x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გამოვლინდა " მის დედამიწა-2019"-ის გამარჯვებული
image

"მის დედამიწა-2019"-ის ტიტულის მფლობელი გახდა 21 წლის ნელი პიმენტალი პუერტო-რიკიდან.ამის შესახებ იტყობინება კონკურსის ოფიციალური გვერდი.


image

ტიტული "მის ჰაერი-2019" გადაეცა ამერიკელ ემანი ევანსს, "მის წყალი-2019" ჩეხეთის მოქალაქეს კლარა ვავრუშკოვას, ხოლო "მის ცეცხლი-2019-ის" მფლობელი გახდა ბელორუსი ალისა მენენოკი.



ნელი პიმენტალი დაიბადა და გაიზარდა სან-ხუანში, გოგონას ბიოგრაფიიდან ის არის ცნობილი, რომ იგი მარკეტინგის და ფსიქოლოგიის სტუდენტია.

image

პირველ ათეულში ზემოთ ჩამოთვლილ გოგონების გარდა მოხვდნენ ტაილანდის, ფილიპინების, ჰოლანდიის, ნიგერიის, ესპანეთის და ახალი ზელანდიის წარმომადგენლები.

image

"მის დედამიწა" ყველაზე ახალგაზრდა სილამაზის კონკურსია "დიდ ოთხეულს" შორის("მის სამყარო", "მის მსოფლიო" და "მის ინტერნაციონალი)" .იმართება 2001 წლიდან ფილიპინებში.


XXI საუკუნეში, სხვადასხვა საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს მოეწყოთ კონკურსი არა მხოლოდ გარეგნული მაჩვენებელით, არამედ, იმის მიხედვით, კონკურსის მონაწილე რამდენად კარგად ერკვევა ეკოლოგიაში და გარემოსდაცვით გლობალურ პრობლემებში.

კონკურსის ჩატარების ადგილად შეირჩა ფილიპინები, სადაც მძლავრი კლიმატური ანომალიები ფიქსირდება, რომელიც ცნობილია როგორც "ელ-ნინიო", რომლის მოქმედებაც დაკავშირებულია მსოფლიო ოკეანის წყლების დათბობასთან.


1
191
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
191
  
2019, 27 ოქტომბერი, 1:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1