x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
სუკ-ის(კგბ) ჩანაწერები საბჭოთა კავშირში ჯგუფ "სპეისის" გასტროლების დროს
image

გვიანდელი საბჭოთა კავშირი 1983 წელი. ტიპიური მაგალითია იმისა, რომ გიგანტური იდეოლოგიური მანქანა გამომპალია, უკვე კომიკურ სიტუაციაშია და მათი მცდელობა წყლის ნაყვის ტოლფასია.


ქვემოთ გაეცნობით სუკ-ის(КГБ )-ს აგენტის მოხსენებებს, რომელიც ფრანგულ ჯგუფ "სპეისს" დაყვებოდა საბჭოთა კავშირში გასტროლების დროს.



1983 წლის 6 ივლისი



ძვირფასო მიხაილ ვასილიევიჩ! ამავე დროს, გიგზავნით ცნობებს საბჭოთა კავშირში საგასტროლოდ ჩამოსულ ფრანგულ საესტრადო ჯგუფ Space-ზე; ვ. ჩებრიკოვის რეზოლუცია: " კულტურის განყ.- შაურო ვ.ფ ."გთხოვთ გაეცნოთ ანსამბლ "სპეისის" შესახებ არსებულ მასალებს, ინსტრუქციას კულტურის სამინისტროდან და პარტიული კომიტეტების მოსაზრებებს - ზომები, რათა თავიდან იქნას აცილებული ნეგატიური გამოვლინებები როგორც კიევში ანსამბლის გასტროლების დროს, ასევე მომავალშიც. 7.VII.83. მ. ზიმიანინი ”.


4 ივლისი 1983


საბჭოთა კავშირის «Госконцерт"-ის ეგიდით მასპინძლობს ფრანგულ ანსამბლს Space-ს:წარმოდგენები გაიმართა: მოსკოვში 21-27.06.06, ლენინგრადში 30-6-6.07 ივნისს და კიევში მიმდინარე წლის 8-14-14 ივნისს.


-არაერთი ნეგატიური ასპექტია ანსამბლის წევრთა ქცევის მხრივ შემჩნეული აღსანიშნავი, რომ პროგრამის დარღვევით, ანსამბლმა შეასრულა "როკ-როლი" სახელწოდებით "ეძღვნება ელვის პრესლის ხსოვნას" (დასავლური მუსიკალური შოუს ერთ-ერთი წარმომადგენელი); ეს გაკეთდა კონცერტის დასასრულს, როდესაც აუდიტორიის ნაწილი ტოვებდა დაბაზს; დარბაზიდან გასულები უკან, დაბრუნდნენ; ამგვარ ვითარებაში წარმოიშვა ხალხის მნიშვნელოვანი ნაკადის უკან შემოდინება, რითაც დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი "



- ანსამბლის ხელმძღვანელმა დ. მარუანიმ არაერთხელ მოითხოვა სსრკ კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებისგან, რომ მილიციამ "ხელი არ შეუშალოს" დამსწრე საზოგადოებას "გამოხატონ საკუთარი გრძნობები";


-ლენინგრადში, კონცერტის შემდეგ მთავარ გასასვლელში, ანსამბლის წევრებმა ჯგუფის გამოსახულებიანი ღია ბარათები გადაყარეს მაყურებლებში, რამაც გამოიწვია არაჯანსაღი აჟიოტაჟი და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა;


- სიმღერა "ბავშვის" ვიზუალური თანხლებისთვის, ანსამბლის ხელმძღვანელმა დ. მარუანიმ დაჟინებით მოითხოვა წინასწარ მომზადებული ფილმის დემონსტრირება, რომელშიც ჩანს ბავშვები და ახალგაზრდები, რომლებსაც პირი აქვთ ახვეული; შემსრულებლების ჩანაფიქრის თანახმად, ეს არის თაობათა კონფლიქტი და კერძოდ, იმის ილუსტრაცია, რომ ძველი თაობა თითქოს და არ აძლევს საშუალებას ახალგაზრდებს თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი;

სსრ კავშირის კულტურის სამინისტრომ ოპერატიული ღონისძიებების გატარების შედეგად თავიდან აიცილა ფილმების ჩვენება;



- ანსამბლის წევრები მუდმივად ეძებდნენ კონტაქტს მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან, ორი მათგანი ლენინგრადში ბილეთების გარეშე წაიყვანეს, რაც მატარებელში საკონტროლო შემოწმების დროს დადასტურდა;


-აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოლიმპიისკის სპორტული კომპლექსის დირექტორმა ე. ბობრონიკოვმა, უხეშად დაარღვია უცხოელებთან მუშაობის წესები, სსრკ კულტურის მინისტრის თანხმობის გარეშე მოაწყო ბანკეტი ანსამბლ "სპეისის" მონაწილეებისთვის. (ეს არ არის გათვალისწინებული პროგრამით);

1
315
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
315
  
2019, 27 ოქტომბერი, 1:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1