x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ექვსი წლის პარიკმახერი ჩინეთიდან, რომელიც სოციალური ქსელის ვარსკვლავი გახდა(ვიდეო)
image
ვიდეორგოლები სოციალურ ქსელში მილიონობით ნახვებს იძენენ.

ექვსი წლის ცზიან ხუნცი რომელიც ბავშვობაში წარმატებით დაეუფლა პარიკმახერობას, გახდა სოციალური ქსელების ნამდვილი ვარსკვლავი.


მისი მშობლები სილამაზის სალონის მფლობელები არიან ქალაქ სუნინში, ჩინეთის სამხრეთ პროვინცია სიჩუანში. ბავშვი გაიზარდა მაკრატელთან, სავარცხლებთან და იმ ყველაფერთან, რაც საპარიკმახეროში შეგიძლიათ ნახოთ.


ბრიტანული გაზეთის Daily Mail- ის ცნობით, ცზიანმა მშობლების დახმარება 4 წლის ასაკში დაიწყო. თავდაპირველად ბავშვი მოზრდილების მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობდა, ახლა კი მას შეუძლია თვითონ მოემსახუროს სალონის კლიენტებს.



პატარა ნიჭიერი პარიკმახერის ვიდეორგოლები, ჩინეთის პროვინცია სიჩუანიდან, სოციალურ ქსელებში ნამდვილ ჰიტებად იქცა, სადაც ისინი მილიონობით ნახვებს იძენს.


ბევრი კომენტარში წერს, რომ მათაც სურთ, რომ ცზიანთან თმის ვარცხნილობა გაიკეთონ. ასევე, აღნიშნავენ მუშაობის დროს ბავშვის მოთმინების და კონცენტრაციის უნარს.




1
147
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
147
  
2019, 27 ოქტომბერი, 19:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1