x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ახალგაზრდა მუსიკოსებისგან შემდგარი ჯგუფი შეუდარებელი ენერგეტიკით - „ელის ბენდმა” ქართული ღვინის ფესტივალი 2019 მუსიკალურად გააფორმა
image


ახალგაზრდა მუსიკოსებისგან შემდგარი ჯგუფი შეუდარებელი ენერგეტიკით, - ასე ახასიათებს საკუთარ თავს „ელის ბენდი“, რომლის შესრულებაც ტელევიზიით, რომელიმე კლუბში სტუმრობისას ან კორპორაციულ საღამოზე მაინც გექნებათ მოსმენილი.


19-22 წლის ახალგაზრდებისგან შემდგარი „ელის ბენდი“ წელიწადნახევარია, მსმენელებისთვის ცნობილი პოპ სიმღერების „ქავერებს“ ქმნის, საავტორო სიმღერებზეც მუშაობს და შესაძლოა, მალე მისი ალბომიც ვიხილოთ.


ელექტრო გიტარა, ბას გიტარა დრამი და კლავიში - ამ ოთხ ინსტრუმენტზე მუსიკას ქმნიან და ასრულებენ ელისაბედი და ლუკა, რომლებიც კონსერვატორიის სტუდენტები არიან, ნიკუშა, რომელსაც თეატრალური განათლება აქვს და პროფესიით არქიტექტორი ირაკლი, რომელიც ყველაზე მეტ ინსტრუმენტზე უკრავს. ბენდის ოთხივე წევრი სოლისტია, რაც მათ შოუს კიდევ უფრო ეფექტურს და საინტერესოს ხდის.



image


„ელის ბენდის“ პროდუსერი ტატა ავალიშვილი გვიამბობს, რომ მიუხედავად მხოლოდ წელიწადნახევრიანი პერიოდისა, „ელის ბენდმა“ მსმენელში სახელი უკვე გაითქვა. ბენდი მონაწილეობს ფესტივალებშიც და ბევრ კომპლიმენტსაც იღებს.


მეორე წელია, „ელის ბენდი“ „ქართული ღვინის ფესტივალის“ ერთგული მონაწილეა. ფესტივალმა 12 ოქტომბერს წელსაც შარდენზე, სიონის ქუჩაზე გაიმართა. ფესტივალზე მისულ უამრავ სტუმარსა და ტურისტს სასიამოვნო მუსიკის მოსმენის საშუალებას „ელის ბენდიც“ აძლევდა.


როგორც ტატა ავალიშვილი აღნიშნავს, ფესიტვალი ბენდისთვის საკუთარი თავიდა და შემოქმედების წარმოჩენის საშუალება გახდა. შესრულების შემდეგ მათ „ფეისბუქში“ სასიამოვნო შეტყობინებები მიიღეს და ახალი მსმენელიც შეიძინეს.


image


კვირის დღეს არ აქვს მნიშვნელობა, კვირა იქნება თუ სამუშაო დღე, მათი ყველა ლაივი ანშლაგით ტარდება. შემდეგ პირად შეტყობინებებში გვწერენ და კომპლიმენტებსაც ვიღებთ.


„მეორე წელია, „ელის ბენდი“ ღვინის ფესტივალში იღებს მონაწილეობას. პირველ წელს მეგობრებისგან შევიტყეთ, რომ ღონისძიება მათი ორგანიზატორობით კეთდებოდა და სიამოვნებით ჩავერთეთ და წელსაც რომ გავიგეთ, რომ ტარდებოდა და ზუსტად ვიცოდით, წარმატებული იქნებოდა. ბენდმა 2019 წლის ღვინის ფესტივალშიც ისეთივე ენთუზიაზმით მიიღო მონაწილეობა. მომავალ წელსაც თუ იქნება, იქაც დიდი სიამოვნებით იმღერებენ“, -აღნიშნა ტატა ავალიშვილმა.


image


ბენდის პროდუსერმა ასევე გვიამბო, რომ „ელის ბენდი“ სიმღერებზე თავად მუშაობს, ერთი უკვე გამოუშვა და კიდევ 2 დეკემბერში გამოვა. „ელის ბენდის“ სახელის შერჩევის ისტორიითაც დავინტერესდით. აღმოჩნდა, რომ ბენდის შექმნის იდეა მის ერთ-ერთ წევრს ელისაბედს გაუჩნდა, 4 წევრს შორის ერთადერთი გოგონაა და „ელის ბენდიც“ აქედან დაიბადა.


ბენდი ახალი დაარსებულია, ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც მათი პროდუსერის თქმით, დიდი ენთუზიაზმით გამოირჩევიან.


„ბევრს მუშაობენ. შეუძლიათ, დღეში 9 საათი რეპეტიციაში გაატარონ, ახალი რაღაცები აკეთონ. აქედან გამომდინარე, წელიწადნახევარში რასაც მიაღწიეს, ზუსტად მათი შრომის შედეგია და მიმაჩნია, რომ ასე თუ გააგრძელეს, ძალიან ბევრი კარგი რამ ელოდებათ. თვითონ წერენ სიმღერებს, აკეთებენ თავის საავტორო ალბომს და ყველაფერზე თავად მუშაობენ“, - აღნიშნავს ის.


image


„ელის ბენდის“ პროდუსერი ამბობს, რომ ბენდის წევრები თავიანთ შემოქმედებას დიდი სიფრთხილით ეკიდებიან. სურთ, რომ მათი მუსიკა საინტერესო, გემოვნებიანი და სასიამოვნოდ მოსასმენი იყოს.


„სცენაზე მაქსიმალურად იხარჯებიან. მათი კონცერტი რომ ნახოთ, მიხვდებით, რომ რასაც აკეთებენ, ამით ისეთ სიამოვნებას იღებენ, ხანდახან დროის მსვლელობასაც ვერ გრძნობენ. როცა ხედავენ, რომ ადამიანები ერთობიან, ტაშს უკრავენ და მოსწონთ, კმაყოფილები არიან და საათნახევრიან კონცერტს ხან ორსაათნახევარიც აგრძელებენ ხოლმე. ამით ძალიან ბედნიერები არიან“, - აღნიშნა ტატა ავალიშვილმა.



0
37
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0