x
მეტი
  • 20.11.2019
  • სტატია:96699
  • ვიდეო:343713
  • სურათი:458595
სტეპან ბანდერას რკინის სიტყვები უკრაინელ ხალხს

image


„მთელი უკრაინის პოლიტიკის უმთავრეს მიზანს და უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს ერთიანი უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენა ბოლშევიკური ოკუპაციის ლიკვიდაციის გზით და რუსეთის იმპერიის გახლეჩვა დამოუკიდებელ ეროვნულ სახელმწიფოებად. მხოლოდ მაშინღა გახდება შესაძლებელი ამ თვითმყოფადი ეროვნული სახელმწიფოების გაერთიანება ბლოკებში ან კავშირებში გეოპოლიტიკური, სამეურნეო, თავდაცვითი და კულტურული ინტერესების მიხედვით ზემოთ წარმოდგენილ საფუძვლებზე. სსრკ-ს გარდაქმნის ევოლუციური კონცეფციით ან სსრკ-ს გადაქცევა თავისუფალ სახელმწიფოთა კავშირად, მაგრამ იმავე შემადგენლობით გაერთიანებულნი, რუსეთის უპირატესობით ან ცენტრალური მდგომარეობით – ასეთი კონცეპციები ეწინააღმდეგებიან უკრაინის განთავისუფლების იდეას, რომლებიც საბოლოოდ უნდა ამოიძირკვოს უკრაინის პოლიტიკიდან. უკრაინელ ხალხს შეუძლია თავისუფალი სახელმწიფოს მიღწევა მხოლოდ ბრძოლითა და შრომით. საერთაშორისო მდგომარეობის სასიკეთოდ განვითარება შეძლებს მნიშვნელოვნად დაეხმაროს ჩვენი განმათავისუფლებელი ბრძოლის განვრცობასა და წარმატებებს, მაგრამ მას ძალუძს მხოლოდ ითამაშოს ხელშემწყობი როლი და ერთობ სასარგებლო როლიც. უკრაინელი ხალხის აქტიური ბრძოლის გარეშე საუკეთესო ხელსაყრელ ვითარებისასაც კი არასოდეს მოგვეცემა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, მხოლოდ შეცვლის ერთ დამონებას მეორეთი. რუსეთი თავისი ღრმად ფესვგადგმული, მაგრამ თანამედროვე ეპოქისათვის ზედმიწევნით გამოწრთობილი დამპყრობლური იმპერიალიზმით. რუსეთი ყოველ ვითარებაში, ყოველ მდგომარეობაში, ყოველი ძალით, თავისივე გამხეცებით იბრძოლებს უკრაინისთვის, რათა დაიჭიროს ის თავისი იმპერიის შემადგენლობაში ან ხელახლა დაამონოს. როგორც განთავისუფლება, აგრეთვე უკრაინის თვითმყოფადობის დაცვა, შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ დაეყრდნოს საკუთარ უკრაინულ ძალებს, საკუთარ ბრძოლასა და გამუდმებულ მზადყოფნას თავდაცვისათვის“.



სტეპან ბანდერა

1
99
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
99
  
27 ოქტომბერი, 1:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1