x
მეტი
  • 21.11.2019
  • სტატია:96732
  • ვიდეო:343735
  • სურათი:458622
ცნობილი ადამიანები,რომლებიც შიდსით გარდაიცვალნენ
image

აივ-ინფექცია, ანუ შიდსი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ვირუსული დაავადებაა, მიუხედავად იმისა, რომ შიდსი ჯერჯერობით ბოლომდე არ იკურნება, დღეისთვის პაციენტისთვის სასიკვდილო განაჩენი აღარ არის, წლებია უკვე არსებობს პრეპარატები, რომლის მუდმივად მიღებით, აივ -ინფექციით დაინფიცირებულის სიცოცხლის ხანგრძლივობა ნორმალური ადამიანისას უტოლდება, თუმცა სულ სხვა მდგომარეობა იყო გასული საუკუნის 80-90 -იან წლებში, სწორედ ამ პერიოდში შეეწირნენ ძირითადად აივ-ინფექციას ცნობილი ადამიანები.


1-კლაუს ნომი-ერთ-ერთი პირველი ცნობილი ადამიანი, რომელიც შიდსით გარდაიცვალა, ცნობილი მუსიკოსი 1983 წელს 6 აგვისტოს დაიღუპა 39 წლის.

image



2-როკ ჰადსონი-ცნობილი მსახიობი, ქალთა გულთამპყრობელი, ისეთი ფილმების ვარსკვლავი როგორებიცაა "შეყვარებული ბრუნდება " და "ინტიმური საუბარი", გარდაიცვალა 1985 წლის 2 ოქტომბერს 60 წლის ასაკში.

image

3-კარანჯი ჯია-პირველი სუპერმოდელი, რომელიც შიდსისგან დაიღუპა 1986 წლის 18 ნომბერს 26 წლის ასაკში.

image

4-ონდრეი ნეპელა-სამგზის მსოფლიო ჩემპიონი და ხუთგზის ევროპის ჩემპიონი ფიგურულ სრიალში, სლოვაკი სპორტსმენი 1989 წლის 2 თებერვალს გარდაიცვალა 38 წლის


image


5-ტომ ფოგერტი-Creedence Clearwater Revival-ის გიტარისტი სისხლის გადასხმის დროს დაინფიცირდა, გარდაიცვალა 1990 წლის 6 სექტემბერს 48 წლის ასაკში

image


5-მაილზ დევისი-სხვა თანმხლები დაავადებები, ტრავმები და ნარკოტიკი, იყო კატალიზატორი შიდისისთვის, ცნობილი ჯაზმენი, გარდაიცვალა 1991 წლის 28 სექტემბერს 65 წლის.

image


6-ფრედი მერკური-"ქუინის" სოლისტმა წინა დღეს სახალხოდ აღიარა, რომ დაინფიცირებული იყო, ხოლო მეორე დღეს, 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა, 45 წლის ასაკში.

image


7-აიზეკ აზიმოვი -შიდსის მსხვერპლი გახდა რუსული წარმოშობის ცნობილი ამერიკელი მწერალი, გარდაიცვალა 1992 წლის 6 აპრილს 72 წლის ასაკში.დაინფიცირდა 1983 წელს გულის ოპერაციის დროს დონორის სისხლით.

image


8-რუდოლფ ნურეევი-საბჭოთა-ინგლისელ-ფრანგ ბალეტმეისტერს, რომელიც ჰომოსექსუალი იყო საშინელი დიაგნოზი 1984 წელს დაუსვეს, გარდაიცვალა 1993 წლის 6 იანვარს 54 წლის ასაკში

image


9-დენჰოლმ ელიოტი-ცნობილი ბრიტანელი თეატრის და კინოს მსახიობი დაინფიცირდა 1987 წელს, გარდაიცვალა თან დართული ტუბერკულიოზით 1992 წლის 6 ოქტომბერს 70 წლის ასაკში.

image

10-არტურ ეში-1993 წლის 6 თებერვალს 49 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ჩოგბურთელი, ამერიკის, ავსტრალიის ღია ჩემპიონატების და უიმბლდონის ტურნირის გამარჯვებული, აზიმოვივით ისიც დონორის სისხლით დაინფიცირდა 1983 წელს.

image


11-ოფრა ჰაზა-ცნობილი ებრაელი მომღერალი."გრემის" პრემიის ლაურეატი, შიდსიგან გამოწვეული პნევმონიით გარდაიცვალა, 2000 წლის 23 თებერვალს(42 წლის)როგორც მომღერლის მენეჯერმა განაცხადა, მომღერალი ქმრისგან, დორონ აშკენაზისგან დაინფიცირდა.

image

1
532
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
532
  
27 ოქტომბერი, 19:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1