x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"მეგობრებო, დედა გარდაიცვალა"- ტაქსისტი ძმები ქართველიშვილების დედა გარდაიცვალა
„ტაქსისტი ძმები ქართველიშვილების დედა გარდაიცვალა“- ამის შესახებ ერთ-ერთმა ძმამ ნიკა ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.


image
„მეგობრებო, დედა გარდაიცვალა. ძალიან დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის, გამხნევებისთვის, იმისთვის რომ დედამ იმედით იცოცხლა ეს პერიოდი. მადლობა ყველას, ყველანი გვიყვარხართ“ - წერს ნიკა ქართველიშვილი.


ალბათ ყველას ახსოვს ქართველი ძმები, ნიკა და რატი ქართველიშვილები, რომელებიც დედის გადასარჩენად მოქალაქეებს ტაქსის სერვისს სთავაზობდნენ.

მათ დედას, მაიას ლეიკეიმია ჰქონდა და ძმების საქველოქმედო პროექტი მის მკურნალობაზე იყო გამიზნული.



გუშინ ნიკა ქართველიშვილმა ვიდეო - მიმართვაც გაავრცელა.

„არ ვიცი ემოციების გარეშე საუბარს შევძლებ თუ არა, რამდენიმე დღის უკან დედას მდგომარეობა გართულდა და დღეის მდგომარეობით ძალიან რთული ვითარებაა. სისხლში რაღაც ინფექცია განუვითარდა. საჭიროებს დამატებით მკურნალობას, რაც უამრავი თანხა რჩება, ძალიან მიჭირს ამას, რომ ვამბობ მაგრამ გთხოვთ ჩემს მეგობრებს და ჩემი მეგობრების მეგობრებს, ყველას ვინც აქამდე ჩვენს გვერდით იდგა ერთხელ კიდევ გავერთიანდეთ დედაჩემის გარშემო. გთხოვთ ვისაც რითიც შეგიძლიათ დახმარება. მე ჩემთვის რომ მჭირდებოდეს დამერწმუნეთ არ ჩავრთავდი ლაივს და რამდენიმე დღეა ვფიქრობ ამაზე, უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს, ვისაც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ თანხით იქნება, გავრცელებით თუ ლოცვით“, – ამბობდა ვიდეო მიმართვაში ნიკა ქართველიშვილი.

0
185
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0