x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ავსტრალიაში გარდაიცვალა ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელი

image
ავსტრალიაში გარდაიცვალა ყველაზე ცნობილი ავტოსტოპის სერიული მკვლელი აივან მილატი, იუწყება ABC news-ი.


მილატს 6 თვის წინ დაუსვეს ყელის და კუჭის კიბოს დიაგნოზი, 11ოქტომბერს მაქსიმალურად მკაცრი რეჟიმის ციხიდან იგი სიდნეის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.27 ოქტომბერს მილატი გარდაიცვალა 74 წლის ასაკში.


მილატი დააკავეს 1994 წელს, მას შემდეგ, როდესაც პოლიციამ მასზე საფუძვლიანი ეჭვი მიიტანა.

სამართალდამცავებმა სიდნეის მახლობლად აღმოაჩინა ტყეში დამარხუკი გვამები.ასევე იგი ეჭვმიტანილი იყო უგზო-უკვლოდ გამქრალი ადამიანების საქმეებზე.


მილატმა დანაშაულები 1989-1992 წლებში ჩაიდინა, მისი მსხვერპლი ძირითადად 21 წლამდე ტურისტები იყვნენ, რომლებიც ავსტრალიაში ავტოსტოპით მოგზაურობდნენ.ის ცეცხლსასროლი იარაღით კლავდა მსხვერპლს(ზოგჯერ დანით) შემდეგ კი გვამებს მიზანში სასროლად იყენებდა, ერთ მსხვერპლს თავიც მოაჭრა.



თითქმის ყველას აუპატიურებდა სიკვდილის წინ ან სიკვდილის შემდეგ.


ციხეში ჯდომისას მილატმა სახელი გაითქვა შეშლილი ქმედებებით, მაგალითად 2009 წელს პლასტიკატის დანით თითი მოიჭრა, რომლის გაგზავნას უზენაეს სასამართლოში აპირებდა, 2001 წელს უსაფრთხო სამართებელი გადაყლაპა, 2011 წელს შიმშილისგან 25 კილო დაიკლო იმიტომ, რომ სათამაშო მისადგმელი Playstation-ი გადაეცათ საკანში.

0
179
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0