x
ემინემი ივანკა ტრამპის სიმღერაში მოხსენიების გამო დაკითხვაზე დაიბარეს
image


ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურმა ემინემი დაკითხვაზე დაიბარა სიმღერაში ივანკა ტრამპისადმი მუქარის შემცველი ტექსტის გამო.


Buzzfeed-ისგან მიღებული დოკუმენტები მოწმობს, რომ აგენტები ნამდვილად გაესაუბრნენ რეპერს სიმღერა Framed-ის ტექსტის გამო.


ამ სიმღერაში ემინემი მღერის, რომ ივანკა ტრამპი იმყოფება მისი მანქანის საბარგულში, შემდეგ კი " პატარა სულელი თეთრკულულებიანი გოგო" "აუზში გადავარდება".



საიდუმლო სამსახურების ემინემთან გასაუბრება ერთი შეხვედრით შემოიფარგლა- საქმის შემდგომი გაგრძელება არ მოხერხდა.


Buzzfeed-ის დოკუმენტებზე დაყრდნობით, გამოძიების დეტალები მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც საიდუმლო სამსახურებს ვინმე " უსაქმურმა კაცმა" სიმღერის საჩივრით მიმართა.


ეს ადამიანი TMZ-ის ჟურნალისტი აღმოჩნდა, რომელმაც ვიდეოს კომენტარების გამო მიმართა უწყებას.


"მინდოდა გამეგო, დაიწყებდნენ თუ არა გამოძიებას ემინემის სიმღერაში ივანკა ტრამპის მიმართ მუქარის გამო"- საიდუმლო სამსახურებთან დაკითხვაზე განაცხადა ჟურნალისტმა.


ამის შემდეგ უწყებამ რეპერის საქმის გამიძიება დაიწყო. დოკუმენტებში კი ემინემი მოხსენიებული ზედმეტსახელით - სლიმ შეიდი.


აგენტები მის ადვოკატს 2007 წელს დაუკავშირდნენ, დაკითხვა კი 2018 წლის ინავარში შედგა.


დაკითხვის დროს ემინემს საიდუმლო სამსახურების წარმომადგენლები ტრამპის წინააღმდეგ სხვა "ეჭვმიტანილის"- ფრისტაილის- სიტყვებსაც ციტირებდნენ, რომელთან ერთადაც ემინემი ერთ-ერთ დაჯილოდვებაზე იმყოფებოდა. რეპერმა ზუსტად გაიხსენა ტექსტი და თქვა, რომ საიდუმლო სმასახურებს შეეძლოთ მათთან ეთანამშრომლათ ნებისმიერ საქმეზე, ნათქვამია დოკუმენტებში.


ორი დღის შემდეგ საუდუმლო სმასახურებმა გადაწყვეტილებ მიიღეს, საქმე პრკურორს გადასცემოდა.



0
45
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
45