x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჩემი პასუხი საქართველოში ცნობილ ჟურნალისტს, ბატონ დაჩი გრძელიშვილს

image ბატონო დაჩი გეთანხმებით, რომ საქართველოში ჯანდაცვაში სერიოზული პრობლემებია და იმაშიც გეთანხმებით, 13 წლის თვალზე საოპერაციო ბავშვი არ უნდა ისმენდეს სამედიცინო პერსონალსა თუ მენეჯმენტს შორის გამართულ არცთუ სასიამოვნო საუბარს.
იმაშიც გეთანხმებით, რომ დაზღვევა მხოლოდ ერთ კლინიკაში არ უნდა მოქმედებდეს და საყოველთაო დაზღვევა საყოველთაო უნდა იყოს და ნებისმიერ საჭირო პროფილის კლინიკაში უნდა მოქმედებდეს.
იმაშიც გეთანხმებით, ამ ქვეყანაში ყველაფერი რიგზე, რომ არაა.
მამაჩემის მეგობარს, ამ ქვეყნისთვის ნაბრძოლ კაცს რეაბილიტაციის კურსის გასავლელად მეგობრებმა, ჩემმა გერმანიაში მცხოვრებმა ძმამ, ჩემმა მეგობარმა (ყოფილმა ძალოვანმა, რომელიც თავადაც ემიგრანტია) და ინტერმედიაზე ჩემმა კოლეგამ, სათნო და დიდებულმა ქალბატონმა ჩემს მიერ გამოქვეყნებულანგარიშზე ფული ჩარიცხეს.
მაშინ მეც შემრცხვა, რადგან სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ასეთ ადამიანებზე, მაგრამ არასოდეს შემრცხვება არც ქართველობის და არც საქართველოს ვუწოდებ იმ საშინელ სიტყვებს, რაც იმედია თქვენ ბავშვის მდგომარეობით გამოწვეულმა სიმწარემ გათქმევინათ.
image "აი ეს მარადიული უსამართლობით აყროლებული დუქანი - სახელად საქართველოს სახელმწიფო რომ ჰქვია"
ყველაფრის მიუხედავად ეს სიტყვები არ უნდა გეთქვათ!!!

0
385
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
385