x
image
ელენე გუმა
"ახალგაზრდა ძმები მოუკვდა, ქმარი მოუკვდა, მერე მშობლებიც, მაინც არ წაიქცა..."
image
ჟურნალიტი დათო ლიკლიკაძე სოციაურ ქსელში მაია ჟორჟოლიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს.


როგორც მოხმარებლები კომენტრებში წერენ, კოლორიტი ადამიანი დააკლდა ქალაქს.


"მაია ჟორჟოლიანის სიკვდილს არ ვაღიარებ. არ არის ძალა, რომელიც დამარწმუნებს, რომ ის დასრულდა...თუ ვინმეს ჩემი იუმორი მოგწონდათ, ან მერე ფრაზებად დადიოდა თბილისსა და ქუთაისში ეს მაიკოს ტერმინები იყო. ურცხვად ვიპარავდი მისგან ამ ფრაზებს და ვაცოცხლებდი სხვადასხვა შოუებში. მაიკოს ეს არ სწყინდა, პირიქით უხაროდა როცა მისი ტერმინებით ვსაუბრობდით მთელი ქალაქი. ის სულ იცინოდა და გვაცინებდა...

იცინოდა და გვაცინებდა...


მერე ახალგაზრდა ძმები მოუკვდა, მერე ქმარი მოუკვდა, მერე მშობლები, მაგრამ მაინც არ წაიქცა, ის მაინც იცინოდა და გვაცინებდა...

ამით ერთგავრად სიკვდილს დასცინოდა, ახლაც ალბათ სიკვდილს დასცინის... ღმერთო როგორ დამაკლდები მაიკო... წარმოდგენა არ მაქვს როგორ შეგეძლო შენ ჩვენი დატოვება?"



1
249
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
249
  
2019, 27 ოქტომბერი, 1:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1