x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ახალი "გენიალური" იდეა მოუვიდა ტროლების ბელადს! საყვარლები.. " - ანიტა რაჭველიშვილს ემიგრანტები უპირისპირდებიან

image


ცნობილი ქართველი მეცო- სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტების მიერ, საგანგებოდ მისი მისამართით გამოქვეყნებულ წერილს, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება. როგორც ირკვევა, ემიგრანტები ანიტა რაჭველიშვილს, ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ჯუნგლების გადასარჩენად გადარიცხული 1, 1 მილიონი ამერიკული დოლარის გადარიცხვის საჯარო კრიტიკის გამო დაუპირისპირდნენ. გამოქვეყნებულ წერილში ისინი ყურადღებას ასევე, ოპერის მომღერლის მიერ სოციალურ ქსელში, ივანიშვილების ოჯახის მისამართით გაკეთებულ სიძულვილის ენის შემცველ პოსტებზე ამახვილებენ და მომღერლის კოლეგებს ადეკვატური რეაქციისკენ, შესაბამისად, მისი საქციელის დაგმობისკენ მოუწოდებენ: "ტროლების შემოსევა არა და არ დამთავრდა! ახალი "გენიალური" იდეა მოუვიდა ტროლების ბელადს!
საყვარლები..
ამაზონის გადარჩენის მსურველევს დავუდებ შემდეგ პოსტში ფრენების განრიგს მანაუსკენ!
მე კი საკუთარ ხალხზე დარდს გავაგრძელებ რომელიც ამაზონზე არანაკლებად მაღელვებს!
კი სირცხილია, ნამდვილად სირცხვილია ფულზე რომ იყიდები ადამიანი!" - დაწერა ანიტა რაჭველიშვილმა საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ემიგრანტებმა მიმართვა ორ - ქართულ და ინგლისურ ენებზე გაავრცელეს, აღნიშნული წერილის ქართულ ვერსიას უცვლელად გთავაზობთ.



"ემიგრანტები:


ბრაზილიაში ამაზონის ტყეების იტორიაში არნახული ხანძარი მძვინვარებს.ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება როგორც ადგილობრივ მცხოვრებს და ტყის ბინადართა, ასევე გლობალურ კლიმატს.მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავმა ადამიანმა გაიღო თანხა ამაზონის ტყეების _“ მსოფლიოს ფილტვების” გადასარჩენად.მათ შორის არის ბერა ივანიშვილი, ქართველი მომღერალი, რეპერი და კომპოზიტორი.

ბერა საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის უდიდესი ქველმოქმედის და მილიარდელის ბიძინა ივანიშვილის ვაჟია.

ბერამ ამაზონის ტყეების დახმარების ფონდს I.S.A-ში 1, 1 მილიონი დოლარი გადარიცხა.ჩვენ, ქართველი ემიგრანტები ვამაყობთ ამით, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად ბერას ეს კეთილშობილური აქტი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ქართველმა საოპერო მომღერალმა, ცნობილმა მეცო-სოპრანომ ანიტა რაჭველიშვილმა. ის მხოლოდ კრიტიკით არ შემოიფარგლა და სოც.ქსელში სიბრაზითა და სიძულვილით სავსე პოსტი გამოაქვეყნა.

ანიტა სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია, და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ის უხეშ და დამამცირებელ ფრაზებს იყენებს ივანიშვილების ოჯახის მიმართ, შეურაცხყოფას აყენებს ახალგაზრდა ბიჭს.

ჩვენ, ქართველი ემიგრანტები ღრმად შეშფოთებულები ვართ ანიტას მიერ სოც.ქსელებში სიძულვილის ენის შემცვლელი პოსტების გავრცელების გამო. გვწამს და ვფიქრობთ მის მეგობრებს და კოლეგებს ექნებათ ადეკვატური რეაქცია და დაგმობენ მის საქციელს! სიტყვის თავისუფლება არ გვაძლევს სხვისი შეურაცყოფის უფლებას. ანიტა, სირცხვილია! ქართველი ემიგრანტები."


  • ია ჯანიაშვილი-იტალია

  • ხათუნა ბარათაშვილი-გერმანია

  • იამზე ლაკლაკიშვილი-საფრანგეთი

  • კაპანაძე ლალი -იტალია

  • ძირკველიშვილი ნათია- ამერიკა

  • ასანიძე ბელა- რუსეთი

  • თანიაშვილი დალი -ამერიკა

  • მიქელაძე თამარ-საბერძნეთი

  • ბაბო ხვედელიძე-იტალია

  • ანა ჭანკოტაძე -საბერძნეთი

  • ირემაშვილი ნინო- საბერძნეთი

  • მიქანაძე ვიოლეტა- იტალია

  • ასლანიშვილი ნატო -ამერიკა

  • მანანა ჭინჭარაძე -ამერიკა

  • თამარ კაპანაძე -ამერიკა

  • მამანაა გოგოლაძე-კობიძე -ესპანეთი

  • იზა ლუტიძე -ამერიკა

  • შალამბერიძე თამარი-გერმანია

  • გოგსაძე ნანა ძნელაძე ზვიადი -საბერძნეთი

  • კოტე შენგელია- საბერძნეთი

  • ანა წოწორია-იზრაელი

  • დალი მეტრეველი -ამერიკა

  • ზაზა მაზმიშვილი -იზრაელი

  • თეა ქველაძე- გერმანია

  • შუბითიძე ლალი -იტალია

  • მარიამ კურტანიძე -საბერძნეთი

  • მაკა კარტაიზერ -ამერიკამანანა

  • ჭინჭარაძე -იტალია

  • მაგული ქლიბაძე – საბერძნეთი

  • ქეთინო მიქაძე- საბერძნეთი

  • მანანა დევაძე -საბერძნეთი

  • ანა დევაძე -საბერძნეთი

  • ნანა არძენაძე- საბერძნეთი

  • ნათელა გოგუაძე -საბერძნეთი

  • ლევან თურმანიძე -საბერძნეთი

  • იზა კაციაშვილი-საბერძნეთი

  • მარია დიასამიძე -საბერძნეთი

  • ზურა ლაკლაკიშვილი -გერმანია

  • ქეთევენ სამხარაძე -იტალია

  • მარინე წოქორიძე- ესპანეთი

  • მაია ორთოიძე-თურქეთი

  • თამარ ხიტირი- საბერძნეთი

  • მაია ნაცვალაძე- საბერძნეთი

  • თეონა ნაცვალაძე -საბერძნეთი

  • მარიამ ტეფნაძე -იტალია

  • ლალი კალაძე -ამერიკა

  • ეკა კალაძე -ამერიკა

  • ტარიელ ჭინჭარაული -გერმანია

  • მანანა ურუშაძე-იტალია

  • რუსუდან ბარათაშვილი-იტალია

  • მარინა მიქელაძე -იტალია

  • ნანა ლაღიძე -იტალია.



0
345
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
345