რელიგია რუსეთის მთავარი რაბინი ბერლ ლაზარი შერეული ქორწინებების შესახებ 2019, 26 ოქტომბერი, 18:18 "ჩვენ, ებრაელები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ აღზრდას და ბავშვების დროულ ინფორმირებას. ყველა ერს აქვს თავისი დანიშნულება და ფუნქცია, ყველა ერი განსხვავდება თავისი ფიზიკური მონაცემებით, გონებით, ხასიათით, მენტალობით, ტემპერამენტით და კიდევ მილიონი ნიუანსით და ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა. თქვენ მეკითხებით, რატომ ვარ შერეული ქორწინებების წინააღმდეგი, მე კი გეუბნებით, იმიტომ, რომ გლობალური ასიმილაცია და შერევა სხვა არაფერია, თუ არა ამ თვისებების ეტაპობრივი გაქრობა, რომელიც რა თქმა უნდა სწრაფად არ ხდება, არამედ თაობების განმავლობაში, მითუმეტეს საქმე თუ გვაქვს სხვადასხვა რასებს შორის აღრევასთან. თქვენ მეკითხებით, თუ რა უნდა ქნან სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანებმა, თუ მათ ერთმანეთი შეუყვარდათ, მე კი გეუბნებით, რომ როდესაც ადამიანმა იცის ადრინდელი ასაკიდან, ვინ უნდა უყვარდეს და ვინ არა, ყველაფერი მარტივ სახეს იღებს, სიყვარული არ არის ისეთი მოვლენა, რომელიც წამიერად მოდის ადამიანთან, ის მოდის დროთა განმავლობაში გარკვეული ურთიერთობის შედეგად, აქედან გამომდინარე თუ ადამიანი ურთიერთობის საწყისშივე არ მიმართავს მას სიყვარულისკენ, აქაც ყველაფერი მარტივდება. თუ ოჯახი მყარია და მასში არსებობს ასეთი აღზრდა, მაშინ მსგავსი რამის არიდება ადვილად არის შესაძლებელი, თუ არ არსებობს ასეთი აღზრდა და შვილმა არ იცის, თუ რატომ არის კარგი და აუცილებელი საკუთარი წარმომავლობის ადამიანთან შეუღლება, მაშინ მერე ყველაფერი დაგვიანებულია და მას ვეღარ შეეწინააღმდეგები. უნდა გვიყვარდეს ყველა, მარა უნდა ვქორწინდებოდეთ საკუთარი წარმომავლობის ადამიანებთან. ჩვენ, ებრაელები დიდი ხნის განმავლობაში ვუნერგავთ საკუთარ შვილებს, რომ ისევ ებრაელებთან უნდა შეუღლდნენ და არ ვკარგავთ საკუთარ იდენტობას და დიდწილად სწორედ ამიტომაც ვართ ძლიერები და ვაღწევთ წარმატებებს". ბერლ ლაზარი - რუსეთის ფედერაციის მთავარი რაბინი, ებრაელთა საზოგადოების ფედერაციის რაბინთა საბჭოს თავჯდომარე. 321 1-ს მოსწონს |
ვინც ასიმილირდება - გაუშვი... ასიმილირდეს, ის ცნობიერით ქართველი არაა და არაფერი სარგებელი მისგან. საბჭოთა ტოტალიტარიზმი გავიხსენოთ მაგალითისთვის, ეგ სისტემა იყო რომ საზღვრები ჩაკეტილი იყო და ერთი დიდი ციხე იყო... როგორ დაასრულა ყველამ ვიცით (სხვადასხვა მიზეზებიც იყო ცხადია სსრკ–ს დანგრევაშიც)
გამარგინალებულია ნაციონალისტური გრძნობები, იდევნება, გამარგინალებულია გმირობა, სოლიდარობა, სანდოობა... სხვა რეალობაა ჩვენს ქვეყანაში და რა რეალობაცაა ის სახელმწიფო და საზოგადოებაც გყვავს... ჯარს რომ გაამარგინალებ და პოპულარიზაციას არ გაუწევ ერის უპირველეს სასიცოცხლო ინსტიტუციას აბა სხვაზე რაღა უნდა ვთქვათ?! ეროვნული ჯგუფები არ არის წახალისებული–მხარდაჭერილი, ხოლო ეკონომიკურ სიდუხჭირეს ყველა ვერ უძლებს და ვერც აიძულებ მშიერ კუჭზე და კაპიკებზე ემსახუროს სამშობლოს - ეროვნულობა ფუფუნებაა რომელიც ყველას არ უნდა ჰქონდეს, ერთეულებს მიჰყავს კაცობრიობა ნათელისკენ... რამდენი "პრადვინუტი ტიპია" ქალაქში.. ეხლა ვის რად უნდა ის საზღრებში გამოკეტოს და მისი შხამი ისმინოს? წავიდეს სადაც სურდეს, კარგად იყოს და აქ დაგვანებოს თავი...