაიქვემდებარებენ უკვე წარმატებით იქნა გამოცდილი

რუსეთის ფედერაციის ძალოვანი უწყებები მიიღებენ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს


0
651
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
651