x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მთვრალმა ინგლისელმა ტურისტმა ქალმა, თურქებს სახალისო სანახაობა მოუწყო, თუმცა თავზე წყლის გადასხმით "დააშოშმინეს"

image ინგლისელებს დასვენების დღეებში დალევა და გართობა, რომ უყვართ ჩემი მოგონილი ამბავი არაა.
ახლახან კიდევ ერთმა იგლისელმა ტურისტმა ქალმა "ისახელა" თავი თურქეთში.
ინგლისელი ქალი დიდხანს იჯდა რესტორანში და სასმელს სვამდა, რესტორნიდან გამოსულმა კი შუა ქუჩაში ცეკვა დაიწყო, თუმცა მის მოძრაობებს ცეკვას ნამდვილად ვერ დაარქმევდით.
მსოფლიოში ცნობილი ქალაქი-კურორტის მარმარისის მცხოვრებლებმა და სტუმრებმა იხილეს სანახაობა რაც თურქული ქალაქისათვის მაინც იშვიათი შემთხვევა იყო.
ინგლისელმა ქალმა, რომელიც მოკლე შორტებში და ტოპში იყო გამოწყობილი თავისი "ცეკვით" უამრავი მაყურებელი მოიზიდა, ინგლისელი ტურისტი არცთუ ახალგაზრდა გახლდათ და ამასთან ერთად არც სპორტული აღნაგობის. თუმცა ამას არავინ მიაქცევდა დიდ ყურადღებას, რომ არა ტურისტის ზღვარსგადასული საქციელი-ინგლისელი ქალი საკმაოდ განიერი საჯდომით წინ გადაეღობა ტაქსს და კაპოტზე სანახევროდ ჩამოჯდა, ცალი ფეხი მთლიანად კაპოტზე დადო, ბიუსტი კი ლამის მთლიანად ამოუვარდა ტოპიდან.
ტაქსის მძღოლმა სანახაობის ყურებას მანქანის დაჭეჭყვისაგან დაცვა არჩია და "ეროტიული" ცეკვის მოყვარულ ინგლისელ ქალს უკუსვლით გაექცა.

Максимум движений!
ქალის არცთუ სასიამოვნო ცეკვას თურქებთან ერთად კურორტზე ჩასული დამსვენებლებიც იღებდნენ, სანამ ქალის საქციელით გაღიზიანებულმა მაღაზიის გამყიდველმა მთვრალ ქალს თავზე მთელი ვედრო წყალი არ გადაასხა, რამაც აღტკინებული "მოცეკვავე" მალევე დააცხრო. Холодный душ не помог ცივი "შხაპის" მიერ გამოფხიზლებული და ცეკვით დაღლილი ინგლისელი სასტუმროსაკენ გაემართა დასასვენებლად.

0
318
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
318