x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ამას სხვაგან ვერსად ნახავთ: მომსახურება, რომელიც მხოლოდ დომინიკის რესპუბლიკის სანაპირო კურორტებზეა

image


შესაძლებელია, უბრალოდ გვეჩვენება და სულ არ არის აქ არაფერი ასეთი განსაკუთრებული, შეიძლება სხვა ქვეყნების ზღვისპირა კურორტების სანაპიროებზე მსგავსი მომსახურება უკვე დიდი ხანია აპრობირებულია, თუმცა, მოდით ამჯერად, სწორედ დომინიკის რესპუბლიკის ლაჟვარდოვან სანაპიროებზე შევჩერდეთ, სადაც მომსახურების ფრიად ორიგინალური და განსხვავებული ფორმატი მოქმედებს. დამსვენებლები თქვენ წარმოიდგინეთ და, ალკოჰოლურ სასმელებსა და საფირმო კოქტეილებს საგანგებოდ, მცურავი მინიბარის საშუალებით, პირდაპირ ოკეანის კამკამა ტალღებში აგემოვნებს. სანაპიროს პერსონალი მარაგს გამუდმებით აკონტროლებს, ამატებს ახალ, ეგზოტიკურ და გამაგრილებელ სასმელებსა და დამსვენებლებისთვის სრული კომფორტის შესაქმნელად სწორედ ასეთი უჩვეულო ფორმით ზრუნავს. ყველაზე პოპულარული კოქტეილის "კუბა ლიბრეს" დაგემოვნების პარალელურად, თქვენ ადგილზე ფოტოგრაფის მომსახურება და სასიამოვნო მუსიკა გელით. აღნიშნული მომსახურება დომინიკის რესპუბლიკის სანაპირო კურორტების ექსკლუზიური შეთავაზებაა.


imageimageimageimageimageimageimage






0
388
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
388