x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
რატომ ურჩევნიათ კაცებს დაქორწინებული ქალები საყვარლად?

image

არცთუ იშვიათია, რომ მამაკაცებს ოჯახური ურთიერთობის პარალელურად სხვა ურთიერთობებიც აქვთ. თუ ამ ურთიერთობის მიზეზი სიყვარული არ არის, მაშინ სხვადასხვა ფაქტორებით ირჩევენ პარტნიორ ქალებს. ხშირად საყვარლად მამაკაცები უკვე სხვაზე დაოჯახებულ ქალებს ირჩევენ. ფსიქოლოგების თქმით, ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს:

1. დაოჯახებული ქალები პირდაპირ ან ირიბად არ მიანიშნებენ, რომ გათხოვება და ოჯახი სურთ. მათ უკვე აქვთ ის და საყვარლისგან ამას არ ელიან.

2. დაოჯახებული ქალები თვითონაც ურთიერთობის დამალვის მომხრეები არიან და არ აღიზიანებთ მამაკაცისგან იგივეს სურვილი. პირიქით, ხელს უწყობენ.

3. დაქორწინებული ქალები არ ითხოვენ ან იღებენ საჩუქრებს, რადგან არ იციან ქმრის წინაშე ეს როგორ გაამართლონ და/ან არ სურთ ქმარი დააეჭვონ.

4. დაქორწინებული ქალები ზარებს და სმს-ებს თვითონაც თითქმის ვერ ან რთულად პასუხობენ, ამიტომ არც იქით აწუხებენ მამაკაცებს და არ გამოთქვამენ პრეტენზიას, როცა მამაკაცი ვერ პასუხობს დროულად.

5. დაქორწინებულ ქალებს უკვე ჰყავთ ოჯახი და აქვთ დამოუკიდებელი ცხოვრება, რის გამოც ისინი საყვარელს თავისუფლებას არ უზღუდავენ მეტი დროის ან პრობლემების მოგვარების თხოვით.


2
741
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
741
  
2019, 27 ოქტომბერი, 19:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 27 ოქტომბერი, 1:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2