x
სიკვდილს სასწაულად გადარჩენილები

image


შემთხვევა არიზონის შტატის ქალაქ ფენიქსში მოხდა, როცა ოჯახი პატარა ბავშვთან ერთად გზაზე გადასვლისას ცოცხალები სასწაულად გადარჩნენ. სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა ორი მანქანის შეჯახება და წყვილის გადარჩენა.


როგორც ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, 27 წლის ავტომობილის მძღოლი უხვევდა, როცა მოულოდნელად შეამჩნია, როგორ მიდიოდა დიდი სიჩქარით სხვა მანქანა ფეხით მოსიარულეებისაკენ. ბოლო მომენტამდე ცდილობდა გოგონას საჭე დაემორჩილებინა და მოახერხა კიდეც რეაგირება. ის მანქანას დაეჯახა და სხვა მხარეს შეატრიალა, რითიც, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც მიიღო მსუბუქი დაზიანებები, ოჯახი გადაარჩინა ტრაგედიას.


მომხდარი ფაქტის შემდეგ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანის მძღოლი მიიმალა, მაგრამ რამდენიმე საათში მისი დაკავება მაინც მოახერხეს.



0
244
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
244