x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134027
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ადამიანის მუცელში ნაპოვნი 12 ყველაზე უცნაური საგანი

image

ალბათ, არაერთხელ გსმენიათ იმის შესახებ, თუ როგორ გადაეყლაპათ შემთხვევით, ადამიანებს ერთი შეხედვით, სრულიად წარმოუდგენელი ნივთები. თუმცა, დამეთანხმებით, რომ მსგავსი ისტორიები უმეტესწილად პატარებს უკავშირდება. ვინაიდან ბავშვებს ბევრი რამ არ ესმით, სწორედ ამიტომ, მათი ასეთი ქმედება საპატიებელია. მაგრამ ჩვენი სტატიის გმირები თქვენ წარმოიდგინეთ და არა პატარები, არამედ საკმაოდ ზრდასრული ადამიანები არიან, რომლებმაც ყველაზე უჩვეულო და აბსურდული საგნები განზრახ ან გაუთვიცნობიერებლად გადაყლაპეს. ყოველი შემთხვევისთვის, გაითვალისწინეთ, ნუ დაათვალიერებთ ამ ფოტოებს საკვების მიღებისას. მაშ ასე, მოდით, ვნახოთ 12 ყველაზე უჩვეულო საგანი, რომლებიც ქირურგებმა ადამიანის მუცლიდან ამოიღეს.



თქვენ წარმოიდგინეთ და, ჩინელმა ქალბატონმა ორი ათეული ქვის გადაყლაპვა მოახერხა, გაინტერესებთ მიზეზი? საყვარელ მამაკაცთან კამათის შემდეგ, გოგონამ სწორედ ამ გზით სცადა მისი ყურადღების მიპყრობა.


image


რას ფიქრობთ ვერცხლის შესახებ? ეს, მართლაც რომ ძვირი სიამოვნებაა. თუმცა, ჰოლანდიის მკვიდრი ასე არ ფიქრობს - მან არც მეტი, არც ნაკლები ამ ლითონისგან დამზადებული 52 ცალი ჩანგალი და კოვზი გადაყლაპა.


image


ერთ მშვენიერ დღეს ჩინეთის საავადმყოფოს მამაკაცი ესტუმრა, რომელიც მუცლის არეში ტკივილს უჩიოდა. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ მას მუცლის არეში მინის ბოთლი აღენიშნებოდა. თუ როგორ აღმოჩნდა მის ორგანიზმში ეს უცნაური საგანი, პაციენტმა არ დააკონკრეტა.


image


ოდესმე პირით ლურსმანი გჭერიათ? სავარაუდოდ, რენდგენის ამ ფოტოს ნახვის შემდეგ ამას აღარასდროს გააკეთებთ... ჩინელ პაციენტს მუშაობისას დაახველა, აი შედეგიც...


image


13 თვის ბავშვის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რენტგენის სურათი: რომელიც ელემენტებით სავსეა.



image


ტერორისტის რენტგენის ფოტო, რომელმაც ყუმბარა გადაყლაპა. თუმცა, უცნობია, როგორ აპირებდა ის მის ამოქმედებას.


image


ზოგი პატიმარი მზადაა ყველაფერი ერთმანეთის მიყოლებით გადაყლაპოს, ოღონდაც თავი ციხიდან დაიძვრინოს. აი, მაგალითად, ერთ-ერთი პატიმრის მიერ გადაყლაპული ლეიბის ზამბარა.

image


ეს იმ ადამიანის რენტგენის სურათია, რომელმაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები გადაყლაპა, რათა კონტრაბანდა საზღვრზე გადაეტანა.


image


მშობლებმა მცირეწლოვანი ბავშვების მიმართ მეტი ყურადღება და წინდახედულება უნდა გამოიჩინონ, რადგან მათ ყველაფრის გადაყლაპვა შეუძლიათ. თქვენ წარმოიდგნეთ და, ამ პატარამ ინგლისური ქინძისთავი გადაყლპა.


image

ზოგი მამაკაცი იმდენად რომანტიკულია, რომ ხელის თხოვნის დროს ორიგინალურ საჩუქრებსა და ბეჭედს პირდაპირ საკვებში მალავს. მამაკაცებო!!! გაითვალისწინეთ, მთავარი სიტყვები, მანამდე თქვით, სანამ თქვენი ცხოვრების მეგზური კერძს დააგემოვნებს.


image


ამ ქალბატონმა ვახშმის შემდეგ სახლში ბილისაჩიჩქნი ვერ იპოვა, ამიტომ, პირდაპირ მაკრატლის გამოყენება სცადა.


image


62 წლის პაციენტი კლინიკაში დაუყონებლივ მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც 650 დოლარის ღირებულების მონეტა, რამდენიმე ყელსაბამი და სამაჯური გადაყლაპა.


image


0
369
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
369